„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023708
497
19/10/2022
ვებგვერდი, 20/10/2022
010240030.10.003.023708
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №497

2022 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიზნებისთვის, სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„კ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.“.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 4 მოადგილე. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, დაეკისროს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება.“.

5. 81 მუხლის:

) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გან­ხორ­ციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;“;

) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელ­­შეკ­რუ­ლებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის სა­ჭიროე­ბის განსაზღვრა;“;

) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;“;

) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;“;

) „..ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის..1ქვეპუნქტი:

„გ.ა.ბ1) შრომისა და დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გან­ხორ­ციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;“;

) „..ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.ფ) შრომისა და დასაქმების სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;“;

) „..ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის..1ქვეპუნქტი:

„გ.ბ.ა1) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გან­ხორ­ციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მისი მონიტორინგი და შეფასება;“;

) „..ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის..1ქვეპუნქტი:

„გ.ბ.ბ1) შრომითი მიგრაციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;“;

) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/რეინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, კომპეტენციის ფარგლებში, მისი მონიტორინგი და შეფასება;“;

) „.ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის.1ქვეპუნქტი:

„დ.ზ1) დევნილთა და ეკომიგრანტთა, აგრეთვე ინტეგრაციის/რეინტეგრაციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;“.

6. 82 მუხლის“, „“, „“, „“, „“, „“, „“, „“, „“, „“, „დაქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. 8მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 83. სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი კომპეტენტური უწყებისთვის წარდგენა;

ბ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების მიერ საერთაშორისო მიმართულებით კავშირების დამყარების ხელშეწყობა და საქმიანობის განხორციელების პროცესის კოორდინაცია/მეთოდური ხელმძღვანელობა;

დ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა (მ. შ., სასესხო, საგრანტო) და დონორ ორგანიზაციებთან/საერთაშორისო პარტნიორებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადება, გაფორმების პროცესის კოორდინაცია, ხელშეკრულებების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება;

ე) სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების (სასესხო, საგრანტო შეთანხმებების, მემორანდუმების) შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;

ვ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს კომუნიკაციის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

თ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) ეკონომიკური და ფინანსური, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის უზრუნველყოფას, რესურსებისა და პროცესების ეფექტიანობის ანალიზს;

ი) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა მოპოვება/დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ლ) რეფორმების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) სამინისტროს საქმიანობის სფეროებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კოორდინაცია;

ნ) სამინისტროს საქმიანობის სფეროების განვითარების მხარდამჭერი ინიციატივების, სიახლეებისა და რეფორმების კოორდინაცია და განხორციელების ხელშეწყობა;

ო) არსებული გამოწვევების საპასუხო ალტერნატივების შემუშავება და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;

პ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების/გეგმების შემუშავება, დამტკიცების კოორდინაცია, შესრულების მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი.“.

8. 8მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:

„85. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება/თანამშრომლობა;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

დ) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა;

ვ) პრესის მიმოხილვა, სამინისტროს შესახებ ინტერნეტგამოცემების, ბეჭდური მედიისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;

ზ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

თ) სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

ი) საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (მიმდინარე რეფორმები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერა;

კ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების და მედიატურების მოწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი