დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 510 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.023721 |
|
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა). |
მუხლი 2 |
სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით:
ა) დაევალოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია), სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა; ბ) სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ეთხოვოთ სამოქმედო გეგმაში ჩართულ საჯარო უწყებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება. |
მუხლი 3 |
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშები წარუდგინონ უწყებათაშორის კომისიას წელიწადში ერთხელ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს (სამსახურის) საშუალებით უზრუნველყოფს გეგმის განხორციელების მონიტორინგს. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები