„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017278
92
23/09/2022
ვებგვერდი, 26/09/2022
140060000.22.034.017278
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №92

2022 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №88 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 04/01/2022, 140060000.22.034.017190) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გათვლა – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილში განთავსებული შემადგენლობა (პირველადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მინიჭებული აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;

ე) მორიგე ცვლა – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მინიჭებული აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სახანძრო სახელო − შემაერთებელი თავაკებით მოწყობილი და ცეცხლმაქრი ნივთიერებების გატარებისთვის განკუთვნილი მოქნილი მილსადენი;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისათვის ხორციელდება მორიგე ცვლის ორგანიზება.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების უზრუნველყოფისათვის განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის და რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნის მიზნით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესის შესაბამისად მოახსენოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობის შესახებ;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დოკუმენტაციის წარმოების სისწორე;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლი მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იცოდეს გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გააკონტროლოს მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვის წესი გათვლაზე მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე;“.

5. მე-10 მუხლი მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუდმივად იზრუნოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობებთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის, კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა.“.

6. მე-11 მუხლის

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იცოდეს საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების წესი;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გათვლის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლის მეთაურს, მოახსენოს მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) არ არის უფლებამოსილი მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკა სამართავად გადასცეს სხვა პირს. ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დეპარტამენტის უფროსთან ან დეპარტამენტის კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მორიგეობის პერიოდში მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვა მოსამსახურისათვის სამართავად გადაცემის თაობაზე.“.

7. მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დღის განწესით დადგენილ დროს შემცვლელი ცვლის მეთაური იძლევა განკარგულებას: „ცვლაზე!“, ხოლო ოპერატორი აწვდის სამ მოკლე სიგნალს. შემცვლელი და შესაცვლელი მორიგე ცვლების შემადგენლობა დგება მწყობრში სპეციალური დამცავი ტანსაცმლით და აღჭურვილობით (შემცვლელი მორიგე ცვლა დამატებით - მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მათი გათვლაში არსებობის შემთხვევაში) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე.

7. მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმებას შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა ატარებს ცვლის გადაბარების პროცესში შემცვლელი ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.“.

8. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ავტოფარეხის კარ(ებ)ის ჩამკეტების გამართულობა;“.

9. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელის მექანიზებული და ელექტროინსტრუმენტების მუშა მდგომარეობაში გადატანა მოძრაობის მიმართულებისაკენ მობრუნებული სამუშაო ზედაპირით (მჭრელი, მჩხვლეტავი და სხვ.), ასევე, ბირდაბირების და ხერხების შალითების გარეშე გადატანა;“.

10. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების ორგანიზება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, აგრეთვე, დაშლილი კონსტრუქციების დასაწყობი (ჩამოსაგდები) ადგილის მითითებით. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უბანზე არსებული ელექტროქსელის (0.38 კვტ), გაზის კომუნიკაციების გათიშვა (ან დაზიანებისაგან დაცვა) და ხანძრის შესაძლო (ფარული) კერის ჩაქრობის საშუალებების მომზადება. ელექტროქსელის და დანადგარების გათიშვა ხორციელდება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ან შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის წარმომადგენლების მიერ.“.

11. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მათი განთავსება დახურულ, გათბობის სისტემით მოწყობილ ავტოფარეხში, სადაც ჰაერის საანგარიშო ტემპერატურა არ უნდა იყოს +16°С-ზე ნაკლები. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე და სწავლებაზე ყოველი გასვლის შემდეგ საჭიროა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გასუფთავება და გამშრალება.“.

12. 55-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მიმღები მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) შესაცვლელი მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) თანდასწრებით ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. ამასთან, ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით (მისი არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ დროს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საექსპლუატაციო დოკუმენტში მორიგე ცვლის შეცვლისას და გადაბარებისას ავტომობილის ძრავის მუშაობის სარეკომენდაციო ხანგრძლივობის დროის მაჩვენებელი, ამ პირობებში ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კონკრეტული დრო განისაზღვრება ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით, ავტომობილის მოდელისა და მარკის შესაბამისად.“.

13. 89-ე მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სასიმაღლო-სამაშველო და მთაში სამაშველო სამუშაოებში გამოსაყენებელი კაბელის, სხვა ტიპის თოკის, სხვა აღჭურვილობისა და დამხმარე საშუალებების გამოცდა დაუშვებელია. მათი შემოწმება ხორციელდება ექსპლუატაციაში მიღებამდე და ყოველი გამოყენების შემდეგ მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

14. 110-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურად შეიძლება დაინიშნოს ცვლის მეთაური, გათვლის უფროსი ან ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სხვა თანამდებობის პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური