დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1914-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 110030000.04.001.018038 |
|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. სადავო მნიშვნელობის საკითხის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები.“. 2. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.“. მუხლი 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 18 ოქტომბერი 2022 წ. N1914-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები