„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018213
106/ნ
21/09/2022
ვებგვერდი, 22/09/2022
430210000.22.022.018213
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №106/ნ

2022 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:


მუხლი 1

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საშუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტებში   სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).“.

2. 39- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლა ვალდებულია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნებიან რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში და მშობლის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის.“.

3.   58-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის“ მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.     მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.