დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 128/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 27/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016643 |
|
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/11/2019; ს/კ: 220010000.18.011.016419) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ისინი ბანკისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, რადგან მათ შორის არის ისეთი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომ თუ ერთ-ერთ წევრს შეექმნება ფინანსური პრობლემები (მაგალითად, მათ შორის, დაფინანსებასთან ან/და გადახდებთან (მათ შორის, სესხის) დაკავშირებული სირთულეები და სხვა) მაშინ შესაძლოა, მეორე ან ყველა დანარჩენი წევრი ასევე აღმოჩნდეს ფინანსური სირთულეების წინაშე.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქცია ამ დებულების დანართის შესაბამისად განისაზღვრება.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ბანკი ვალდებულია ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შიდა მეთოდოლოგია შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინსტრუქციასთან და 2022 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს ეროვნულ ბანკს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები