დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1896-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.020631 |
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 141-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. 2024 წლის 1 მარტამდე ამ კოდექსით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები.“. 2. 144-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 მარტამდე.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 7 ოქტომბერი 2022 წ. N1896-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები