„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023710
499
24/10/2022
ვებგვერდი, 25/10/2022
240110000.10.003.023710
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2022 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1):

1. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებული ან/და ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვები, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე, შესაძლებელია მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში), ამ შემთხვევაში, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე იკრძალება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) მოქცეული ტვირთის ბაზარზე განთავსება.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გაშვებული სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევის გამოვლენისას ან/და ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს, რომელიც, თა­ვის მხრივ, განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აც­ნ­ო­ბ­ებს შემოსავლების სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი