დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 18/06/1970 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1970 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 26.06.1997, №786)
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1970 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და დაამტკიცოს საქართველოს სსრ იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსი
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აპრილის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1991წ., მუხ.324
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი პირველი
ძირითადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის ამოცანები
საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის ამოცანებია:
შემდგომი განმტკიცება საბჭოთა ოჯახისა, რომელიც კომუნისტური მორალის პრინციპებს ემყარება;
საოჯახო ურთიერთობის დამყარება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითს საქორწინო კავშირზე, ოჯახის ყველა წევრის მატერიალური ანგარიშიანობისაგან თავისუფალი ურთიერთსიყვარულის, მეგობრობისა და პატივისცემის გრძნობებზე;
სამშობლოს ერთგულების, შრომასთან კომუნისტური დამოკიდებულების სულისკვეთებით ოჯახის მიერ შვილების აღზრდა, რაც ორგანულად შეხამებულია საზოგადოებრივ აღზრდასთან, და შვილების მომზადება კომუნისტური საზოგადოების მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის;
დედისა და ბავშვის ინტერესების ყოველმხრივი დაცვა და თითოეული ბავშვისათვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა;
საოჯახო ურთიერთობაში წარსულის მავნე გადმონაშთებისა და ჩვეულებების საბოლოოდ აღმოფხვრა;
ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის დანერგვა.
მუხლი 2. ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსი
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსი ადგენს დაქორწინების წესსა და პირობებს, აწესრიგებს პირად და ქონებრივ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა ოჯახში მეუღლეთა შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, ოჯახის სხვა წევრებს შორის, ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა შვილად აყვანასთან, მეურვეობასა და მზრუნველობასთან, ბავშვების აღსაზრდელად აყვანასთან დაკავშირებით, ქორწინების შეწყვეტის წესსა და პირობებს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესს.
მუხლი 3. ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობაში
საქართველოს სს რესპუბლიკაში ქალისა და მამაკაცის უფლებათა თანასწორობის შესაბამისად, რაც განმტკიცებულია სსრ კავშირის კონსტიტუციითა და საქართველოს სსრ კონსტიტუციით, საოჯახო ურთიერთობებში მათ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებები აქვთ.
მუხლი 4. მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობაში
საოჯახო ურთიერთობაში ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები აქვს.
დაქორწინების დროს და საოჯახო ურთიერთობაში არ დაიშვება უფლებათა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 5. ოჯახის დაცვა სახელმწიფოს მიერ. დედობის დაცვა და წახალისება
სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს სს რესპუბლიკაში ოჯახს სახელმწიფო იცავს.
სახელმწიფო ზრუნავს ოჯახისათვის - ქმნის და ავითარებს სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაგებისა და ბაღების, სკოლა-ინტერნატებისა და სხვა საბავშვო დაწესებულებების ფართო ქსელს, აწყობს და სრულყოფს საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების სამსახურს, გასცემს დახმარებას ბავშვის დაბადების გამო, აძლევს მარტოხელა დედებსა და მრავალშვილიან იჯახებს დახმარებასა და შეღავათებს, აგრეთვე უწევს ოჯახს სხვა დახმარებასა და შემწეობას.
საქართველოს სს რესპუბლიკაში დედობა გარემოცულია საყოველთაო-სახალხო პატივისცემითა და დაფასებით, მას იცავს და წაახალისებს სახელმწიფო. დედისა და ბავშვის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია ქალის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური ღონისძიებებით, ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქალებს შრომა შეუხამონ დედობას, დედისა და ბავშვის სამართლებრივი დაცვით, მატერიალური და მორალური მხარდაჭერით, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქალებს შრომა შეუხამონ დედობას, დედისა და ბავშვის სამართლებრივი დაცვით, მატერიალური და მორალური მხარდაჭერით, მათ შორის ქალებისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ფასიანი შვებულების მიცემით და ორსული ქალებისა და დედებისათვის სხვა შეღავათების გაწევით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ საქორწინო და საოჯახო ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება
საქორწინო და საოჯახო ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო.
აღიარებულია მხოლოდ ის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოებში. ქორწინების რელიგიურ წესს, ისე როგორც სხვა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს.
ეს წესი არ ეხება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი საბჭოთა ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე შესრულებულ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და მათ დამადასტურებელ დოკუმენტებს დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ.
მუხლი 61 . საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება და მოვალეობათა შესრულება
საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებებს იცავს კანონი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს უფლებები ხორციელდება მათი დანიშნულების საწინააღმდეგოდ.
ოჯახის წევრთა მიერ მათი უფლებების გამოყენებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, სხვა მოქალაქეთა უფლებებს.
უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეებმა უნდა დაიცვან კანონები, პატივი სცენ სოციალისტური საზოგადოების მორალურ პრინციპებს, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ოჯახის განმტკიცებას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 62. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვა
საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვას ახორციელებენ სასამართლო, მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოები და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები.
საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების დაცვას ახორციელებენ აგრეთვე ამხანაგური სასამართლოები, შრომითი კოლექტივები, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
თავი მეორე
კანონმდებლობა ქორწინებისა და ოჯახის შესახებ
მუხლი 7. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა ქორწინებისა და ოჯახის შესახებ
საქორწინო და საოჯახო კანონმდებლობა შედგება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლებისა და მის შესაბამისად მიღებული სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტების, ამ კოდექსისა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კანონმდებლობა წყვეტს საკითხებს, რომლებიც მიეკუთვნება მის გამგებლობას ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლებით, აგრეთვე საქორწინო და საოჯახო ურთიერთობის იმ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ საფუძვლებით არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 8. სხვა მოკავშირე რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კანონმდებლობის გამოყენება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაქორწინებას, ურთიერთობას მეუღლეთა შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, შვილად აყვანას, მამობის დადგენას, ალიმენტის გადახდევინებას, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესებას, განქორწინებასა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კანონმდებლობა.
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად ქორწინების, შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების ნამდვილობას და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ნამდვილობას, რომლებიც მომხდარია სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში, განსაზღვრავს იმ მოკავშირე რესპუბლიკის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზედაც მოხდა დაქორწინება, შვილად აყვანა, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება ან რეგისტრირებული იყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტი.
თავი მესამე
სასარჩელო ხანდაზმულობა
მუხლი 9. სასარჩელო ხანდაზმულობა
სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობენ საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით დადგენილია ვადა დარღვეული უფლების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო გამოიყენებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 10. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით დადგენილი დროიდან, ხოლო თუ ეს დრო აღნიშნული არ არის, მაშინ იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
მუხლი 11. სასარჩელო ხანდაზმულობის გამოყენების წესი
იმ ნორმების გამოყენებისას, რომლებითაც დადგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 77-ე-79-ე და 82-84-ე მუხლებით.
მუხლი 12. ვადების გამოთვლა
გამოთვლა ამ კოდექსით დადგენილი ვადებისა ხდება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის V თავში გათვალისწინებული წესებით.
კარი II
ქორწინება
თავი მეოთხე
დაქორწინების წესი და პირობები
მუხლი 13. დაქორწინება
დაქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში.
ქორწინების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით, ისე მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით.
მუხლი 14. დაქორწინების პირობები
დაქორწინებისათვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა და საქორწინო ასაკი.
მუხლი 15. საქორწინო ასაკი
საქორწინო ასაკად მამაკაცებისათვის დაწესებულია 17 წელი, ქალებისათვის – 16 წელი.
მუხლი 16. დაქორწინების ვადა და წესი
დაქორწინება ფორმდება ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დაქორწინების მსურველნი განცხადებას შეიტანენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოებში.
ცალკეულ შემთხვევებში, საპატიო მიზეზის არსებობისას, ერთთვიანი ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული განყოფილების გამგის მიერ .
მუხლი 17. დაქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება
დაქორწინება ტარდება საზეიმო ვითარებაში.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები უზრუნველყოფენ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას, დაქორწინების მსურველ პირთა თანხმობით.
მუხლი 18. დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები
დაქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
ბ) პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ დასა და ძმას შორის;
გ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
დ) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.
თავი მეხუთე
მეუღლეთა უფლებები და მოვალეობანი
მუხლი 19. მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა
მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში გაფორმებული დაქორწინება.
მუხლი 20. მეუღლეთა პირადი უფლებები
დაქორწინების დროს მეუღლეები თავიანთი სურვილისამებრ აირჩევენ ერთ-ერთი მეუღლის გვარს თავიანთ საერთო გვარად, ანდა თითოეული დაიტოვებს თავის ქორწინებამდელ გვარს ან თავის გვარს შეუერთებს მეუღლის გვარს. გვარების შეერთება არ შეიძლება, თუ ორივე მეუღლეს ან ერთ მათგანს ორმაგი გვარი აქვს.
მეუღლეები ოჯახში სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად წყვეტენ.
თითოეულ მეუღლეს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს საქმიანობა, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი.
მუხლი 21. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება
მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. მეუღლეებს აქვთ ამ ქონებით სარგებლობის, მისი მფლობელობისა და განკარგვის თანაბარი უფლება.
მეუღლეებს თანაბარი უფლება აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზების გამო არა ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
მუხლი 22. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრა ქონების გაყოფის დროს
იმ ქონების გაყოფისას, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას, მეუღლეთა წილი თანაბარია. ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, გაითვალისწინოს არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ან ერთ-ერთ მეუღლის ყურადსაღები ინტერესები. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდებულ იქნეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრებენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, აგრეთვე რომ მეუღლე თავს არიდებდა საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომაში მონაწილეობას ან ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. ამავე მიზნით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტისას მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), რომლებიც თუმცა ქორწინების დროს არის შეძენილი მეუღლეთა სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის ესაჭიროება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება მის კუთვნილ წილს აღემატება, მეორე მეუღლეს შეიძლება მიეკუთვნოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
განქორწინებულ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
მუხლი 23. თითოეული მეუღლის პირადი საკუთრება
თითოეულ მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს:
ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
ბ) ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება.
მეუღლეთა პირად საკუთრებად ითვლება აგრეთვე პირადი მოხმარების ნივთები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ.) თუნდაც ისინი შეძენილ იყოს ქორწინებაში ყოფნის დროს მეუღლეთა საერთო სახსრებით, გარდა ძვირფასეულობისა.
თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ცნობილ იქნეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (კაპიტალური რემონტი, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა).
მუხლი 24. იმ მეუღლეთა უფლებები ქონებაზე, რომლებიც საკოლმეურნეო კომლის წევრები არიან
თუ მეუღლეები ითვლებიან საკოლმეურნეო კომლის წევრებად, ამ კოდექსის 21-ე-23-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ქონების მიმართ, რომელიც მათი პირადი საკუთრებაა.
მეუღლეთა უფლებები საკოლმეურნეო კომლისა და იმ მოქალაქის მეურნეობის ქონებაზე, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, განისაზღვრება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე -130-ე მუხლებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 5 ივლისის ბრძანებულება №2532 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.07.1984წ., მუხ.216
მუხლი 25. გადახდევინება მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებიდან.
ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულებათა დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მისი პირადი ქონებიდან და მისი წილიდან საერთო თანასაკუთრებაში. ასეთი ვალდებულებისათვის მეუღლეები პასუხს აგებენ ქონებით, რომელიც მათ საერთო თანასაკუთრებას შეადგენს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის ინტერესებისათვის.
ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გადახდევინება შეიძლება მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებიდან იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი იქნება, რომ ეს ქონება შეძენილი იყო დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
მუხლი 26. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა
მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, უფლება აქვს სასამართლოს საშუალებით მიიღოს სარჩო (ალიმენტი) მეორე მეუღლისაგან, თუ ამ უკანასკნელს შეუძლია მისი მიცემა.
ცოლს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში, უფლება აქვს, სასამართლოს საშუალებით მიიღოს სარჩო (ალიმენტი) ქმრისაგან, თუ ამ უკანასკნელს შეუძლია მისი მიცემა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებიც.
მუხლი 27. განქორწინების შემდეგ მეუღლის რჩენის მოვალეობა
შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭიდება, მეუღლისაგან ალიმენტის მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.
თუ მეუღლენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში, სასამართლოს უფლება აქვს ერთ-ერთ მეუღლეს გადაახდევინოს ალიმენტი იმ განქორწინებული მეუღლის სასარგებლოდ, რომელსაც დახმარება სჭირდება, იმ შემთხვევაშიც, როცა მეუღლეს საპენსიო ასაკი შეუსრულდა არაუგვიანეს ხუთი წლისა განქორწინების დღიდან.
ამ კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას ცოლი ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი დაორსულდა განქორწინებამდე.
მუხლი 28. მეუღლის რჩენის მოვალეობისაგან გათავისუფლება ან ამ მოვალეობის შეზღუდვა ვადით
სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე მეორე მეუღლის რჩენის მოვალეობისაგან ან განსაზღვრული ვადით შეზღუდოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ან თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა ალიმენტის გადამხდელის მიმართ, აგრეთვე, თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია სპირტიანი სასმელების ან ნარკოტიკულ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენებით, ანდა მის მიერ დანაშაულის ჩადენით.
მუხლი 29. მეუღლის სარჩენი სახსრების ოდენობა
მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სახსრების ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი მტკიცე თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს სარჩელით ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესახებ.
მუხლი 30. მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლების მოსპობა
მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩოს მიმღები განქორწინებული მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.
თუ სარჩოს ახდევინებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩოს გადამხდელ მეუღლეს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს სარჩელით შემდგომში ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
თავი მეექვსე
ქორწინების შეწყვეტა
მუხლი 31. ქორწინების შეწყვეტა
ქორწინება წყდება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით ან კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებულად აღიარებით.
მეუღლეთა სიცოცხლეში ქორწინება წყდება განქორწინებით ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 32. განქორწინების წესი
განქორწინება ხდება სასამართლო წესით, ხოლო ამ კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევისას – სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში.
ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინების შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 33. განქორწინება სასამართლოს მიერ
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
განქორწინების შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო მოვალეა მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად და ოჯახური ვითარების გასაჯანსაღებლად , უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შერიგებითვის, მაგრამ არაუმეტეს ექვსი თვისა.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, ზომებს იღებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 34. შვილების აღზრდის შესახებ დავის გადაწყვეტა
როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელი ადგილის და მათს შესანახად გადასახდელის სახსრების შესახებ, სასამართლო მოვალეა, განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს, რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს ალიმენტი.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
მუხლი 35. მეუღლის სარჩენი სახსრების გადახდევინება
იმ მეუღლის თხოვნით, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სარჩო მეორე მეუღლისაგან, სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განსაზღვროს იმ სახსრების ოდენობა, რომელიც უნდა გადახდეს მეორე მეუღლეს.
მუხლი 36. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა
მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას.
თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.
მუხლი 37. სახელმწიფო ბაჟი განქორწინების საქმეებზე
განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს თანხას 100-დან 200 მანეთამდე, რომელიც უნდა გადახდეს ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს განქორწინების მოწმობის გაცემისას. თუ სასამართლო საჭიროდ ცნობს, რომ ბაჟი უნდა გადახდეს ორივე მეუღლეს, განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 5 ივლისის ბრძანებულება №2532 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.07.1984წ., მუხ.216
მუხლი 38. იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით განქორწინება, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები
იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით განქორწინება, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში. ამ შემთხვევაში განქორწინების გაფორმება და განქორწინების მოწმობის გაცემა წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. განქორწინების მოწმობის გაცემისას გადახდებათ სახელმწიფო ბაჟი 100 მანეთის ოდენობით.
თუ მეუღლეთა შორის არის დავა, განქორწინების საქმეს განიხილავს სასამართლო.
მუხლი 39. განქორწინება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:
ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უკვალოდ დაკარგულად;
ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ აღიარებულია არაქმედუნარიანად;
გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არა ნაკლებ სამი წლისა.
თუ მეუღლე, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით, აღძრავს დავას ბავშვების ან ქონების გაყოფის შესახებ, ან თუ არაქმედუნარიანი პირის მეურვე მოითხოვს ქონების გაყოფას ან ალიმენტის გადახდევინებას, ასეთ შემთხვევაში განქორწინება მოხდება სასამართლო წესით.
ამ შემთხვევაში განქორწინების მოწმობის გაცემისას იმ მეუღლეს, რომელმაც შეიტანა განცხადება, გადახდება სახელმწიფო ბაჟი 50 კაპიკის ოდენობით.
მუხლი 40. ქორწინების შეწყვეტის დრო
განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით არაუგვიანეს სამი წლისა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში რეგისტრაციის საშუალებით.
ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 41. განქორწინების დროს მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება ან შეცვლა
მეუღლეს, რომელმაც გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი ან მისი მოთხოვნით მიეკუთვნება ქორწინებამდელი გვარი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ განქორწინების რეგისტრაციის დროს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 42. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლის გამოჩენის შემთხვევაში
იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად გამოცხადებული ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ამ საფუძველზე შეწყვეტილი იყო ქორწინება, და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვალებულად ან უკვალოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ქორწინება შეიძლება აღადგინოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერმა ორგანომ მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი განქორწინებული იყვენენ სასამართლო წესით, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.
ქორწინება არ შეიძლება აღდგენილ იქნეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებულის ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებულის მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.
თავი მეშვიდე
ქორწინების ბათილობა
მუხლი 43. ქორწინების ბათილობის საფუძვლები
ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია ამ კოდექსის მე-14, მე-15 და მე-18 მუხლებით დაწესებული პირობები და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება).
საქმეს ქორწინების ბათილობის შესახებ განიხილავს სასამართლო საერთო სასარჩელო წესით.
მუხლი 44. ქორწინების ბათილად ცნობა მეუღლის მიერ საქორწინო ასაკის მიუღწევლობის შემთხვევაში
იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არ ჰქონდა შემცირებული საქორწინო ასაკი, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე.
ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მის მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პროკურორს.
ასეთი საქმის განხილვის ყველა შემთხვევისას საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.
მუხლი 45. ქორწინების ბათილად ცნობა დაქორწინებისას ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის გამო
ქორწინება, რომელიც გაფორმდება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება ბათილად ცნოს სასამართლომ.
თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება კანონიერად ცნოს ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან.
ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირთ, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ან პროკურორს.
სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არაქმედუნარიანად ცნობილ პირთან ქორწინების გაბათილების საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში მონაწილეობის მისაღებად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.
მუხლი 46. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების ბათილად ცნობა
იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.
მუხლი 47. ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობა
ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.
ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელი შეუძლია აღძრას აგრეთვე მეორე მეუღლემაც.
ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქტიურად, თუ რეგისტრირებულ პირთ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტიურად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.
მუხლი 48. ქორწინების ბათილად ცნობის შედეგები
ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების გაფორმების დღიდან.
ბათილად ცნობილი ქორწინება არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 111-ე –120-ე მუხლებით.
ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება ამ კოდექსის 26-ე–30-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს ამ კოდექსის 21-ე–25-ე მუხლებით გათვალისწინებული წესი.
ქორწინების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებზე.
კარი III
ოჯახი
თავი მერვე
შვილების წარმოშობის დადგენა და ჩაწერა
მუხლი 49. მშობლებისა და შვილების უფლება-მოვალეობათა წარმოშობის საფუძვლები
მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უძევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 50. დაქორწინებულ მშობელთა შვილის წარმოშობის დადგენა
შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება ჩანაწერით მშობელთა ქორწინების შესახებ.
მუხლი 51. დაუქორწინებულ მშობელთა შვილის წარმოშობის დადგენა
შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დადგინდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.
მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგენილ იქნეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ან დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს.
მუხლი 52. დაქორწინებული მშობლების ჩაწერა
დაქორწინებულ დედასა და მამას დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მშობლებად ჩაწერენ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით.
ბავშვის დედად ან მამად ჩაწერილ პირს ან პირს, რომელიც ფაქტობრივად ბავშვის მამაა, დედის გარდაცვალების ან მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში უფლება აქვს სადავოდ გახადოს ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი. თუ ამ დროისათვის დედად ან მამად ჩაწერილი პირი არასრულწლოვანი იყო, ერთწლიანი ვადა გამოითვლება მისი თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
პირს, რომელიც მისი განცხადებით ან ბავშვის დედასთან ერთობლივი განცხადებით ჩაწერილი არის ბავშვის მამად, უფლება არა აქვს სადავოდ გახადოს მამობა, თუ განცხადების შეტანის მომენტში მისთვის ცნობილი იყო, რომ ფაქტობრივად იგი არ არის ამ ბავშვის მამა.
ქმარი, რომელიც თანახმაა დონორის მეშვეობით თავისი ცოლის ხელოვნურ განაყოფიერებაზე, იწერება ამ ქალის მიერ დაბადებული ბავშვის მამად და უფლება არა აქვს სადავოდ გახადოს ჩანაწერი.
მუხლი 53. დაუქორწინებელი მშობლების ჩაწერა
თუ მშობლები დაუქორწინებელი არიან ერთმანეთთან, ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ წარმოებს დედის განცხადებით, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ – ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია არაქმედუნარიანად, მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 54. ჩანაწერი მამის შესახებ, როდესაც მამობა დადგენილი არ არის
როცა ბავშვი შეეძინება დედას, რომელიც დაუქორწინებელია, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო სახელი და მამის სახელი ბავშვის მამისა ჩაიწერება დედის მითითებით.
მუხლი 55. შვილის სახელი და მამის სახელი
შვილს სახელი დაერქმევა მშობლების შეთანხმებით, მამის სახელი ეძლევა მამის სახელის მიხედვით, ხოლო ამ კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – იმ პირის სახელის მიხედვით, რომელიც მამად არის ჩაწერილი.
მუხლი 56. შვილის გვარი
შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი მშობლების შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მითითებით.
მუხლი 57. შვილის გვარის გამოცვლა
მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შვილისათვის თავის გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობა.
თავი მეცხრე
მშობლების უფლებანი და მოვალეობანი შვილების აღზრდის საქმეში
მუხლი 58. მშობლების უფლებანი და მოვალეობანი
დედა და მამა სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით თავიანთი შვილების მიმართ.
მშობლებს უფლება აქვთ და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ, სულიერ და ზნეობრივ განვითარებაზე, სწავლებაზე, მოამზადონ ისინი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისათვის, აღზარდონ სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრებად.
არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრება მათ მშობლებს.
მშობლები თავისი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოშიც.
მშობლების უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მშობლების (ერთ-ერთი მათგანის) მიერ აღზრდის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისას ან მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენებისას შვილებს უფლება აქვთ თავიანთი უფლებების და ინტერესების დასაცავად მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებულნი არიან.
მუხლი 59. შვილების აღზრდაში მშობლების შეთანხმების აუცილებლობა
შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთთანხმობით წყვეტენ.
შეუთანხმობლობის შემთხვევაში სადავო საკითხს გადაწყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მშობლების მონაწილეობით.
მუხლი 60. შვილების საცხოვრებელი ადგილი მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში
თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთახმებაზეა დამოკიდებული, ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები.
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების და მათი სურვილის გათვალისწინებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 61. ცალკე მცხოვრები მშობლის უფლება შვილის აღზრდაში მონაწილეობისა
მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება აქვს ცალკე მცხოვრებ მშობელს განსაზღვრული ვადით ჩამოართვას შვილთან ურთიერთობის უფლება, თუ ასეთი ურთიერთობა ხელს უშლის შვილის ნორმალურ აღზრდას და მავნე გავლენას ახდენს მასზე.
თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლები ვერ შეთანხმდებიან შვილების აღზრდაზე ცალკე მცხოვრები მშობლის მონაწილეობის თაობაზე, ასეთ წესს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მეურვეობისა და მზურნველობის ორგანო. თუ მშობლები არ ემორჩილებიან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებას, ამ უკანასკნელს, აგრეთვე თითოეულ მშობელს უფლება აქვს დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დამნაშავე მშობლის მიმართ გამოიყენება საქართვლეოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი.
სასამართლოს გადაწყვეტილების ბოროტად შეუსრულებლობის შემთხვევაში ცალკე მცხოვრებ მშობელს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ბავშვის მისთვის გადაცემის თაობაზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 62. პაპისა და ბებიის უფლება შვილიშვილებთან ურთიერთობისა
პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიან არასრულწლოვან შვილიშვილებთან. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები უარს ეუბნებიან პაპას და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ამ ორგანოს მიერ დადგენილი წესით, თუ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და მავნე გავლენას არ მოახდენს მათზე.
მუხლი 63. მშობლების უფლებათა დაცვა
მშობლებს უფლება აქვთ სასამართლოს წესით მოსთხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირს, რომელიც კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამყოფებს მას თავისთან.
სასამართლომ შეიძლება არ დააკმაყოფილოს მშობლების ასეთი მოთხოვნა, თუ იგი ეწინააღმდეგება შვილის ინტერესებს.
მუხლი 64. მშობლის უფლების ჩამორთმევა
მშობლის უფლების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.
მშობლებს ან ერთ-ერთ მათგანს შეიძლება ჩამოერთვას მშობლის უფლება, თუ გამოირკვევა, რომ ისინი თავს არიდებენ შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას, მათ შორის არასაპატიო მიზეზით სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) და სხვა საბავშვო სამკურნალო-პროფილაქტიკური და სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებებიდან ბავშვის წაყვანას, ან ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას – სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე გავლენას ახდენენ მათზე თავიანთი ამორალური, ანტისაზოგადოებრივი ყოფაქცევით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ქრონიკული ალკოჰოლიკები ან ნარკომანები არიან.
იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელს ჩამოერთმევა მშობლის უფლება, ბავშვი მზრუნველობისათვის გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მშობლის უფლების ჩამორთმევა არ ათავისუფლებს მშობლებს შვილების რჩენის მოვალეობისაგან.
საქმეს მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო განიხილავს პროკურორის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 65. მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ საქმის აღძვრის წესი
საქმეს მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო განიხილავს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვის მეურვის (მზრუნველის) განცხადებით, აგრეთვე პროკურორის სარჩელით.
თუ სასამართლო მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ საქმის განხილვისას მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის მოქმედებაში აღმოაჩენს დანაშაულის ნიშნებს, იგი ამის შესახებ აცნობებს პროკურორს ან აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს.
მშობლისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო წყვეტს ამ პირისაგან ალიმენტის გადახდის საკითხს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 66. მშობლის უფლების ჩამორთმევის შედეგები
მშობლის უფლებაჩამორთმეული მშობელი კარგავს შვილთან ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილისადმი, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.
თუ მშობელი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, სისტემატურად არღვევს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს და ამით შეუძლებელს ხდის ბავშვის მასთან ერთად ცხოვრებას, არ ემორჩილება გაფრთხილებებსა და საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებებს, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება გამოსახლებულ იქნეს ბინიდან სხვა საცხოვრებელი ფართობის მიუცემლად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულება №2460 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1984წ., მუხ.127
მუხლი 67. ბავშვის ნახვა მშობლის უფლებაჩამორთმეული პირისაგან
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია მშობლის უფლებაჩამორთმეულ პირს დართოს ბავშვის ნახვის ნება, თუ ეს მავნე გავლენას არ მოახდენს ბავშვზე.
მუხლი 68. მშობლის უფლების აღდგენა
მშობლის უფლების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით ბავშვის ერთ-ერთი მშობლის, მეურვის (მზრუნველის), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, აგრეთვე პროკურორის სარჩელით.
მშობლის უფლების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი იქნება, რომ მშობლის ყოფაქცევა და მისი ცხოვრების პირობები შეიცვალა და მას შეუძლია აღზარდოს შვილი, და თუ მშობლის უფლების აღდგენას მოითხოვს ბავშვის ინტერესები.
თუ ბავშვს შეუსრულდა ათი წელი, სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე ბავშვის სურვილსაც.
მშობლის უფლების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა.
მუხლი 69. მშობლებისათვის შვილის ჩამორთმევა მშობლის უფლების ჩამოურთმევლად
თუ მშობელთან შვილის დატოვება ბავშვისათვის საზიანოა, სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მშობლის უფლების ჩამოურთმევლად მშობლებისათვის შვილის ჩამორთმევისა და მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უშუალო საფრთხე ემუქრება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მშობლებისათვის ან სხვა პირთათვის, რომლებიც ფაქტობრივად ზრდიან მას, ბავშვის დაუყოვნებლივ ჩამორთმევის შესახებ. ამ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შვიდი დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს სარჩელით მშობლებისათვის ან ერთ-ერთი მათგანისათვის მშობლის უფლების ან ბავშვის ჩამორთმევის შესახებ.
თუ მოისპო შვილის ჩამორთმევის საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მშობლების ან პროკურორის სარჩელით, შვილის ინტერესების შესაბამისად, გამოიტანოს გადაწყვეტილება მშობლებისათვის შვილის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 70. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა შვილების აღზრდასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტაში
შვილების აღზრდასთან დაკავშირებით აღძრული დავის სასამართლო წესით განხილვისას საქმეში მონაწილეობისათვის აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
თავი მეათე
მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
მუხლი 71. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა
მშობლები მოვალე არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
მუხლი 72. არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა
არასრულწლოვანი შვილებისათვის მშობლებს ალიმენტი გადახდებათ შემდეგი ოდენობით: ერთ ბავშვზე – მშობელთა ხელფასის (შემოსავლის) ერთი მეოთხედი, ორ ბავშვზე – ერთი მესამედი, სამ და მეტ ბავშვზე – ნახევარი, მაგრამ არანაკლებ შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა თვეში თითოეულ ბავშვზე.
ამ წილთა და ალიმენტთა მინიმალური ოდენობა სასამართლოს შეუძლია შეამციროს, თუ მშობელს, რომელიც მოვალეა იხდიდეს ალიმენტს, ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდისას შეიძლება აღმოჩნდნენ მატერიალურად უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილი, ვიდრე ის შვილები, რომლებიც ალიმენტს იღებენ, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მშობელი, რომელსაც ალიმენტს ახდევინებენ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდია, ანდა თუ შვილები მუშაობენ და საკმარისი ხელფასი აქვთ, ან სხვა საპატიო მიზეზების არსებობისას
სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს ალიმენტის ოდენობა ან ალიმენტის გადახდისაგან გაათავისუფლოს მშობელი, თუ შვილები სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის სრულ კმაყოფაზე არიან. სახსრები, რომელთა გადახდა ეკისრებათ მშობლებს სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებაში მყოფი შვილების შესანახად, ჩაირიცხება აღსაზრდელის პირად ანგარიშზე შემნახველ ბანკში, ამ მუხლის პირველ ნაწილში დადგენილი ოდენობით.
მუხლი 73. ხელფასის (შემოსავლის) სახეობები, რომლებიც მხედველობაში მიიღება ალიმენტის გადახდევინებისას
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად ხელფასის (შემოსავლის) ის სახეობები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის გადახდევინების დროს, განისაზღვრება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილის წესით.
მუხლი 74. ალიმენტის გადახდევინება იმ პირისაგან, რომელსაც აქვს დამატებითი შემოსავალი საკარმიდამო ნაკვეთზე მოწყობილი დამხმარე მეურნეობიდან
შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებისას მშობელს – კოლმეურნეობის წევრს, აგრეთვე მუშასა და მოსამსახურეს, რომელსაც აქვს დამატებითი შემოსავალი საკარმიდამო ნაკვეთზე მოწყობილი დამხმარე მეურნეობიდან, კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მუშაობისათვის მიღებული შემოსავლიდან და ხელფასიდან ალიმენტის წილობრივი გადახდევინების გარდა, შეიძლება გადახდეს აგრეთვე გარკვეული თანხა, რომლის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს იმ შემოსავლის მიხედვით, რაც ერგება მოპასუხეს დამხმარე მეურნეობიდან.
მუხლი 75. შვილებისათვის ალიმენტის გადახდა მტკიცედ განსაზღვრული თანხის მიხედვით
თუ მშობელს, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი, აქვს არარეგულარული, ცვალებადი ხელფასი (შემოსავალი), ან როდესაც მშობელი ხელფასის (შემოსავლის) ნაწილს ღებულობს ნატურით, ანდა სხვა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხელფასის (შემოსავლის) წილის მიხედვით ალიმენტის გადახდევინება შეუძლებელია ან ძნელია, დაინტერესებული პირის თხოვნით შვილებისათვის ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს ყოველთვიურად გადასახდელი მტკიცე თანხის სახით.
გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება მშობლების ნავარაუდევი ხელფასიდან (შემოსავლიდან) და ამ კოდექსის 72-ე მუხლის წესების შესაბამისად.
თუ შვილებს აღსაზრდელად ინაწილებენ მშობლები, ალიმენტის ოდენობას, რომელიც ერთ მშობელს უნდა გადახდეს ნაკლებად უზრუნველყოფილი მეორე მშობლის სასარგებლოდ, სასამართლო განსაზღვრავს მტკიცე თანხის სახით მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში.
მული 76. მშობლების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში
მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
მუხლი 77. საბავშვო დაწესებულებაში მოთავსებული შვილებისათვის ალიმენტის გადახდა
საბავშვო დაწესებულებაში მოთავსებული შვილების შესანახი ხარჯები შეიძლება გადახდეს მშობლებს დაწესებულებათა სასარგებლოდ ამ კოდექსის 72-ე მუხლით დაწესებული ოდენობით.
სასამართლოს უფლება აქვს, მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ისინი ამ სახსრების გადახდისაგან.
მუხლი 78. საქმის არსებითად განხილვამდე შვილებისათვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა
იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ბავშვის მშობლად არის ჩაწერილი, ამ კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ.
გადასახდელი სახსრების ოდენობა განისაზღვრება მოპასუხის ხელფასის (შემოსავლის) წილით ან ყოველთვიურად გადასახდელი მტკიცე თანხის სახით.
მუხლი 79. სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა
სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილისათვის, რომელიც დახმარებას საჭიროებს, მშობლებს ალიმენტი გადახდებათ ყოველთვიურად მტკიცე თანხის სახით, შვილებისა და მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
მუხლი 80. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ
შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
სრულწლოვანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
სრულწლოვან შვილებს, რომლებიც მშობლებს ალიმენტს უხდიან, შეიძლება დაეკისროთ განსაკუთრებული გარემოებებით (მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება, მშობლების მომვლელი პირის შრომის ანაზღაურება და ა.შ.) გამოწვეული დამატებითი ხარჯები.
შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ თავიანთი მშობლების რჩენის მოვალეობისაგან და მათ მოვლაზე გაწეული დანახარჯის გადახდისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 81. მშობლებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა
თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლების რჩენაში, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, განსაზღვრება სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი მტკიცე თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე, თუ ერთი შვილის მიმართ.
მუხლი 82. არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის შეცვლა
მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, ამ კოდექსის 72-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებათა დადგომის შემთხვევაში, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სახალხო მოსამართლის დადგენილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.
72-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შემთხვევაში ალიმენტის მიმღებ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტის განსაზღვრა ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობით.
იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №473 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.377
მუხლი 83. სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის და შრომისუუნარო მშობლებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის შეცვლა
თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.
თავი მეთერთმეტე
ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი
მუხლი 84. პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილის რჩენის მოვალეობა
პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრება მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების ან მეუღლისაგან.
მუხლი 85. შვილიშვილის მიერ პაპისა და ბებიის რჩენის მოვალეობა
შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთიმეორისაგან.
მუხლი 86. დის და ძმის მიერ თავისი დისა და ძმის რჩენის მოვალეობა
დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრებია აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავისი არასრულწლოვანი დები და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
მუხლი 87. მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ გერების რჩენის მოვალეობა
მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალე არიან არჩინონ თავისი არასრულწლოვანი და აგრეთვე შრომისუუნარო სრულწლოვანი გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფებოდა მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები, ან მათგან არ შეუძლიათ მიიღოს თავის სარჩენი სახსრები.
მუხლი 88. გერების მიერ მამინაცვლისა და დედინაცვლის რჩენის მოვალეობა
გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, თუ ისინი ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.
სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვლისა და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.
მუხლი 89. ფაქტიური აღმზრდელის მიერ აღსაზრდელის რჩენის მოვალეობა
პირი, რომელიც მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად აიყვანს ბავშვს, მაგრამ შემდგომ უარს იტყვის მის აღზრდასა და რჩენაზე, მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო სრულწლოვანი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, და არასრულწლოვანი აღსაზრდელი, თუ მათ არ ჰყავთ მშობლები, ან არ შეუძლიათ მიიღონ მათგან სარჩო.
ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება მეურვესა და მზრუნველზე.
მუხლი 90. აღზრდილის მიერ ფაქტიური აღმზრდელის რჩენის მოვალეობა
პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტიურ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.
მუხლი 91. ოჯახის წევრისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა
ამ თავში მოხსენიებული პირებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი მტკიცე თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ ამ ოჯახის წევრის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეული წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში, ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტების გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.
მუხლი 92. ალიმენტის ოდენობის შეცვლა
ამ თავში მოხსენიებული პირებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
თავი მეთორმეტე
ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი
მუხლი 93. ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდის წესი
ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ალიმენტს ნებაყოფლობითი წესით იხდის პირადად ან ადმინისტრაციის მეშვეობით თავისი მუშაობის ან პენსიის თუ სტიპენდიის მიღების ადგილის მიხედვით.
ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდის წესი არ გამორიცხავსალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს განცხადებით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 11 მარტის ბრძანებულება №2961 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1985წ., მუხ.50
მუხლი 94. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის დაკავების საქმეში
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან, დახმარებიდან, სტიპენდიიდან და სხვა) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს მისი წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და გადაუხდის ან გადაუგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არაუგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის, სტიპენდიის და სხვა) გაცემის დღიდან.
იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდა, უნდა წარედგინოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის, სტიპენდიის მიღების ადგილის მიხედვით.
მუხლი 95. ალიმენტის დაკავება განცხადების საფუძველზე
განცხადების საფუძველზე ალიმენტის დაკავება ხდება კანონით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ალიმენტის ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის – განმცხადებლის მიერ მითითებული ოდენობით.
განცხადებას ალიმენტის დაკავების, აგრეთვე მისი ოდენობის შეცვლის ან დაკავების შეწყვეტის შესახებ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ინახავს იმ წესით, რომელიც დადგენილია სააღსრულებო დოკუმენტების შენახვისათვის. თანამდებობის პირი, რომელიც დამნაშავეა ალიმენტის დაკავების შესახებ განცხადების დაკარგვაში, პასუხს აგებს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 358-ე მუხლის თანახმად.
თუ პირი, რომელიც ალიმენტს იხდის თავისი განცხადების საფუძველზე, გადავა სხვა სამუშაოზე ან გამოიცვლის საცხოვრებელ ადგილს, ალიმენტი დაეკავება მის მიერ ხელახლა შეტანილი განცხადების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ალიმენტის გადაუხდელობის გამო დავალიანება შეიძლება დაკავებულ იქნეს მოვალის განცხადებით ან გადახდევინებულ იქნეს სასამართლოს მიერ.
განცხადების საფუძველზე ალიმენტის დაკავება შეიძლება იმ შემთხვევებშიც, თუ საერთო თანხა, რომელიც დაკავებულ უნდა იქნეს განცხადების და სააღსრულებო დოკუმენტის საფუძველზე, აღემატება მოვალის კუთვნილი ხელფასის და მასთან გათანაბრებული გადასახდელების და გასაცემების 50 პროცენტს, აგრეთვე, თუ მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილების ან სახალხო მოსამართლის დადგენილების საფუძველზე შვილებისათვის ალიმენტს უხდის სხვა დედას.
მუხლი 96. ალიმენტის გადახდევინება იმ პირის პასპორტში აღნიშვნის საფუძველზე, რომელიც ბოროტად თავს არიდებს ალიმენტის გადახდას
იმ პირის პასპორტში, რომელიც მსჯავრდებული არის ალიმენტის გადახდისაგან ბოროტად თავის არიდების გამო, ან რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოებმა მონახეს ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა ორგანოები აღნიშნავენ (ჩაწერენ) იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ან სახალხო მოსამართლის დადგენილების შესაბამისად ეს პირი მოვალეა იხადოს ალიმენტი.
იმ პირისათვის, ხელფასის ან სხვა გასამრჯელოს, პენსიის სტიპენდიის გადახდის დროს, რომლის პასპორტში არის ასეთი აღნიშვნა (ჩანაწერი), საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე დაუკავოს ალიმენტი პასპორტში აღნიშნული აღნიშვნის (ჩანაწერის) შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით გადახდევინებისათვის დადგენილი წესის მიხედვით და აცნობოს ამის შესახებ იმ რაიონის (ქალაქის) სახალხო სასამართლოს აღმასრულებელს, სადაც მუშაობს ალიმენტის გადამხდელი;
თუ ცნობილი არ არის იმ პირის მისამართი, რომლის სასარგებლოდაც ახდევინებენ ალიმენტს, დაკავებული თანხა გადაირიცხება სახალხო სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
ამ მოვალეობის შეუსრულებლობისათვის დამნაშავე თანამდებობის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლით დადგენილი ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №473 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.377
მუხლი 97. ვადები, რომლის განმავლობაში შეიძლება ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნათა წარდგენა და დაკმაყოფილება
იპ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, ყოველთვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით ალიმენტის გადახდევინების შესახებ მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში განცხადების შეტანის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ განცხადების შეტანამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას, აგრეთვე ამ კოდექსის 95-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №473 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.377
მუხლი 98. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არაუმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით არ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის მიუხედავად ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გასვლისა და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევისა.
ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტიური ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაში არ მომხდარა გადახდევინება.
თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და არ იქნება წარდგენილი მისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რასაც იგი იღებს დავალიანების გადახდევინების დროს.
თუ ალიმენტის მიმღები ან მოვალე არ ეთანხმება სასამართლოს აღმასრულებლის მიერ განსაზღვრული ალიმენტის დავალიანების ოდენობას, მას შეუძლია, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლის თანახმად გაასაჩივროს სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედება.
მუხლი 99. ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან დავალიანების შემცირება
ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლინად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობას ადგილი ჰქონდა ამ პირის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზების გამო.
თავი მეცამეტე
შვილად აყვანა
მუხლი 100. ბავშვი, რომელიც შეიძლება აყვანილ იქნეს შვილად
შვილად აყვანა შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვისა და მისი ინტერესებისათვის.
მუხლი 101. შვილად აყვანის დამდგენი ორგანო
შვილად აყვანა ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მშვილებლის თხოვნით შვილად ასაყვანის ან მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 102. მოქალაქე, რომელსაც უფლება აქვს იყოს მშვილებელი
მშვილებელი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ან რომელსაც ადრე ჰყავდა ნაშვილები, მაგრამ შვილად აყვანა გაუქმდა მის მიერ მშვილებლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
მუხლი 103. მშობლების თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე
იმ ბავშვის გაშვილებისათვის, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.
მშობლებს შეუძლიათ ბავშვის გაშვილების თანხმობა მისცენ გარკვეულ პირს (პირებს) ან თანხმობა განაცხადონ გაშვილებაზე და მშვილებლის შერჩევა მიანდონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მშობლების თანხმობა გაშვილებაზე გამოთქმული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. მშობლებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე, თუ გადაწყვეტილება გაშვილების შესახებ ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი.
მუხლი 104. მეურვეობაში (მზრუნველობაში) ან სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებაში მყოფი ბავშვის შვილად აყვანა
იმ ბავშვის შვილად აყვანისათვის, რომელიც მეურვეობაში (მზრუნველობაში) იმყოფება, თუ მას მშობლები არა ჰყავს, აუცილებელია მეურვის (მზრუნველის) წერილობითი თანხმობა, ხოლო იმ ბავშვის შვილად აყვანისათვის, რომელიც სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებაში იმყოფება – საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობა.
საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციამ ამ დაწესებულებაში ბავშვის მიყვანისას უნდა გაარკვიოს თანახმა არის თუ არა მშობელი ბავშვის გაშვილებაზე.
მუხლი 105. გაშვილება მშობლების თანხმობის გარეშე
გაშვილებაზე მშობლების თანხმობა არ არის საჭირო, თუ ისინი დადგენილი წესით აღიარებული არიან არაქმედუნარიანად ან უკვალოდ დაკარგულად.
მშობლის უფლებაჩამორთმეული მშობლის(მშობლების) თანხმობის მიუღებლად ბავშვის გაშვილება დასაშვებია ერთი წლის შემდეგ დღიდან ამ უფლების ჩამორთმევისა.
გაშვილება მშობლების თანხმობის მიუღებლად შეიძლება, თუ ისინი ექვს თვეზე მეტ ხანს არ ცხოვრობენ ბავშვთან ერთად და არასაპატიო მიზეზით მონაწილეობას არ იღებენ მის აღზრდასა და რჩენაში, არ იჩენენ შვილის მიმართ მშობლიურ ყურადღებას და მზრუნველობას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.264
მუხლი 106. მშვილებლის მეუღლის თანხმობა შვილად აყვანაზე
თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა შვილად აყვანაზე.
მეორე მეუღლის თანხმობა შვილად აყვანაზე არ არის საჭირო, თუ ის დადგენილი წესით აღიარებულია არაქმედუნარიანად, აგრეთვე, თუ მეუღლეებმა შეწყვიტეს ოჯახური ურთიერთობა, ერთ წელზე მეტ ხანს არ ცხოვრობენ ერთად და მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი არ არის ცნობილი.
მუხლი 107. შვილად ასაყვანის თანხმობა შვილად აყვანაზე
იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე.
ბავშვის თანხმობას შვილად აყვანაზე არკვევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავისი მშობლად თვლის, შვილად აყვანა, როგორც გამონაკლისი, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშე.
მუხლი 108. შვილად აყვანის გაფორმება
განცხადება ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შესახებ შეაქვთ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში შვილად ასაყვანის ან მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის განათლების განყოფილება ჩაატარებს სათანადო გამოკვლევას და თავის დასკვნას შვილად აყვანის საკითხის გადასაწყვეტად წარუდგენს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 109. შვილად აყვანის წარმოშობის დრო
შვილად აყვანა წარმოიშობა იმ დღიდან, როცა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასკომი გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 110. შვილად აყვანაზე უარის გასაჩივრება
სახალხო დეპუტატთა, რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის უარი შვილად აყვანაზე შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისად თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოში და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 111. ნაშვილების გვარის, სახელისა და მამის სახელის შეცვლა
მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს გვარი და მამის სახელი მიეკუთვნება მშვილებლის გვარისა და სახელის მიხედვით, ქალის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მამის სახელი ნაშვილებს მიეკუთვნება ქალის მითითებით.
მშვილებლის თხოვნით ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელიც.
გვარისა და სახელის მიკუთვნება, აგრეთვე სახელის შეცვლა ნაშვილებისათვის, რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით, გარდა იმ შემთხევევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 107-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ნაშვილებისათვის გვარისა და მამის სახელის მიკუთვნების, აგრეთვე სახელის გამოცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს შვილად აყვანის თაობაზე სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 112. მშვილებლების ჩაწერა ნაშვილების მშობლებად
მშვილებლები, მათი თხოვნით, შეიძლება ჩაიწერონ დაბადების ჩაწერის წიგნში ნაშვილების მშობლებად.
მშვილებელთა მშობლებად ჩაწერის შესახებ უნდა აღინიშნოს შვილად აყვანის თაობაზე სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ასეთი ჩაწერისათვის აუცილებელია ნაშვილების თანხმობა, თუ მას ათი წელი შეუსრულდა, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 107-ე მუხლის მესამე ნაწილით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 113. შვილად აყვანის რეგისტრაცია
შვილად აყვანა აუცილებლად უნდა იქნეს რეგისტრირებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით მოვალეა, არა უგვიანეს ერთი თვისა გადააგზავნოს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების პირი შვილად აყვანის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში რეგისტრაციისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 114. ნაშვილების გათანაბრება მშვილებლის ნათესავებთან
ნაშვილები და მისი შთამომავლობა – მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს.
მუხლი 115. უფლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება ერთ-ერთ მშობელთან
ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები ინარჩუნებს აღნიშნულ უფლებებსა და მოვალეობებს დედის სურვილით – თუ მშვილებელი მამაკაცია, ან მამის სურვილით – მშვილებელი ქალია.
მუხლი 116. მარჩენლის გარდაცვალების გამო პენსიის ან დახმარების უფლების შენარჩუნება
არასრულწლოვანი, რომელსაც შვილად აყვანამდე უფლება ჰქონდა მარჩენლის დაკარგვის გამო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პენსიაზე ან დახმარებაზე, ინარჩუნებს ამ უფლებას შვილად აყვანის შემთხვევაშიც.
მუხლი 117. შვილად აყვანის საიდუმლოების უზრუნველყოფა
შვილად აყვანის საიდუმლოება დაცულია კანონით.
მშვილებლის თხოვნით შვილად აყვანის საიდუმლოების უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში – მისი დაბადების თარიღი, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვით. დაბადების ადგილისა და თარიღის შეცვლის შესახებ უნდა აღინიშნოს შვილად აყვანის გადაწყვეტილებაში.
მშვილებლის თანხმობის გარეშე, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნებიდან ისეთი ამონაწერების გაცემა, საიდანაც გაირკვევა, რომ მშვილებელი ნაშვილების ღვიძლი მშობელი არ არის.
ის პირი, რომელიც გაამჟღავნებს შვილად აყვანის საიდუმლოებას მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 18 მაისის ბრძანებულება №1721 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1988წ., მუხ.99
მუხლი 118. შვილად აყვანის გაუქმებისა და ბათილად ცნობის წესი
შვილად აყვანის გაუქმებისა და ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს წესით.
მუხლი 119. შვილად აყვანის გაუქმება მშობელთა მოთხოვნით
შვილად აყვანა მშობელთა თანხმობის გარეშე, როცა ასეთი თანხმობა აუცილებელია, შეიძლება გააუქმოს სასამართლომ მშობელთა სარჩელით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლებისათვის ბავშვის დაბრუნება შეესაბამება მის ინტერესებს.
მშობელთა თხოვნით შვილად აყვანის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ ნაშვილებს შეუსრულდა ათი წელი, დაიშვება მხოლოდ ნაშვილების თანხმობით.
მუხლი 120. სარჩელი შვილად აყვანის გაუქმების შესახებ
სარჩელი შვილად აყვანის გაუქმების შესახებ წარედგინება მშვილებელს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლებისათვის უცნობია მათი ბავშვის მშვილებლის ვინაობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
ასეთ შემთხვევაში საქმის აღძვრის შესახებ უნდა ეცნობოს მშვილებელს, რომელსაც უფლება აქვს ჩაებას საქმეში ან მიანდოს თავისი ინტერესების დაცვა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლოს, როდესაც საჭიროდ სცნობს, შეუძლია მშვილებელი გამოიწვიოს მოპასუხედ.
მშობელთა მოთხოვნა შვილად აყვანის გაუქმების შესახებ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ შვილად აყვანის დროს დაცულია ამ კოდექსის 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესები და მშობლები ვერ დაამტკიცებენ, რომ საპატიო მიზეზების გამო არ შეეძლოთ მოეწოდებინათ ცნობები თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ ან გამოეჩინათ მშობლიური ყურადღება და მზრუნველობა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ შვილად აყვანის დროს დარღვეული იყო ამ კოდექსის 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესები ან მშობლები დაამტკიცებენ, რომ საპატიო მიზეზის გამო არ შეეძლოთ მიეწოდებინათ ცნობები თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ და გამოეჩინათ მშობლიური ყურადღება და მზრუნველობა, დავის გადასაწყვეტად საქმეში მონაწილეობისათვის უნდა იქნეს ჩაბმული მშვილებელი თანამოპასუხედ.
მუხლი 121. შვილად აყვანის გაუქმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პროკურორის მოთხოვნით
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე პროკურორს, ყოველთვის აქვთ უფლება, მოითხოვონ შვილად აყვანის გაუქმება სასამართლო წესით, თუ ამას არასრულწლოვანი ნაშვილების ინტერესები მოითხოვს.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს და უნდა გაუქმდეს, ამის შესახებ აცნობებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პროკურორს , რომლებიც წყვეტენ შვილად აყვანის გაუქმების შესახებ მოთხოვნის წარდგენის საკითხს.
მუხლი 122. შვილად აყვანის გაუქმების დაუშვებლობა ნაშვილების სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ
დაუშვებელია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე არსებობს ნაშვილების, მისი მშობლებისა და მშვილებლის თანხმობა.
მუხლი 123. შვილად აყვანის გაუქმების შედეგები
შვილად აყვანის გაუქმებისას შეწყდება ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის არსებული ურთიერთუფლებები და ურთიერთმოვალეობები, ხოლო აღდგება ურთიერთუფლებები და ურთიერთმოვალეობები შვილსა და მის მშობლებს, აგრეთვე შთამომავლობით ნათესავებს შორის.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი გადაეცემა მშობლებს, ხოლო თუ ეს ეწინააღმდეგება მის ინტერესებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს, აგრეთვე, შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და მამის სახელის შენარჩუნების საკითხი. თუ ბავშვს შეუსრულდა ათი წელი, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის სურვილიც.
იმ შემთხვევაში, როდესაც შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს ენახება მშვილებლისაგან ალიმენტის მიღების უფლება ამ კოდექსის 72-ე მუხლში დაწესებული ოდენობის მიხედვით.
მუხლი 124. შვილად აყვანის შეწყვეტის დრო
შვილად აყვანა წყდება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.
სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ, აგრეთვე შვილად აყვანის ბათილად ცნობის თაობაზე, ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირი გადაუგზავნოს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 125. შვილად აყვანის ბათილად ცნობა
შვილად აყვანა შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად იმ შემთხევაში, თუ:
ა) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ დამყარებულია ყალბ დოკუმენტებზე;
ბ) შვილად აყვანა ფიქტიურია;
გ) ნაშვილებია სრულწლოვანი;
დ) მშვილებელი სასამართლოს მიერ ცნობილი იყო არაქმედუნარიანად;
ე) მშვილებელი იყო პირი, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა მშობლის უფლება.
შვილად აყვანის ბათილად ცნობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.
შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა თანახმა ნაშვილები, რომელმაც ათი წლის ასაკს მიაღწია.
შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით, რომლის უფლება დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პროკურორის მოთხოვნით.
მუხლი 126. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგები
შვილად აყვანა ითვლება ბათილად შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
შვილად აყვანის ბათილად ცნობისას აღდგება ბავშვის პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობები თავისი მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში ბავშვი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაეცემა მშობლებს, ხოლო თუ ეს არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მუხლი 127. შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის საქმის განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა
შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის საქმის განხილვის ყველა შემთხვევაში საქმეში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩააბან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
კარი IV
მეურვეობა და მზრუნველობა
თავი მეთოთხმეტე
ზოგადი დებულებანი
მუხლი 128. მეურვეობისა და მზრუნველობის მიზნები
მეურვეობა და მზრუნველობა წესდება იმ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის, რომლებიც მშობლების გარდაცვალების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, მშობელთა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო დარჩნენ მშობლის მზრუნველობის გარეშე, აგრეთვე ამ ბავშვთა პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის.
მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ არასრულწლოვანი პირის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
მუხლი 129. პირი, რომლის მიმართ წესდება მეურვეობა
მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია თხუთმეტი წლის ასაკამდე და პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებული არის არაქმედუნარიანად სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი).
მუხლი 130. პირი, რომლის მიმართ წესდება მზრუნველობა
მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე თხუთმეტი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
მუხლი 131. მეურვეობა გარდაცვალებულისა და უკვალოდ დაკარგულის ქონებაზე
მეურვეობა გარდაცვალებულისა და უკვალოდ დაკარგულის ქონებაზე წესდება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 132. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს წარმოადგენენ სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტები.
არასრულწლოვანი პირის მეურვეობა და მზრუნველობა ეკისრება განათლების განყოფილებას, სასამართლოს მიერ არაქმედუნარიანად აღიარებული პირისა – ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას, ხოლო იმ ქმედუნარიანი პირისა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს მზრუნველობას – სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები მოქმედებენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების დებულების საფუძველზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 133. ზედამხედველობა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობაზე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისად მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 134. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება სამეურვეო (სამზრუნველო) პირის ან მეურვის (მზრუნველის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
მეურვეობასა და მზრუნველობას აწესებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი სამეურვეო (სამზრუნველო) პირის ან მეურვის (მზრუნველის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 135. სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვანი პირის მიერ შესახებ შეტყობინების მოვალეობა
დაწესებულებები და პირები, რომელთათვისაც ცნობილი გახდა, რომ მშობლების გარდაცვალების ან ავადმყოფობის, მათთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო არასრულწლოვანი საჭიროებს მეურვეობას და მზრუნველობას, ვალდებული არიან აცნობონ ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ფაქტიური სამყოფელი ადგილის მიხედვით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები მოვალენი არიან დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ფაქტი და მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე იზრუნონ არასრულწლოვანზე.
მუხლი 136. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება არასრულწლოვანისათვის, რომლის მშობლები თავს არიდებენ მის აღზრდას
მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი არ ცხოვრობს მშობლებთან და ეს უკანასკნელნი თავს არიდებენ მისი აღზრდის მოვალეობებს;
თუ ბავშვი ცხოვრობს მშობლებთან, რომლებიც არ ასრულებენ მისი აღზრდის მოვალეობებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ასეთი მშობლებისათვის ბავშვის ჩამორთმევისა და მისი მეურვეობაში და მზრუნველობაში გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად, შემდგომ აღძრას საკითხი მშობლებისათვის სასამართლო წესით მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 137. სასამართლო მოვალეობა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების აუცილებლობის შესახებ
სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის არაქმედუნარიანად აღიარების თაობაზე, მოვალეა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი დღისა, ამის შესახებ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც არაქმედუნარიანად აღიარების გამო საჭიროებს მეურვეს ან მზრუნველს.
მუხლი 138. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა
მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განხორციელებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.
მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.
მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.
მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
მეურვის ან მზრუნველის არჩევის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პირადი თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთობა, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო (სამზრუნველო) პირს შორის, და აგრეთვე, როცა ეს შესაძლებელია, სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სურვილიც.
მუხლი 139. პირი, რომელიც არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ან მზრუნველად
მეურვედ ან მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არ მიუღწევია თვრამეტი წლის ასაკამდე;
ბ) პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად;
გ) პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;
დ) მშვილებელი, თუ შვილად აყვანა გაუქმდა იმის გამო, რომ იგი სათანადოდ არ ასრულებდა მშვილებლის მოვალეობებს;
ე) პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეურვის ან მზრუნველის მოვალეობისაგან იმის გამო, რომ იგი სათანადოდ არ ასრულებდა ამ მოვალეობას.
მუხლი 140. ზედამხედველობა მეურვისა და მზრუნველის საქმიანობაზე
მეურვის ან მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების დებულებით.
მუხლი 141. მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში მყოფ პირზე
იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებაში იზრდება, აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელიც მეურვეობას ან მზრუნველობას საჭიროებს და იმყოფება სათანადო დაწესებულებაში, მეურვის ან მზრუნველის მოვალეობის შესრულება ეკისრებათ ამ დაწესებულებების ადმინისტრაციას.
ამ პირთა ქონებრივი ინტერესების (პენსიის მიღების, ქონების გამგებლობის და ა.შ.) დაცვისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე.
მუხლი 142. მეურვეობა იმ ქონებაზე, რომელიც არ იმყოფება სამეურვეო პირის საცხოვრებელ ადგილას
თუ პირს, რომელზედაც დაწესებულია მეურვეობა ან მზრუნველობა, სხვა ადგილას აქვს ქონება, აუცილებლობის შემთხვევაში, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ამ ქონების მეურვე ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.
თავი მეთხუთმეტე
მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 143. არასრულწლოვანის მეურვისა და მზრუნველის უფლებები და მოვალეობები
არასრულწლოვანის მეურვე და მზრუნველი მოვალეა აღზარდოს იგი, იზრუნოს მისი ფიზიკური განვითარებისა და სწავლებისათვის, მოამზადოს საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომისათვის, აღზარდოს ის სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრად, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.
მეურვესა და მზრუნველს უფლება აქვთ სასამართლო წესით მოითხოვონ მეურვეობაში და მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დაბრუნება ყველასგან, ვინც მათ კანონიერი საფუძვლის გარეშე თავისთან ამყოფებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 144. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობების უსასყიდლოდ შესრულება
მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ
მუხლი 145. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობა – დაიცვან სამეურვეო (სამზრუნველო) სრულწლოვანი პირის ინტერესები
მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო) სრულწლოვანი პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, უზრუნველყონ მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები.
გარდა ამისა, სულით ავადმყოფის მეურვე მოვალეა თვალყური ადევნოს სამეურვეო პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას.
მეურვე და მზრუნველი განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე იცავენ სამეურვეო (სამზრუნველო) პირის უფლებებსა და ინტერესებს ყველა დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოშიც.
მუხლი 146. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობა – იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან ერთად
მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად.
ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შეიძლება ნებადართული იქნეს მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
მეურვე და მზრუნველი ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება არაქმედუნარიანი სრულწლოვანი პირის მეურვესა და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მზრუნველს.
მუხლი 147. სულით ავადმყოფის მეურვის მოვალეობა სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში
სულით ავადმყოფის მეურვე სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოვალეა სასამართლოში დაუყოვნებლივ აღძრას შუამდგომლობა სამეურვეო პირის ქმედუნარიანად აღიარებისა და მასზე მეურვეობის მოხსნის შესახებ.
მუხლი 148. გარიგების დადების წესი მეურვისა ან მზრუნველის მონაწილეობით
მეურვე კანონიერი წარმომადგენელია სამეურვეო პირისა და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუცილებელ გარიგებას.
არასრულწლოვანი პირი თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლება მას კანონით არა აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.
მუხლი 149. გარიგება, რომლის დადებისათვის საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი ნებართვა
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი ნებართვაა საჭირო ისეთი გარიგების დადების დროს, რომელიც სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს, აგრეთვე სამეურვეო პირის კუთვნილ უფლებაზე უარის თქმის, ქონების გაყოფის, საცხოვრებელი ფართობის გაცვლისა და ქონების გასხვისებისათვის.
სამზრუნველო პირი მიერ სახელმწიფო შრომითს შემნახველ სალაროში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში შეტანილი ანაბრის განკარგვის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით.
მუხლი 150. გარიგება, რომლის დადების უფლება მეურვესა და მზრუნველს არა აქვთ
მეურვესა და მზრუნველს, მათ მეუღლეებსა და ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ დადონ გარიგება სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან, აგრეთვე არ შეიძლება რომ ისინი იყვნენ ამ პირის წარმომადგენლად გარიგების დადებისა ან სასამართლოში საქმის წარმოების დროს სამეურვეო (სამზრუნველო) პირსა და მეურვის ან მზრუნველის მეუღლესა და მათს ახლო ნათესავებს შორის.
სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადება არ შეიძლება.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს – სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, თუ იგი სცილდება საყოფაცხოვრებო გარიგებათა ფარგლებს.
მუხლი 151. სამეურვეო (სამზრუნველო) პირის ქონების გამგებლობა და მეურვეთა და მზრუნველთა ანგარიშგება
სამეურვეო (სამზრუნველო) პირის ქონების გამგებლობის და მეურვეთა (მზრუნველთა) ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების დებულებით.
მუხლი 152. სამეურვეო (სამზრუნველო) პირის მიმდინარე შემოსავლის განკარგვა
სამეურვეო (სამზრუნველო) პირის კუთვნილი თანხები (პენსია, დახმარება, ალიმენტი და სხვა მიმდინარე შემოსავალი) გადადის მეურვის (მზრუნველის) განკარგულებაში და ის იყენებს ამ თანხებს სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სარჩენად.
თუ ეს თანხები საკმარის არ არის ყველა საჭირო ხარჯის დასაფარავად, გაწეული ხარჯის ანაზღაურება შეიძლება სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სხვა ქონებიდან იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია ამ კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლებით.
თუ სამეურვეო (სამზრუნველო) პირებს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო აღძრავს შუამდგომლობას სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს წინაშე მათთვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
არასრულწლოვან სამზრუნველო პირს თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგება, განკარგოს თავისი ხელფასი ან სტიპენდია, განახორციელოს ავტორისა და გამომგონებლის უფლებები.
საკმაო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ან სხვა დაინტერესებულ პირთა შუამდგომლობით შეუზღუდოს ან ჩამოართვას თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანს მისი ხელფასის ან სტიპენდიის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამზრუნველო სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის კუთვნილი თანხა შეიძლება დახარჯოს მზრუნველმა მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.
მუხლი 153. მეურვისა და მზრუნველის მოქმედების გასაჩივრება
მეურვისა მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს ყოველმა პირმა, მათ შორის სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 154. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მოვალეობისაგან
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები მეურვესა და მზრუნველს თავიანთი მოვალეობისაგან ათავისუფლებენ მშობლებისათვის ბავშვის აღსაზრდელად დაბრუნების, გაშვილებისა და სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევებში (ამ კოდექსის 141-ე მუხლი).
მეურვე და მზრუნველი შეიძლება გათავისუფლდნენ მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო, სამზრუნველო პირთან აუცილებელი კონტაქტის უქონლობას და სხვა.)
მუხლი 155. მეურვისა და მზრუნველის გადაყენება
მეურვის და მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს მეურვეს ან მზრუნველს ამ მოვალეობათა შესრულებისაგან.
თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 156. სრულწლოვანი პირის მზრუნველის გათავისუფლება თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის მოთხოვნით
სრულწლოვანი პირის მზრუნველი შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის მოთხოვნით.
ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირთან შეთანხმებით მას მზრუნველად სხვა პირის დაუნიშნოს.
მუხლი 157. მეურვეობის შეწყვეტა
მეურვეობა შეწყდება:
ა) თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი;
ბ) თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა მიაღწია თხუთმეტი წლის ასაკს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის კანონით დადგენილი წესით არაქმედუნარიანად არის აღიარებული;
გ) თუ სამეურნეო არასრულწლოვანი, რომელსაც არ შესრულებია თხუთმეტი წელი, აღსაზრდელად მშობელს დაუბრუნდა;
დ) თუ არაქმედუნარიანად აღიარებული სამეურვეო პირი სასამართლომ ცნო ქმედუნარიანად;
ე) ქონების მიმართ – უკვალოდ დაკარგული პირის გამოჩენისას ან ქონების მემკვიდრისათვის გადაცემის შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 158. მზრუნველობის შეწყვეტა
მზრუნველობა შეწყდება:
ა) თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;
ბ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი მიაღწევს სრულწლოვანებას;
გ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი დაქორწინდა;
დ) სხვა სამზრუნველო პირების მიმართ – თუ მოისპო მიზეზი, რითაც გამოწვეული იყო მზრუნველის დანიშვნა.
ამ შემთხვევაში მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 159. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის, გადაყენებისა და გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა სხვა საკითხზე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისად თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოში და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
კარი V
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტები
თავი მეთექვსმეტე
ზოგადი დებულებანი
მუხლი 160. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით, ისე მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით.
დაბადება, დაქორწინება, განქორწინება, შვილად აყვანა, მამობის დადგენა, სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლა, გარდაცვალება რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოებში (მმაჩი).
მუხლი 161. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერა ხდება საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონულ განყოფილებებში, ხოლო სოფლებსა და დაბებში - სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში.
მუხლი 162. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების კომპეტენცია
სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილებები ახდენენ დაბადების, დაქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის რეგისტრაციას, ცვლილებები, შესწორებები, დამატებები შეაქვთ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში, აუქმებენ მათ, აღადგენენ დაკარგულ სააქტო ჩანაწერებს, ინახავენ სააქტო წიგნებს და გასცემენ განმეორებითს მოწმობებს.
დაბადების, დაქორწინების, მამობის დადგენისა და გარდაცვალების რეგისტრაციას სოფლებსა და დაბებში ახდენენ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.
მუხლი 163. სააქტო წიგნები. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესები
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, ძირითადად დებულებებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში ჩანაწერების შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების წესის შესახებ, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნების ფორმას და ამ წიგნებში ჩანაწერის საფუძველზე გასაცემი მოწმობების ფორმას, სააქტო წიგნების შენახვის წესსა და ვადებს ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესებს, ქორწინებისა და დაბადების საზეიმო რეგისტრაციის წესის ჩათვლით, აგრეთვე დასაქორწინებელ პირთათვის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ურთიერთშეტყობინებისა და მათი, როგორც მომავალი მეუღლეებისა და მშობლებისათვის, უფლება-მოვალეობების განმარტების წესს ადგენს ეს კოდექსი და სქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 164. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის დროს წარსადგენი საბუთები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის დროს წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო ფაქტის დამამტკიცებელი და განმცხადებლის პიროვნების დამადასტურებელი საბუთები.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერისათვის აუცილებელი საბუთების ნუსხას ადგენს ამ კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ინსტრუქცია.
მუხლი 165. აქტების ჩაწერის წესი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში შეტანილი ყოველი ჩანაწერი უნდა წაეკითხოს განმცხადებელს და მისი, აგრეთვე ჩამწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის შემდეგ დამოწმდეს ბეჭდის დასმით.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის შესახებ განმცხადებელს მიეცემა სათანადო მოწმობა.
მუხლი 166. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების შეტანისა და ამ აქტების გაცემის წესი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში შეცდომების შესწორებას და ცვლილების შეტანას, თუ არის ამის საკმაო საფუძველი და არ არსებობს დავა დაინტერესებულ პირთა შორის, აწარმოებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების უარი ჩანაწერში შესწორების ან ცვლილებების შეტანაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში ჩანაწერში შესწორების ან ცვლილების შეტანა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების პირველადი ჩანაწერების გაუქმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერის გაუქმებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო.
მუხლი 167. სახელმწიფო ბაჟი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში დაბადების მამობის დადგენის, შვილად აყვანისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, მამობის დადგენის, შვილად აყვანის შემთხვევებში, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობას აქტების რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო დაბადების შესახებ აქტის ჩანაწერში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანის დროს მოწმობების გაცემა ხდება სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდევინებლად.
დაქორწინების, განქორწინების, გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის რეგისტრაციისთვის, აგრეთვე დაბადების, დაქორწინების, განქორწინების ან გარდაცვალების შესახებ აქტების ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებების, შესწორებების შეტანასა და ამ ჩანაწერების აღდგენასთან დაკავშირებით მოწმობებისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობების გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
თავი მეჩვიდმეტე
დაბადების რეგისტრაცია
მუხლი 168. დაბადების რეგისტრაციის წესი
ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდება ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები მშობლების თანხმობით უზრუნველყოფენ დაბადების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.
მუხლი 169. განცხადება დაბადების რეგისტრაციის შესახებ
განცხადება ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ მშობლებს ან ერთ-ერთ მათგანს შეაქვს ზეპირი ან წერილობითი სახით, ხოლო, თუ მშობლები ავად არიან ან გარდაიცვალნენ, ან მათ სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ განცხადების შეტანა, განცხადება შეაქვთ ნათესავებს ან სხვა პირთ, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას.
მუხლი 170. განცხადების შეტანის ვადა
განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს დაბადებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მკვდარი ბავშვის დაბადების შემთხვევაში – არა უგვიანეს სამი დღისა მისი შობის მომენტიდან.
მუხლი 171. ჩანაწერი დაბადების შესახებ
დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერში ბავშვის სახელი, მამის სახელი და გვარი, აგრეთვე ცნობები მისი მშობლების შესახებ შეაქვთ ამ კოდექსის 52-ე–56-ე მუხლების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, როდესაც მამობა დადგენილი არ არის, ბავშვის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამის ეროვნება ჩაიწერება დედის მითითებით.
მუხლი. 172. ბავშვის დაბადებამდე გარდაცვლილი მამის ჩაწერა
თუ ბავშვი იმ პირის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, რომელიც ახალშობილის დედასთან ქორწინებაში იმყოფებოდა, სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში გარდაცვალებული შეიძლება ჩაიწეროს ბავშვის მამად იმ პირობით, თუ მისი გარდაცვალების დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არა უმეტეს ათი თვისა.
მუხლი 173. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შემდეგ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
იმ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, რომელიც ჩასახული იყო მშობლების ქორწინებაში ყოფნის დროს, მაგრამ დაიბადა განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შემდეგ, ბავშვის მამად უნდა ჩაიწეროს პირი, რომელიც ქორწინებაში იყო ბავშვის დედასთან, თუ განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არაუმეტეს ათი თვისა.
თავი მეთვრამეტე
გარდაცვალების რეგისტრაცია
მუხლი 174. გარდაცვალების რეგისტრაციის წესი
გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში გარდაცვალების ადგილის ან გარდაცვალებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გარდაცვალების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან პირის გარდაცვალებულად გამოცხადების შემთხვევაში ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
მუხლი 175. განცხადება გარდაცვალების შესახებ
გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება გარდაცვალებულის ნათესავების, მისი მეზობლების, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციათა მუშაკების განცხადებით, აგრეთვე სხვა პირებისა და იმ დაწესებულებების ადმინისტრაციის შეტყობინებით, სადაც პირი გარდაიცვალა.
მუხლი 176. გარდაცვალების რეგისტრაციის ვადა
გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იყოს არა უგვიანეს ხუთი დღისა გარდაცვალების ან გვამის აღმოჩენის შემდეგ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1453 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 30.10.1987წ., მუხ.249
თავი მეცხრამეტე
ქორწინების რეგისტრაცია
მუხლი 177. ქორწინების რეგისტრაციის ადგილი
ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის ან მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 178. განცხადება დაქორწინების შესახებ
დაქორწინების მსურველ პირთ პირადად შეაქვთ განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-18 მუხლით, იცნობენ ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ მდგომარეობას, იციან აგრეთვე, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება და ჰყავთ თუ არა შვილები.
მუხლი 179. დასაქორწინებელ პირთათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, მოვალეა გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, აგრეთვე განუმარტოს მათ მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსით, გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხისმგებელი არიან დაქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები მოვალენი არიან დარწმუნდნენ, რომ დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.
მუხლი 180. ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინების რეგისტრაცია ხდება ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დანიშნულ დღესა და საათზე, დასაქორწინებელ პირთა დასწრებით და, თუ ისინი თანახმა არიან, საზეიმო ვითარებაში.
დასაქორწინებელი პირის პასპორტში ან პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთში იწერება მეუღლის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი და დრო.
თავი მეოცე
განქორწინების რეგისტრაცია
მუხლი 181. განქორწინების რეგისტრაციის ადგილი
განქორწინების რეგისტრაცია ხდება რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 182. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული განყოფილება ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.
ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება, მაგრამ მეორე მეუღლეს მის მიერ განქორწინების მოწმობის მიღებამდე, უფლება არ ააქვს ხელახლა დაქორწინდეს.
ერთ-ერთი მეუღლის მიერ განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო აცნობებს ამის შესახებ მეორე მეუღლეს, თუ ცნობილია მისი მისამართი, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ იმ ორგანოს, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 183. განქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ურთიერთთანხმობით
განქორწინებაზე ურთიერთთანხმობისას მეუღლეებს, რომლებსაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები (ამ კოდექსის 38-ე მუხლი), შეაქვთ ერთობლივი განცხადება განქორწინების შესახებ რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებაში განქორწინების შესახებ მეუღლენი მოვალენი არიან, დაადასტურონ არა მარტო ურთიერთთანხმობა, არამედ ისიც, რომ მათ არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში და მისი სახელით წარმოდგენილია სათანადო წესით დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად.
განქორწინების რეგისტრაცია ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 184. განქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით
მეუღლე, რომელსაც განქორწინება სურს ამ კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, ვალდებულია რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში წარადგინოს სათანადო წესით დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების პირი მეორე მეუღლის უკვალოდ დაკარგულად ან არაქმედუნარიანად ცნობის შესახებ, ან სასამართლოს განაჩენის პირი ან ამონაწერი განაჩენიდან იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა.
შეტანილი განცხადების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება აუწყებს პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ან არაქმედუნარიანი მეუღლის მეურვეს. ამ უწყებაში უნდა განისაზღვროს ვადა პასუხის შეტყობინებისა იმის შესახებ, არის თუ არა დავა ბავშვების თაობაზე, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებაზე, რომელიც დახმარებას საჭიროებს. პასუხის შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
თუ მიღებულია ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს ან მითითებულ ვადაში პასუხი არ იქნა მიღებული, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება ახდენს განქორწინების რეგისტრაციას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 185. განქორწინების რეგისტრაციის დროს მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნება
მეუღლემ, რომელსაც სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 186. განქორწინების აღნიშვნა მეუღლეთა საბუთებში
განქორწინების აქტის ჩაწერის შემდეგ გაიცემა განქორწინების მოწმობები და ყოფილ მეუღლეთა პასპორტებში ან პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთებში კეთდება ჩანაწერი განქორწინების შესახებ.
თავი ოცდამეერთე
შვილად აყვანის რეგისტრაცია
მუხლი 187. შვილად აყვანის რეგისტრაციის წესი და ადგილი
შვილად აყვანის რეგისტრაცია ხდება მშვილებელთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინებით (ამ კოდექსის 113-ე მუხლი).
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება შვილად აყვანის რეგისტრაციას ახდენს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 188. ნაშვილების დაბადების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა
ნაშვილებისათვის მშვილებლის გვარისა და სახელის მიხედვით გვარის და მამის სახელის მიცემის, ასევე ნაშვილების სახელის, აგრეთვე დაბადების ადგილის შეცვლის ან ნაშვილების მშობლად მშვილებლის ჩაწერის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო, ნაშვილების დაბადების შესახებ ჩანაწერში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, გასცემს დაბადების ახალ მოწმობას ამ ცვლილებათა გათვალისწინებით.
ნაშვილების გვარის, მამის სახელია და დაბადების ადგილის შეცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში შვილად აყვანის შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 189. სააქტო ჩანაწერის აღდგენა შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შემთხვევაში
სასამართლოს მიერ შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შემთხვევაში შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერში აღდგება ყველა მონაცემი, რომელიც ჩაწერილი იყო შვილად აყვანამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაუქმდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოს მიერ გაკეთებული ჩანაწერი შვილად აყვანის შესახებ და დაბადების მოწმობა გაიცეს სასამართლოს გადაწყვეტილებების მითითებების შესაბამისად.
შვილად აყვანისა და დაბადების მოწმობები, რომლებიც მშვილებელს მიღებული აქვს მმაჩის ორგანოებისაგან, ჩამოერთმევა მას და გაუქმდება.
თავი ოცდამეორე
მამობის დადგენის რეგისტრაცია
მუხლი 190. მამობის დადგენის რეგისტრაციის წესი და ადგილი
მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მშობლების ერთობლივი განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დედის გარდაცვალების, არაქმედუნარიანად ცნობის, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ან მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მამის განცხადებით.
სრულწლოვანი შვილის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით.
მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის ან მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 191. დაბადების ჩანაწერში მამის შესახებ ცნობების შეტანა
ცნობები მამის შესახებ, მამობის დადგენის თაობაზე ჩანაწერის საფუძველზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოს შეაქვს დაბადების ჩანაწერში და გასცემს დაბადების ახალ მოწმობას.
თავი ოცდამესამე
სახელის, მამის სახელის და გვარის გამოცვლის რეგისტრაცია
მუხლი 192. სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის რეგისტრაციის წესი
სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის რეგისტრაცია ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მამის მიერ სახელის შეცვლის რეგისტრაციის დროს იცვლება მისი არასრულწლოვანი შვილების მამის სახელი. სრულწლოვან შვილებს მამის სახელი შეეცვლებათ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი შეიტანენ განცხადებას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში.
არასრულწლოვანი ბავშვის გვარი იცვლება ორივე მშობლის მიერ გვარის შეცვლის დროს, თუ გვარი ერთ-ერთმა მშობელმა შეიცვალა, არასრულწლოვანი ბავშვის გვარი შეიცვლება მშობლების შეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, გვარის შეცვლის საკითხს გადაწყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 193. სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის გამო ახალი მოწმობის გაცემა
სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანო აუქმებს წინათ გაცემულ მოწმობას და შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით მის ნაცვლად გასცემს ახალ მოწმობას.
კარი VI
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის გამოყენება უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. ქორწინებისა და ოჯახის შესახებ უცხოეთის სახელმწიფოთა კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 194. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეების არმქონე პირთა უფლებები და მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად უცხოელი მოქალაქეები საქართველოს სს რესპუბლიკაში სარგებლობენ უფლებებით და მათ ეკისრებათ მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად. ცალკეული გამონაკლისები შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონით.
საქართველოს სს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ უფლებებით და მათ ეკისრებათ მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში საბჭოთა მოქალაქეობის თანაბრად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 195. საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება უცხოელ მოქალაქეებთან და უცხოელ მოქალაქეების დაქორწინება ერთმანეთთან საქართველოს სს რესპუბლიკაში
საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება უცხოელ მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხოელი მოქალაქეების დაქორწინება ერთმანეთთან საქართველოს სს რესპუბლიკაში ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.
უცხოელ მოქალაქეთა შორის დაქორწინება, რომელიც ხდება სსრ კავშირში უცხოეთის სახელმწიფოთა საელჩოებსა ან საკონსულოებში, საქართველოს სს რესპუბლიკაში ჩაითვლება ძალამოსილად ურთიერთთანხმობის პირობით, თუ ეს პირნი დაქორწინების მომენტში იმ სახელმწიფოს მოქალაქენი იყვნენ, რომელმაც ელჩი ან კონსული დანიშნა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 196. საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში, სსრ კავშირის ფარგლებს, გარეთ დაქორწინების ცნობა
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეები ქორწინდებიან სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.
იმ შემთხვევაში, როცა საბჭოთა მოქალაქეებს შორის დაქორწინება და საბჭოთა მოქალაქეების უცხოელ მოქალაქეებთან დაქორწინება ხდება სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დაქორწინების იმ ფორმის დაცვით, რომელიც დაქორწინების ადგილის კანონით არის დადგენილი, ეს დაქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ ძალამოსილად ჩათვლას ხელს არ უშლის ამ კოდექსის მე-14, მე-15, მე-18 და 43-ე მუხლებიდან გამომდინარე დაბრკოლებები.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით უცხოელ მოქალაქეთა დაქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 197. საბჭოთა მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეებთან და უცხოელ მოქალაქეთა შორის განქორწინება საქართველოს სს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მომხდარ განქორწინებათა ცნობა
საბჭოთა მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხოელ მოქალაქეთა შორის განქორწინება საქართველოს სს რესპუბლიკაში ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით საბჭოთა მოქალაქეებსა და უცხოელ მოქალაქეებს შორის განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ განქორწინების მომენტში ორივე მეუღლე სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით საბჭოთა მოქალაქეების განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ ორივე მეუღლე განქორწინების მომენტში სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით უცხოელ მოქალაქეთა განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში.
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეს უფლება აქვს განქორწინდეს სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მეუღლესთან, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, საბჭოთა სასამართლოში. იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით განქორწინება დასაშვებია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში, განქორწინება შეიძლება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეების განცხადებით განქორწინების საქმეს განიხილავენ საქართველოს სსრ სასამართლოები სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს დავალებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 198. მამობის დადგენა საქართველოს სს რესპუბლიკაში. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დადგენილი მამობის ცნობა
მამობის დადგენა საქართველოს სს რესპუბლიკაში მშობლებისა და ბავშვების მოქალაქეობის და მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.
ქორწინებისა და ოჯახის სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობით მამობის დადგენა დასაშვებია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში, ბავშვის მშობლებს, რომლებიც სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის სსრ კავშირის მოქალაქე, უფლება აქვს მამობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართონ სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 199. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა. საქართველოს სს რესპუბლიკაში უცხოელ მოქალაქეთა მიერ ბავშვის შვილად აყვანა და უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებაში.
თუ მშვილებელი არ არის საბჭოთა მოქალაქე, შვილად აყვანისათვის საჭიროა მიიღოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ნებართვა.
ძალამოსილად ითვლება აგრეთვე საქართველოს სსრ მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა, როცა ეს ხდება იმ სახელმწიფოს ორგანოებში, რომლის ტერიტორიაზე ცხოვრობს ბავშვი, თუ წინასწარ მიღებულია შვილად აყვანის ნებართვა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსგან.
საქართველოს სს რესპუბლიკაში უცხოელ მოქალაქეთა მიერ საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა და აგრეთვე საქართველოს სს რესპუბლიკაში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.
საქართველოს სსრ ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების მიერ საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება ამ კოდექსის მე-13 თავით დადგენილ საერთო საფუძველზე, იმ პირობით, თუ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებობს შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 200. მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესება სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეებზე და უცხოელ მოქალაქეებზე საქართველოს სს რესპუბლიკაში. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დადგენილი მეურვეობის (მზრუნველობის) ცნობა
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ არასრულწლოვან და არაქმედუნარიან საბჭოთა მოქალაქეებზე, მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესება ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეებზე შესაბამისი სახელმწიფოს კანონით დაწესებული მეურვეობა (მზრუნველობა) ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესების ან მისი ცნობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებას.
სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ უცხოელ მოქალაქეებზე შესაბამისი სახელმწიფოს კანონით დაწესებული მეურვეობა (მზრუნველობა) ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 201. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია ხდება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.
სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს გამოიყენება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა, თუ დაინტერესებული პირნი საქართველოს სსრ მოქალაქენი არიან. თუ დაინტერესებული პირნი სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქენი არიან, ან დაუდგენელია, თუ რომელი რესპუბლიკის მოქალაქენი არიან ისინი, მაშინ მათი შეთანხმებით გამოიყენება ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის კანონმდებლობა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში - საკითხს წყვეტს ის კონსული, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 202. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დასადასტურებლად უცხოეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული დოკუმენტების ცნობა.
სსრ კავშირის მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონებით უცხოეთის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოქალაქეობრივი აქტების დასადასტურებლად გაცემული დოკუმენტები ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ არსებობს საკონსულო ლეგალიზაცია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
მუხლი 203. უცხოეთის კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ უცხოეთის კანონების გამოყენება ან ამ კანონებზე დაფუძნებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ცნობა არ შეიძლება, თუ ასეთი გამოყენება ან ცნობა ეწინააღმდეგება საბჭოთა წყობილების საფუძვლებს.
ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
ასეთივე წესი გამოიყენება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენლია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესებისაგან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 13 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1980წ., მუხ.69
დოკუმენტის კომენტარები