ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016557
22
29/09/2022
ვებგვერდი, 03/10/2022
010250050.35.132.016557
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2022 წლის 29 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ­სი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტუ­რული და სამშე­ნებ­ლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშე­ნებ­ლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
1. კანონმდებლობით განსაზღვრული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზ­ღვროს: საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.23.02.020, N05.23.01.001) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხ­მებული პროქტის მიხედვით გადა­მე­ტებული) კ1/2 მაჩვენებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვ­რებელი ფართობის ქალაქ ბათუმის მუნი­ციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცე­მით ან დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმე­ბული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვე­ნებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობით სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შო­რის სხვა ტერირიტორიაზე) საცხოვრებელი ფარ­თების მუნიციპალიტეტისათვის გადაცე­მით.

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული განაშენიანების დეტალური გეგმიდან გამომდინარე უზრუნველყოს მაკომპენსირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაციის წარმოდგენისა და მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. ამ პუნქ­ტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (მათ შორის არქიტექტურული პროექტის) წარ­მოუდ­­გენლობის, ასევე ნებართვის მაძიებლის ბრალით შეთანხმების ვერ მიღწევისა ან/და ხელ­შეკ­რულების გაუფორმებლობის შემთხ­ვე­ვაში ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული განა­­შენია­ნე­ბის დეტალური გეგმა ითვლება ძალა­დაკარგულად.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე