საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018216
109/ნ
26/09/2022
ვებგვერდი, 27/09/2022
430210000.22.022.018216
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №109/ნ

2022 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის „ნ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი“.

 

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვარის №15/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებები  

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი (შემდგომსტანდარტი) განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომდირექტორი) ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს.

2. სტანდარტში აღწერილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის (შემდგომ – სკოლა) ხელმძღვანელ პირს.

3. სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა:

) მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად ;

ბ) სწავლებაზე ფოკუსირებული ინტერაქციის გასაძლიერებლად ;

)   სკოლაში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და   პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად ;

დ) უნიკალური სასკოლო კულტურის გასავითარებლად;

) სკოლის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად;

ვ) დირექტორების მიერ თვითშეფასებისა და საკუთარი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

4. სტანდარტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, ერთიან ხედვას  დირექტორის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის. კერძოდ:

) დირექტორის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა;

) დირექტორის შერჩევა;

) დირექტორის კომპეტენციისა და საქმიანობის შეფასება;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ საგანმანათლებლო ლიდერობის სწავლება.  

 

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერს კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

ა) გაზიარებული ლიდერობა გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც  წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას სკოლის განვითარების პროცესში;

ბ)  სისტემური ლიდერობა    გულისხმობს სკოლების ხელმძღვანელთა გაძლიერება სკოლ ებს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის , ასევე მედიაციის ინსტიტუციონალიზაცია თანამშრომლობითი კულტურის განვითარებისთვის .

თავი II

სკოლაში დირექტორის როლი და ფუნქცია

მუხლი 3. დირექტორის როლი და ფუნქცია

1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც  ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს  პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

ა) მოსწავლეთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირება, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) განათლების, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის   შესაძლებლობების რეალიზების მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

3. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.  

თავი III

დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები

მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები

1. დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:

ა) პირველი კომპონენტი. დირექტორი, როგორც  ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის:

ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;

ა.ბ) უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;

ა.გ) აყალიბებს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო კულტურას;

ა.დ) ქმნის და აზიარებს ცოდნას.

ბ) მე-2 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავითარებს სასკოლო კულტურას:

ბ.ა) ავითარებს სკოლას  გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;

ბ.ბ) ავითარებს სკოლის უნიკალურ კულტურას;

ბ.გ) ავითარებს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრად სისტემას.

გ) მე-3 კომპონენტი. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი :

გ.ა) ხელს უწყობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას;

გ.ბ) ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე;

გ.გ) კვლევისა და რეფლექსიის საშუალებით  ქმნის სივრცეს სასწავლო პროცესის  კრიტიკული გააზრებისათვის,  ინოვაციური მოდგომების დანერგვისთვის.

დ) მე-4 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:

დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და  მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;

დ.ბ) არის მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი; 

დ.გ) უზრუნველყოფს სკოლის შიგნით როგორც ინდივიდების, აგრეთვე მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას;

დ.დ) უზრუნველყოფს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

ე) მე-5 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი :

ე.ა) უზრუნველყოფს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;

ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას სასურველი შედეგების მისაღწევად;

ე.გ) აწესებს ანგარიშვალდებულების სისტემას;  

ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის;

ე.ე) ქმნის განვითარებაზე ორიენტირებული  აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ვ) ქმნის პროფესიული ორიენტაციის და კარიერული განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ზ) უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივად მობილიზებას და მართვას სასურველი შედეგების მისაღწევად.

2. დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, სასკოლო კულტურის შემქმნელი, საგანმანათლებლო ლიდერი, ადამიანური რესურსების მმართველი და  ადმინისტრაციული ლიდერი ხელს უწყობს:

ა) სკოლისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ქცევების დანერგვის შესაძლებლობას (მათ შორის – ვალდებულებას, შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური პროფესიული სასწავლო საზოგადოება);

ბ) ეფექტიანი სკოლების მახასიათებლების გაცნობიერებას;

გ) სკოლის საზოგადოების მომავლის ხედვის პოპულარიზაციას, რომელიც საერთო მიზნებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული;

დ) სასკოლო საზოგადოების წევრების ვალდებულებას ყველა მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის;

ე) სწავლის ხარისხის მართვ;

ვ) უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას;

ზ) კონსტრუქტიული და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

თ) თანამშრომელთა მოტივირებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარებაში. სკოლის ხედვისა და მიზნების განხორციელებას სკოლის ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციით გამართული მართვის სისტემითა და პრაქტიკის მეშვეობით.

თავი IV

სკოლის ლიდერის კომპეტენციები  

მუხლი 5. დირექტორის საქმიანობის მიმართულებები

სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს მიმართულებებია:

ა) სკოლის ფილოსოფია;

ბ) სკოლის კურიკულუმი;

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრატრუტურული მხარდაჭერა;

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერა.

 

მუხლი 6. სკოლის ფილოსოფია

6.1. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები    

     6.    1.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის მისია და დანიშნულება საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში და იცის, როგორ ჩამოაყალიბოს, განავითაროს და მართოს სწავლაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურა, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოება.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    სასკოლო საზოგადოება (როგორც სოციოკულტურული სივრცე);

·    სკოლის მისია;

·    ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

·    მონაწილეობა, მონაწილეობის ფორმები.

 

დირექტორის ძალისხმევით:

· სკოლის კონტექსტიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია სკოლისთვის საგანმანათლებლო მისიისა და ხედვის  შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის,  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისა და აღზრდის   ხელშესაწყობად;

· სკოლაში ჩამოყალიბებულია ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სასკოლო კულტურას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან,   ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

·  სასკოლო საზოგადოების წევრები სკოლას აღიქვამენ უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სოციოკულტურულ სივრცედ;

·   უზრუნველყოფილია სკოლის სტრატეგიული მიზნების , მისიის , ხედვის , ღირებულებების ჩამოყალიბებაში სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა და სკოლის მისიის , ხედვის , სტრატეგიული მიზნებისა და ღირებულებების გაზიარება , რომელთა შესაბამისად სკოლაში მოსწავლეებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები აკადემიური წარმატებისა და კეთილდღეობისთვის.

 

6.2. სკოლის დაგეგმვა და განვითარება

              6.2.1.  დირექტორს გაცნობიერებული აქვს სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა სკოლის ეფექტიანად მართვის პროცესში და იცის, როგორ გამოყოს პრიორიტეტები სტრატეგიული მიზნებისთვის და შექმნას ამ მიზნების რეალიზების ეფექტიანი მექანიზმი.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    სტრატეგიული განვითარების გეგმა (შვიდწლიანი, ციკლური);

·    სამოქმედო გეგმა (დაფუძნებული სტრატეგიულ გეგმაზე).

 

დირექტორის ძალისხმევით:

·  უზრუნველყოფილია სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოებისა და ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებსა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს;

·    სკოლის ხედვისა და მისიის შესაბამისად, შემუშავებულია სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომლის  შეცვლა და გადასინჯვა ხორციელდება მონაცემების და მტკიცებულებების მოგროვების და გამოყენების საფუძველზე; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სიახლეების გათვალისწინებით.

            6.2.2.  დირექტორს გაცნობიერებული აქვს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების ციკლური ბუნება და იცის, როგორ განახორციელოს მონიტორინგი და შეფასება დაგეგმილი პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემა;

·    შეფასება, შეფასების სისტემა.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·       შემუშავებულია სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია;

·       მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება  სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შეფასება, მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით;

·       უზრუნველყოფილია სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების საჯაროობა;

·      სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები გამოყენებულია დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.

მუხლი 7. სასკოლო კურიკულუმი

7.1. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება

7.1.1.   დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასკოლო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა/სწავლების პროცესში და იცის, როგორ შექმნას ნაყოფიერი სივრცე კონსტრუქციული კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის მოსწავლის აკადემიური წარმატებისა და პიროვნული ზრდის ხელშესაწყობად.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    გაზიარებული ლიდერობა;

·    სისტემური ლიდერობა;

·    კათედრა;

·  სამეურვეო საბჭო.

დირექტორის ძალისხმევით:

·  უზრუნველყოფილია კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების იმგვარი მეთოდოლოგია, რომელიც საფუძველს ქმნის გაზიარებული  პასუხისმგებლობის, ინიციატივისა და თანამონაწილეობისათვის.  სასკოლო სასწავლო გეგმაში/კურიკულუმში ასახულია სასკოლო საზოგადოების (სამეურვეო საბჭო, კათედრები და სხვ.) ინტერესები, შეხედულებები, შესაძლებლობები და პრიორიტეტები;

·      კურიკულუმი შემუშავებული და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.

7.1.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასკოლო კურიკულუმი, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი სტანდარტების და მეთოდური ორიენტირების რეალიზების ორიგინალური გზა და იცის, როგორ შექმნას პროდუქტიული გარემო მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

მოსწავლის პიროვნული განვითარება;

·    სასკოლო სასწავლო გეგმა;

·    საგნობრივი სტანდარტი;

·    მაკრო ცნება;

·    სასკოლო კურიკულუმის განვითარება;

·    ინკლუზიური განათლება;

·    ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

·    დიფერენცირებული სწავლება;

·     საგანთა შორის ინტეგრაცია;

·     სწავლის მართვის ელექტრონული სისტემა.

დირექტორის ძალისხმევით:

·      საგნობრივი კურიკულუმი/ები დაფუძნებულია საგნობრივ სტანდარტებს და წარმოაჩენს მოსწავლის განვითარების გზას;

·      პროგრამები მიემართება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზნებს (მაკრო ცნებებს, სამიზნე ცნებებსა და შედეგებს);

·       სასწავლო პროცესი დაგეგმილია   დიფერენცირებული/ინკლუზიური მიდგომებით; უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, მოსწავლეზე ორიენტირებული და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე ეფექტიანი სწავლება და შეფასება; 

·      უზრუნველყოფილია საგანთაშორისი კავშირები სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების, სწავლებისა და შეფასების პროცესში; 

·      სასკოლო კურიკულუმი ვითარდება წინარე გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით მოსწავლის დონეზე, მასწავლებლის დონეზე, სკოლის დონეზე;

·       წარმოებს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული პლატფორმის   გამოყენებით.

 

7.2.   სასკოლო კურიკულუმის განხორციელება

7.2.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სწავლის კონსტრუქტივისტული ბუნება და იცის, როგორ განავითაროს მოსწავლეზე ორიენტირებული, აქტიური და შემოქმედებითი სასწავლო პროცესი.

 

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    აქტიური სწავლა;

·    ცოდნის კონსტრუირება (წინარე ცოდნაზე დაყრდნობით);

·    ცოდნის სამი კატეგორია;

·    სწავლის სწავლა.

 

დირექტორი სკოლაში უზრუნველყოფს იმგვარ სასწავლო პროცესს, სადაც:

·    მოსწავლე აქტიურ  შემოქმედებით პროცესშია ჩართული;

·    ახალი ცოდნის კონსტრუირება ხორციელდება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;

·    სკოლა მოსწავლეს აყალიბებს დამოუკიდებელ მსწავლელად;

·  სასწავლო პროცესი ორიენტირებულია ცოდნის სამ კატეგორიაზე (დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული);

·  სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია მოსწავლეთა ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.

7.2.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასწავლო პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირების მნიშვნელობა და იცის, როგორ განავითაროს მოსწავლის აკადემიური მიღწევის პროგრესსა და პიროვნულ ზრდაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    სამიზნე ცნება;

·    მკვიდრი წარმოდგენა;

·    საფეხურის შედეგი;

·   ფუნქციურ-კომპონენტური უნარები;

·    კომპლექსური დავალება;

·    ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების შეფასების ტაქსონომია;

·    პიროვნული განვითარება.

დირექტორის ძალისხმევით სკოლაში უზრუნველყოფილია იმგვარი სასწავლო პროცესი, სადაც:

·     საგნობრივი საკითხები ემსახურება საფეხურის შედეგების, სამიზნე ცნებებისა და მათი მკვიდრი წარმოდგენების დამუშავებას;

·    გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე ყალიბდება შუალედური სასწავლო მიზნები – კომპლექსური   ბუნების დავალებების სახით;

·  აქტიურდება მოსწავლის შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარები: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია, მოქალაქეობა, ნებელობა/ხასიათი;

·   სკოლა, მოსწავლე აქცევს გარემოსადმი და სოციუმისადმი პასუხისმგებლობიან ადამიანად;

·         საგნობრივი კონტექსტები ემსახურება მოსწავლის პიროვნულ და ფსიქო-სოციალურ  განვითარებას;

·         სასწავლო პროცესში განმსაზღვრელი და განმავითარებელი  შეფასება მიემართება გრძელვადიან მიზნებსა და მეთოდიკურ ორიენტირებს;

·         შეფასების სისტემა ორიენტირებულია მოსწავლის ჰოლისტური განვითარების მხარდაჭერაზე;

·         შეფასების სისტემა არის ვალიდური,  გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური, სამართლიანი; ფუნქციონირებს  შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი.

7.2.3. დირექტორს გაცნობიერებული აქვს ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მნიშვნელობა და იცის, როგორ განავითაროს პოზიტიური სასწავლო კლიმატი კლასისა და სკოლის დონეზე.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    პოზიტიური სასწავლო გარემო;

·  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;

·    დემოკრატიული კომპეტენციების ჩარჩო;

·   მდგრადი განვითარების პრინციპები;

·   კონფლიქტების მართვა.

დირექტორის ძალისხმევით:

·    სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია/მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო;

·     უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის წარმართვა მოსწავლეზე ორიენტირებულად;

·   უზრუნველყოფილია პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში მუშაობს კონფლიქტების მართვის და ძალადობის პრევენციის სისტემები შესაბამისი რეგულაციებითა და პრაქტიკით.

 

7.3. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება

7.3.1.   დირექტორს გაცნობიერებული აქვს   მონიტორინგისა და შეფასების, როგორც მიმდინარე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობა და იცის, როგორ გამოიყენოს ის პროცესებისა და შედეგების გაუმჯობესებისათვის.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    მონიტორინგი;

·    შეფასება.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·   მონიტორინგი და შეფასება ემსახურება სასკოლო საზოგადოების წევრების მხარდაჭერასა და დახმარებას;

·    შეფასება წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას/საშუალებას.

7.3.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს  ჰოლისტური შეფასების მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი  ინფორმაციის ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგი და შეფასება.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     მონაცემები, მონაცემთა დამუშავება;

·     კონტექსტი.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·  სასწავლო პროცესის შეფასება ეყრდნობა მრავალფეროვან წყაროებს/მონაცემებს (თვითშეფასება, საგაკვეთილო დაკვირვება და სხვა);

·      შეფასება ხორციელდება მრავალი კონტექსტის გათვალისწინებით;

·      გამოყენებულია მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდები შეფასებისას;

·      მონაცემთა დამუშავება და შეფასება წარიმართება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

 

7.4. სასკოლო კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია

7.4.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის ციკლური ბუნება და იცის, როგორ გაითვალისწინოს წინარე გამოცდილება კურიკულუმის გადამუშავებისთვის.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·  სასკოლო კურიკულუმის რევიზია.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·    საგნობრივ კურიკულუმებში ასახულია წლის მანძილზე დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება;

·  უზრუნველყოფილია კურიკულუმის რევიზირებული ვერსიის შემუშავება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით;

·    გათვალისწინებულია დაგეგმვის პროცესში წინარე გამოცდილების ანალიზი;

·    შექმნილია კურიკულუმის განვითარებისა და მხარდაჭერის სარეკომენდაციო საჭიროებათა პაკეტი.

მუხლი 8 . სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

8.1. ადამიანური რესურსების მართვა

8.1.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის ორგანიზაციული მოწყობის მნიშვნელობა დასახული მიზნების მიღწევისთვის და იცის, როგორ შექმნას გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და დელეგირებაზე დაფუძნებული სისტემა.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·   სკოლის სტრუქტურა.

დირექტორის ძალისხმევით:

·  მკაფიოდ განსაზღვრულია სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/პირების პასუხისმგებლობები;

·  უზრუნველყოფილია სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირება.

8.1.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა სკოლის განვითარებისთვის და იცის, როგორ  წარმართოს საჭიროებებზე დაფუძნებული პერსონალის დაგეგმვის, შერჩევისა და მართვის პროცესები.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     პერსონალის შერჩევა, მართვა.

დირექტორის ძალისხმევით:

·  პერსონალის მართვის პროცესი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;

·  ხორციელდება საჭიროებებზე დაფუძნებული პერსონალის მართვის პრევენციული და ინტერვენციული პოლიტიკა;

·  ხორციელდება პერსონალის დაგეგმვის და შერჩევის პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით;

·      პერსონალის კვალიფიკაცია შესაბამისობაშია დაკავებულ თანამდებობასთან;

·  პერსონალის მართვის პოლიტიკა და ორგანიზაციული კულტურა დაფუძნებულია მონაწილეობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებზე;

·       სკოლაში უზრუნველყოფილია წარმატებული გამოცდილების აღიარებისა და გაზიარების ეფექტიანი მექანიზმი.

 

8.2. სკოლის პერსონალის განვითარება

8.2.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს ადამიანური რესურსების განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის როლი და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და  იცის, როგორ დანერგოს პერსონალის შეფასებისა და  განვითარების მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მიღწევებსა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

· ადამიანური კაპიტალის განვითარება.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·       სკოლა ორიენტირებულია ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე – სასკოლო საზოგადოების წევრების ცოდნის , უნარების , კომპეტენციების და შესაძლებლობების მუდმივი ზრდით; 

·       სკოლაში შემუშავებულია და დანერგილია  ადამიანური რესურსების სტრატეგიულად და ოპტიმალურად მართვა, რათა სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; 

·       უზრუნველყოფილია პერსონალის განვითარების მხარდაჭერა გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შემუშავებული გეგმის შესაბამისად;

·        უზრუნველყოფილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა;

·   უზრუნველყოფილია სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერვენციული პოლიტიკა;

·      უზრუნველყოფილია ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია სამუშაო გარემოსთან;

·  წახალისებულია პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები,  უზრუნველყოფილია წარმატებული გამოცდილების აღიარებისა და გაზიარების ეფექტიანი მექანიზმი.

 

8.3. პროცესების მართვა

8.3.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება სკოლის მიერ გაცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     განათლების პოლიტიკა სკოლის დონეზე;

·    შობელთა ჩართულობა;

·     ანგარიშვალდებულება.

დირექტორის ძალისხმევით:

·       იდენტიფიცირებული და აღწერილია სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი და დამხმარე პროცესები;

·       განსაზღვრულია საგანმანათლებლო პროცესის მართვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და სკოლის მისიას;

·       უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო პროცესის მართვის პოლიტიკის საჯარო ხელმისაწვდომობა;

·      საგანმანათლებლო პროცესი განხორციელებულია პოლიტიკის დოკუმენტით წინასწარ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად;

·       უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სერვისების მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის არსებობა სკოლაში;

·      უზრუნველყოფილია პერსონალის და მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები სკოლაში;

·      უზრუნველყოფილია თანამშრომლების, მოსწავლეების/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების, ასევე საჩივრების განხილვის ეფექტური სისტემის არსებობა სკოლაში.

 

8.3.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასკოლო საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული სკოლის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა და იცის, როგორ  უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის თანამონაწილეობითი მართვა.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·      გადაწყვეტილების მიღება;

·  მართვის კოლეგიალური ორგანოები;

·      მშობელთა ჩართულობა.

დირექტორის ძალისხმევით:

·  უზრუნველყოფილია სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების, ცვლილებებსა და განხორციელებაზე ინფორმირების, უკუკავშირის მიღების და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების არსებობა სკოლაში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;

·  უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების სასკოლო ცხოვრებაში/მართვის კოლეგიალურ ორგანოებში აქტიური ჩართულობა.

 

8.4. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება

8.4.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხო გარემოს როლი და მნიშვნელობა სწავლის პროცესში და იცის, როგორ   უზრუნველყოს  ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება.  

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·      საზოგადოებრივი წესრიგი;

·      სკოლის შინაგანაწესი;

·       პერსონალური მონაცემები, მათი დაცვა;

·      ინფორმაციული უსაფრთხოება;

·      სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

·      საგანგებო სიტუაციები.

დირექტორის ძალისხმევით:

·       სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი;

·  სკოლის ტერიტორიაზე დაცულია ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად;

·    სკოლას გააჩნია სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაშია სკოლის სპეციფიკასა და მოქმედ კანონმდებლობასთან;

·      უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო;

·      დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

·      დაცულია პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად;

·      დაცულია ინფორმაციული უსაფრთხოება კანონმდებლობის შესაბამისად;

·      უზრუნველყოფილია ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდული შეფასება და შეფასების შედეგები გამოყენებულია აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.

 

8.5. მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა  

8.5.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის მატერიალური რესურსისა და ინფრასტრუქტურის  მნიშვნელობა დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და იცის, როგორ დაგეგმოს და განახორციელოს   მათი მართვის პოლიტიკა.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     სკოლის ინფრასტრუქტურა.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·       უზრუნველყოფილია საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი;

·       დანერგილია სკოლის ოპერირების და მოვლა-პატრონობის ეფექტიანი პოლიტიკა;

·    დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი  მუდმივად განახლების რეჟიმშია და ხელმისაწვდომია  სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის;  

·      შექმნილია ინკლუზიური სასწავლო გარემო შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

·      სკოლა ჩამოყალიბებულია სოციოკულტურულ სივრცედ შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

·       სკოლაში  უზრუნველყოფილია მრავალარხოვანი საკომუნიკაციო სივრცე.

 

8.6. საინფორმაციო რესურსები

8.6.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად  და იცის, როგორ   უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და სკოლის მართვის პროცესში.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·    სასწავლო პროცესი სრულფასოვნად წარმართულია შესაბამისი IT ინფრასტრუქტურით;

·  ტექნოლოგიები გამოიყენება საოპერაციო და ადმინისტრაციული სისტემების გასაუმჯობესებლად სკოლაში; 

·  ტექნოლოგიები გამოიყენება საკომუნიკაციო არხების და სისტემების შესაქმნელად მშობელთა, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის სასკოლო ცხოვრებაში ჩასართავად მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად; 

·       სკოლაში ტექნოლოგიები გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისთვის; 

·   სკოლაში ტექნოლოგიები გამოიყენება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად; 

·      ელექტრონული რესურსები გამოიყენება სასწავლო პროცესში; 

·     მხარდაჭერილი და წახალისებულია მასწავლებლების მიერ ელექტრონული რესურსების ჩართვა სასწავლო პროცესში; 

·      მხარდაჭერილი და წახალისებულია დისტანციური პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;

·  ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა  (კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტი) მუდმივად და სტაბილურად ხელმისაწვდომია მოსწავლეებისა და პერსონალისათვის სკოლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

8.6.2. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სისტემური საქმისწარმოების მნიშვნელობა ორგანიზებული პროცესების წარმართვისთვის და იცის, როგორ უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება   მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     საქმისწარმოების წესი;

·     ელექტრონული საქმისწარმოება.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·    სკოლაში დანერგილია და პრაქტიკაში მუშაობს საქმისწარმოების ღია, მოქნილი და მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა; 

·   სკოლის მართვაში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოებისათვის;

·    უზრუნველყოფილია სკოლის სრულყოფილი პროფილი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

·     უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ უწყებებთან თანამშრომლობა ანგარიშგებისა და თანამშრომლობის ეფექტიანი პროტოკოლით.

8.6.3. დირექტორს გაცნობიერებული აქვს საზოგადოებასთან მიზანმიმართული ურთიერთობის მნიშვნელობა და იცის, როგორ წარმართოს სტრატეგიული კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    კ ომუნიკაციის სისტემა;

·    საკომუნიკაციო სტრატეგია; საკომუნიკაციო ინსტრუმენტები.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·     ზრუნველყოფილია საზოგადოების ინფორმირება და ეფექტური კომუნიკაცია ოფიციალური ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;

·       სკოლას გააჩნია საკომუნიკაციო სტრატეგია და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე; 

·       სკოლას შემუშავებული აქვს საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაბამისი საკომუნიკაციო ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობებისთვის;

·      უ ზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის, მათ შორის განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მხოლოდ სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელება;

·        საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში სხვადასხვა არხით მიღებული უკუკავშირი (მაგალითად, მშობელთა გამოკითხვა, მოსწავლეთა გამოკითხვა) გამოყენებულია სკოლის საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

8.7. ფინანსური რესურსები

8.7.1.   დირექტორს გაცნობიერებული აქვს დაწესებულების  ფინანსური მდგრადობის მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს სკოლის ფინანსური მართვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    ფინანსები;

·    სკოლის ბიუჯეტი.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·      სკოლაში უზრუნველყოფილია ფინანსური რესურსების მართვის  (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) ეფექტიანი სისტემის არსებობა, რომლითაც რეალიზდება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები;

·    ბიუჯეტში ასახულია სასკოლო საზოგადოების წევრების ინტერესები, შეხედულებები, საჭიროებები და პრიორიტეტები;

·  სკოლა უზრუნველყოფილია ფისკალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით სასკოლო სასწავლო გეგმის/კურიკულუმის განსახორციელებლად, სწავლებისა და შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად;

·   სკოლა უზრუნველყოფილია ფისკალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით მასწავლებელთა გასაძლიერებლად, საზოგადოებისა და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად;

·    სკოლაში დანერგილია და პრაქტიკაში გამოიყენება ფინანსების მართვის, შესყიდვების პროცედურის გამჭვირვალე სისტემა.

 

მუხლი 9. მოსწავლეთა მხარდაჭერა

9.1. მოსწავლეთა უფლებების დაცვა  

9.1.1.   დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და იცის, როგორ შექმნას   გარანტიები მათ უზრუნველსაყოფად.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·   მოსწავლის უფლებები.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·   სკოლის შიდა რეგულაციებით დაცულია მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებები და გარანტიები;

·   უზრუნველყოფილია მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალეობა და გაზიარება სასკოლო საზოგადოებაში.

 

9.2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები

9.2.1. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს ამ პროცესის ხელშემწყობი სისტემის ჩამოყალიბება.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    საფეხურის დაძლევა;

·    სკოლის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეები.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·    სკოლას განსაზღვრული აქვს მოსწავლის ჩარიცხვისა და დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის დაძლევის გამჭვირვალე და კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები;

·    უზრუნველყოფილია მოსწავლის ჩარიცხვისა და საფეხურის დაძლევის  მექანიზმების დაცვა;

·     უზრუნველყოფილია სკოლის მიერ განსაზღვრული მომსახურების სახეების, პირობების, პროგრამების და მათი სპეციფიკის, მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების (არსებობის შემთხვევაში), სკოლის შიდა პოლიტიკის და მოსწავლის მხრიდან მოსალოდნელი ქცევის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;

·  უზრუნველყოფილია პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, გამჭვირვალეობა, ხელმისაწვდომობა, განახლება და არადისკრიმინაციულობა;

·  სწავლის დაწყების მომენტიდან ხელშეწყობილია მოსწავლეთა ადაპტაცია სასწავლო გარემოსთან.

9.2.2.   დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის,  როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტიტუციის როლი და მნიშვნელობა და იცის, როგორ შექმნას მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემა.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·  სერვისები მოსწავლეთა მხარდასაჭერად;

·     არაფორმალური განათლება.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·      უზრუნველყოფილია მოსწავლის სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებით აკადემიური და პიროვნული მიღწევების გასაუმჯობესებლად;

·      უზრუნველყოფილია გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოსწავლისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის მობილობასთან, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით;

·    წახალისებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით დამატებითი/არაფორმალური აქტივობები და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები;

·    უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე;

·       უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკების ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში.

9.2.3. დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის როლი მოსწავლის კარიერული დაგეგმვის პროცესში და იცის, როგორ შექმნას პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი სისტემა.  

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·     კარიერული მხარდაჭერა.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·        უზრუნველყოფილია კარიერული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა   მოსწავლეთათვის;

· უზრუნველყოფილია მოსწავლეების/მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის განახლებული და სანდო ინფორმაციის  მიწოდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;

·    მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულია კარიერული განვითარების კვლევის შედეგად მიღებული უკუკავშირი.

9.2.4. დირექტორს გაცნობიერებული აქვს  მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და  იცის, როგორ შექმნას ინკლუზიური გარემო მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    ინდივიდუალური გეგმა;

·   „ განათლების მეორე შესაძლებლობა“.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·    ჩამოყალიბებულია დემოკრატიულ და ინკლუზიურ ღირებულებებზე დაფუძნებული მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო;

 ·    ჩამოყალიბებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო გარემოს მორგებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებაზე, მის მხარდაჭერას შესაბამისი ადამიანური, სასწავლო/განმავითარებელი რესურსებით, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება-განხორციელება-მონიტორინგის უზრუნველყოფა;

·   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევები და განვითარება დაფუძნებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობასა და თანამშრომლობაზე;

·  დადგენილია სწავლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან მუშაობის მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები („განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“).

9.2.5. დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეებისთვის საჭიროებებზე მორგებული დამატებითი მომსახურების მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საკვანძო ცნებები

ინდიკატორები

·    დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

 

დირექტორის ძალისხმევით:

·     სკოლის მიერ შეთავაზებულია დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურება (გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი, ტრანსპორტირების სერვისი, საერთო საცხოვრებლით მომსახურება და სხვა) შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან საქმიანობის განხორციელების უფლების მიღების შემდეგ/საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·      სკოლის მიერ შეთავაზებულია დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურება ნებაყოფლობითობის პრინციპით, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით და პირობებით, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია მართვის კოლეგიალურ ორგანოსთან და მომსახურების მიმღებთან და ემსახურება მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ, პერსონალურ ან/და კარიერულ ზრდას და განვითარებას;

·   შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი უფლების მოპოვების ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ზოგადად არსებული ნორმების დაცვით და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.