დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016557 |
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
1. კანონმდებლობით განსაზღვრული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს: საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.23.02.020, N05.23.01.001) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემით ან დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობით სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის სხვა ტერირიტორიაზე) საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემით.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმიდან გამომდინარე უზრუნველყოს მაკომპენსირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაციის წარმოდგენისა და მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (მათ შორის არქიტექტურული პროექტის) წარმოუდგენლობის, ასევე ნებართვის მაძიებლის ბრალით შეთანხმების ვერ მიღწევისა ან/და ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ამ დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა ითვლება ძალადაკარგულად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები