დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 469 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023680 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2021, 280120000.10.003.023190) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 820 000 ლარით.“; ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ბ) №1.3 დანართის („ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 55 000 ლარით.“; გ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 517-ს (მათ შორის, 237 ხანდაზმული და 280 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 46-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 12-ს, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 24-ს.“; დ) №1.5 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 000 ლარით.“. 2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;“; ბ) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“): ბ.ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) რომლის ოჯახი განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.“; ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 030 000 ლარით, ამასთანავე, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 020 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 2 010 000 ლარით.“; გ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“): გ.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე (2022 წლის 1 იანვრიდან, რომელიც ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართვის მსურველ ბენეფიციარებზეც), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 31 512 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არა მხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.
გ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 481 800 ლარით.“; დ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 000 000 ლარით.“; ე) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 000 000 ლარით.“; ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ვ) №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 30 პირს ქ. ქუთაისში, 63 პირს − ქ. თბილისში და 10 პირს − ქ. ხაშურში.“; ზ) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 900 000 ლარით.“; ზ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:
თ) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): თ.ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისათვის, ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული, ხელმოწერილი დასკვნითა და ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას. ინდივიდუალურ მზრუნველად არ შეიძლება, შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;“; თ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, განეკუთვნებიან 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც დადასტურებულია ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის დასკვნით/შეფასებით, მომსახურება შესაძლებელია, გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არაუმეტეს 9 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით:
ი) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 740 000 ლარით.“; კ) №2.11 დანართის („მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 780 000 ლარით.“; ლ) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 94 000 ლარით.“; მ) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.“; ნ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 80 ლარით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები