„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023667
456
16/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
340170000.10.003.023667
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2022 წლის 16 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ − „ე“ ქვეპუნქტები:

„გ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე;

დ) ჰუმანიტარული მიზნით ან გრანტის სახით იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე;

ე) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი