„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1860-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 410010020.05.001.020633
1860-IXმს-Xმპ
05/10/2022
ვებგვერდი, 17/10/2022
410010020.05.001.020633
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ (შემდგომ – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშებზე განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ.

2. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის  (შემდგომ − გამოცდის ჩამტარებელი პირი)  მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. 

3. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;“.

3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში საქპატენტი შედავების მასალებს დასკვნისთვის გადასცემს გამოცდის ჩამტარებელ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს.

2. საქპატენტი შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამოცდის ჩამტარებელი პირის დასკვნის საფუძველზე.“.

4. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩამტარებელ პირს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩასატარებლად.“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპატენტს.“.

6. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომლის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უკვე ჩაატარა გამოცდის ჩამტარებელმა პირმა და გასცა დადებითი დასკვნა, ამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესა და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.“.

7. IX თავი ამოღებულ იქნეს.

8. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს:

ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 ოქტომბერი 2022 წ.

N1860-IXმს-Xმპ