„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.023682
471
03/10/2022
ვებგვერდი, 04/10/2022
300310000.10.003.023682
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2022 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის 31 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​31) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე მათი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე მათ კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირები, რომელთა წილის (აქციების) 50%-ზე მეტის მფლობელი/მესაკუთრეა აღნიშნული უწყებები.“.

2. 50- მუხლის მე-2 პუნქტის 6ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობები;“.

3XIXთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი“.

4. 67მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 671. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან  სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი“.

5. 67მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშენებლობის ნებართვა ამ თავით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა- ნაგებობაზე.“.

6. 671 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ არქიტექტურულ პროექტს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი