„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023731
520
04/11/2022
ვებგვერდი, 08/11/2022
190020010.10.003.023731
„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 21/02/2022; 190020010.10.003.023289) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 27 05) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების (პროგრამული კოდი: 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი