დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 89 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016479 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი“ დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე) გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 3 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ ამ წესის ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოცემა გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილების განსაზღვრის შესახებ. |
მუხლი 4 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. ასეთის არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევების მიერ, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გატარდეს ღონისძიებები გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობის, წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის/ნივთის განთავსების, ასევე ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. ბაზარი ან/და ბაზრობა უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დარჩეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკმარისი ადგილები. 3. წინამდებარე წესის შესაბამისად რეგულირებას არ ექვემდებარება ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობა: ა) თუ საქონლის/ნივთის რეალიზაციისათვის მიწის ნაკვეთის მოწყობა ხდება იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაცია მიმდინარეობს მხოლოდ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; ბ) საქონლის/ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში განთავსებული ობიექტები; გ) საქონლის/ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, ყველა სხვა შენობაში განთავსებული ობიექტი, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და საქონლის/ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; დ) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომში რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება საქონლის/ნივთის წარმოება-გადამუშავება, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს წარმოების ადგილზე საქონლის/ნივთის რეალიზაცია (საწარმოო ობიექტები), მაგრამ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები; ე) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომი რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება საქონლის/ნივთის შენახვა, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს შენახვის ადგილზე საქონლის/ნივთის რეალიზაცია (სასაწყობე ნაგებობები), მაგრამ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 4. თუ საქონლის/ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში, ან სასაწყობე ნაგებობაში და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, საქონლის/ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე ვაჭრობა: ა.ა) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი, და სხვა); ა.ბ) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება; ა.გ) საზოგადოებრივ სივრცეში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, გარდა ბაზრისა და ბაზრობისა, საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის, ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი/საქონელი, ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი/საქონელი, თუ ნივთის/საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება; ა.დ) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან; ა.ე) თუ საქონლის/ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს. ბ) ბაზარი – მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით არსებული ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილია სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში; გ) ბაზრობა – მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილი არ არის სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა, როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ბაზრობა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ერთი სახეობის ნივთის რეალიზაციისათვის (მაგალითად, ავტომანქანების ბაზრობა, ტანსაცმლის ბაზრობა და სხვა) ან/და ერთდროულად სხვადასხვა სახის ნივთის სარეალიზაციოდ. თუ ნივთის რეალიზაცია არ ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში), რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს და ობიექტი, საიდანაც (რომლიდანაც) ხდება ნივთის რეალიზაცია, ჩანს საზოგადოებრივი სივრციდან; დ) საქონელი – სასურსათო და მზა პროდუქცია; ე) საქონლის/ნივთის რეალიზაცია – გაყიდვის, ან სხვა სახით გასაღების მიზნით საქონლის/ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა; ვ) მომსახურების გაწევა – სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით, ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის/საქონლის რეალიზაციად; ზ) სასურსათო პროდუქცია – ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს; თ) მზა პროდუქცია – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; ი) საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი/ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები; კ) შენობა – ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ლ) შენობის შიდა სივრცე – შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე; მ) შენობის გარეთ არსებული სივრცე – სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს. |
მუხლი 3.
გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები |
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. |
მუხლი 4.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა) გარე ვაჭრობა დასაშვებია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილებზე, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილებზე.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო შემდეგი პირობებით: ა) განმცხადებლის მიერ, გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდება პირდაპირი განკარგვის, ან აუქციონის წესით; ბ) აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის თაობაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისათვის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წინადადებებს ამზადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური ქ. ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულთან შეთანხმებით, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ საქონლის/ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 7. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები; ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; გ) სატრანსპორტო ნაკადი; დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები. 8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და საქონლის/ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა. 9. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. 10. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებების თანახმად დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იქნეს მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების მიერ, შეიტანოს ცვლილება ,,გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან გააუქმოს მისი ცალკეული ნაწილი. |
მუხლი 5.
გარე ვაჭრობისა და ბაზრობების ორგანიზება |
1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 3. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული – მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ასევე მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). 5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით და პურით, აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით ,,სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე. 6. აკრძალულია ყველა ფორმის გარე ვაჭრობა ხაშური-ახალციხის ცენტრალური გზის ორივე მხარეს (რუსთაველის და მესხეთის ქუჩები), რუსთაველის მოედნის მიმდებარედ, ტროტუარებზე, გზის სავალ ნაწილებზე, 9 აპრილის ქუჩაზე, ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელში (გარდა პრესის, ყვავილების და ნაყინის გავრცელებისა). 7. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერიის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის. 8. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. |
მუხლი 6.
გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება |
1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 3. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული – მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ასევე მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). 5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით და პურით, აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით ,,სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე. 6. აკრძალულია ყველა ფორმის გარე ვაჭრობა ხაშური-ახალციხის ცენტრალური გზის ორივე მხარეს (რუსთაველის და მესხეთის ქუჩები), რუსთაველის მოედნის მიმდებარედ, ტროტუარებზე, გზის სავალ ნაწილებზე, 9 აპრილის ქუჩაზე, ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელში (გარდა პრესის, ყვავილების და ნაყინის გავრცელებისა). 7. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერიის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის. 8. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება 1. გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფართის სასყიდლით გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად. 2. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი (ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირი ან პირთა გაერთიანება) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს. თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს იურიდიულ პირს იგი ვალდებულია განცხადებას დაურთოს წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 3. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭებისა და შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის დასაბუთების ნაწილი უნდა შეიცავდეს: ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას, თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად; ბ) გადასაცემი ფართის საფასურის გადახდის ვადებს; გ) გადასაცემი ფართის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას; დ) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გადასაცემი ფართის საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა; ე) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება; ვ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე; ზ) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე; თ) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე; ი) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას; კ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის. 4. პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 5. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
მუხლი 7.
გარე ვაჭრობის რეგულირების დამატებითი პირობები |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იკრძალება არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ.
2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა, ხოლო ველობილიკზე, ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას. 3. აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე, სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. |
მუხლი 8.
საგამონაკლისო რეგულირება |
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მოწყობისას. |
მუხლი 9.
დასკვნითი დებულებები |
1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური. |
დოკუმენტის კომენტარები