„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.023674
463
16/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
270000000.10.003.023674
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2022 წლის 16 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2020, 270000000.10.003.021808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ინსპექტირება – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის მიმართ შრომითი ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

) განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება) − დარღვევის/დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული ვადის შემდეგ, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის მიმართ განმეორებითი ინსპექტირების განხორციელება;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილობრივი ინსპექტირება – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის ან/და დასაქმებულის მიმართ შრომითი ნორმების დაცვის მდგომარეობის ნაწილობრივ (სამუშაო სივრცის ნაწილი, კონკრეტული სამუშაო ადგილი, ტექნიკური აღჭურვილობა, ერთი ან მეტი შრომითი უფლება და ა.შ.) შემოწმება;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ობიექტის ინსპექტირება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ობიექტზე მისვლით, ასევე ობიექტზე მისვლის გარეშე, ყველა საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტის გამოთხოვისა და დასაქმებულთა ან სხვა პირთა გამოკითხვის გზით (მოთხოვნილი ინფორმაცია და დასაქმებულთა/მესამე პირთა გამოკითხვის საჭიროება უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს შრომითი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას).“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იძულებითი შრომის ფაქტების გამოვლენის მიზნით, ინსპექტირების განხორციელებას, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების (მათ შორის, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო ნიშნების) თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას;“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება, განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ადგილზე მისვლით ან მის გარეშე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ,12 და 13 პუნქტები:

„11. ობიექტის საქმიანობის შემოწმებისას თუ გამოიკვეთა, რომ შეუძლებელია ობიექტთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტის დოკუმენტური დადასტურება ან/და არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შესაძლებელია, უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებულ იქნეს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, აღნიშნულის თაობაზე შესაძლებელია შედგეს სატელეფონო აქტი.

12. სატელეფონო აქტი ასევე შესაძლებელია, შედგეს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში მონაწილეობის უარის თქმის თაობაზე.

13. სატელეფონო კომუნიკაციისას შრომის ინსპექტორი:

ა) ამოწმებს იმ პირის ვინაობასა და უფლებამოსილებას, ვისთანაც ხორციელდება სატელეფონო ზარი;

ბ) აცნობს პირს მის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე განხორციელებული სატელეფონო ზარის სამართლებრივ შედეგებს;

გ) აკეთებს სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერს ფოტო-ვიდეომოწყობილობის მეშვეობით;

დ) ადგენს წერილობით სატელეფონო აქტს, ხოლო აქტის სისწორეს ადასტურებს სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (რომელიც ასევე უნდა ესწრებოდეს სატელეფონო საუბარს).“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტის შემოწმების ჩატარების (მათ შორის, ობიექტზე მისვლის გარეშე შემოწმება), განხორციელების დროისა და ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ობიექტზე, ადგილზე ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ობიექტზე შევა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და წარადგენს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის (პირების) სამსახურებრივ პირადობის მოწმობას, ხოლო ობიექტზე შესვლის გარეშე ინსპექტირების შემთხვევაში − როდესაც ობიექტის უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდება მოთხოვნა შრომითი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ.“.

6. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. თუ ინსპექტირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან/და არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების გამომრიცხავი სხვა გარემოებანი, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი გამოსცემს დადგენილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული დადგენილების ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გადამოწმება შესაძლოა, განხორციელდეს როგორც ადგილზე მისვლით (ობიექტზე არსებული სამუშაო სივრცის/ადგილის დათვალიერებით), ასევე მის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი