“სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 79-ს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 16/06/2003
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 23/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 350.090.000.12.214.005.883
  • Word
79-ს
16/06/2003
სსმ, 60, 23/06/2003
350.090.000.12.214.005.883
“სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 359.090.000.12.214.005.883

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება 79-ს

2003 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანო­ნის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა)­,­ ­(ბ) და (გ) ქვეპუნქტების შესასრულებლად და ,,სა­მე­წარ­­მეო საქმიანობის კონტრო­ლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმების წესი თანდართუ­ლი სახით.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3.  ეს ბრძანება ძალაშია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლე­ბე­ლი ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნისა და კონტროლის განხორციელების წე­სის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

4.  ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სტა­ტისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 19 მაისის 71-ს ბრძანება.

დეპარტამენტის თავმჯდომარე

 თეიმურაზ ბერიძე

სტატისტიკური აღრიცხვის

შემოწმების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი შემუშავებულია ,,სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა), (ბ) და (გ) ქვეპუნქტების შესასრულებლად; ,,სა­მე­წარ­­მეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქარ­­თვე­ლოს კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სა­­­ქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 24-ე ნაწილისა და 229-ე მუხლით სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებისათვის მი­ნი­­ჭე­ბული უფლებამოსილების განსახორციელებლად და აწესრიგებს სახელმწიფო სტა­­­ტისტიკის ორგანოების (შემდგომ ტექსტში ორგანო) მიერ სახელმწიფო სტატისტიკუ­რი დაკვირვების რესპოდენტთა შემოწმებასთან და­კავ­შირებულ ურთიერთო­ბებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) აშკარა სამართალდარღვევა სტატისტიკის შესახებ კანონმდებლობის დარღვე­ვა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა), რომლის დადასტურება არ საჭირო­ებს სუბიექტის შემოწმების ჩატა­რე­ბას და ორგანო უფლებამოსილია ამ სამართალ­დარღვევაზე რეაგირება მო­ახ­დი­ნოს ორ­განოს თანამშრომლის ან ხელმძღვანელის მიერ მომზადებული სარეკომენ­და­­ციო ბა­რათის საფუძველ­ზე. ასეთ დარ­ღვე­­ვებს განე­კუთ­ვნება:

ა.ა) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების მონაცემების დადგენილი ფორ­­­­მით წარუდგენლობა სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპონდენტის მიერ;

ა.ბ) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების მონაცემების დადგენილ ვა­დებ­ში წარუდგენლობა სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპონდენტის მი­­ერ;

ბ) სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპონდენტი კერძო სამარ­თლის სამეწარმეო იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდი­უ­ლი პირი, ინდივიდუალური საწარმო, საჯარო სამართლის სუბიექტი;

გ) ორგანო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (სახელმწიფო სტატისტიკის ორგანო), რომელიც „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაკონტროლებელ ორგანოდ (სტატისტიკური აღრიცხვის სფეროში) რე­გის­­ტრირებულია საქართველოს იუს­ტი­ციის სამი­ნის­ტროს მიერ მაკონტროლებელ ორ­გა­ნოთა სახელმწიფო რეესტრში (009; 20.08.2001);

დ) სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმება სამეწარმეო საქმიანობის კონ­ტრო­ლი (სტატისტიკური აღ­რიც­ხვის სახელმწიფო კონტროლი), რომ­ლის მიზანია სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპოდენტთა მიერ სტა­ტის­ტიკის კანონ­მდებ­ლობის დარღვევათა გა­მოვ­ლენა და შესაბამისი სანქციის დადება;

ე) შემოწმების ბრძანება მოსამართლის ბრძანება სუბიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ;

ვ) შემმოწმებელი ორგანოს მოხელე, რომელიც უფლება­მო­სი­ლია განახორ­ცი­ელოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი (შემოწმება). ორი და მეტი მო­ხე­ლისათვის შემმოწმებლის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში შემ­მოწმებ­ლებიდან ერთ-ერთი განისაზღვრება ჯგუფის უფროსად;

ზ) შესამოწმებელი სუბიექტი სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპონდენტი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: სამეწარმეო იურიდიული პირი, ინდივიდუალური საწარმო, არასამე­წარ­­მეო იურიდიული პირი;

თ) შემოწმების აქტი ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შემმოწმებლ(ებ)ის მიერ მომზადებული და როგორც თითოეული შემმოწმებლის, ისე შე­სამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია შემოწმების შედეგები;

ი) საქმის განხილვა საქმის მასალების განხილვა კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით;

კ) საქმის მასალები

კ.ა) აშკარა სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვე­ვის ოქმი;

კ.ბ) შემოწმების შემთხვევაში შემმოწმებლის (ორი და მეტი შემმოწმებლის შემთხვევაში კი - ჯგუფის უფროსის) მიერ შემოწმების დას­რუ­­ლების შესახებ ორგანოსათვის მომზადებული მოხსენებითი ბარათი, შემოწმების აქტი, მასზე თანდარ­თული მასალები (მოპოვებული შემოწ­მე­ბის შედეგად), რომ­ლე­ბითაც დასტურდება შე­­მოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტები; ადმინის­ტრა­ცი­უ­ლი სამარ­თალდარ­ღვევის შემთხვევაში - ასევე ადმინისტრაციული სამართალ­დარ­ღვე­ვის ოქმიც;

ლ) საქმის მომხსენებელი - საქმის განხილვაზე ორგანოსათვის საქმის მომხსენებელია:

ლ.ა) აშკარა სამართალდარღვევის შემთხვევაში - ამ დარღვევის გამომვ­ლე­ნი პირი ან ორგანოს ხელმძღვანელი;

ლ.ბ) შემოწმების შემთხვევაში - თვით შემმოწმებელი (ორი და მეტი შემმოწ­მებ­ლის შემთხვევაში კი - ჯგუფის უფროსი).

    მუხლი 3. სტატისტიკური აღრიცხვის შემოწმება

1.  სტატისტიკის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თა­ვი­დან აცი­ლებისა და აღკვეთის მიზნით ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების რესპო­ნდენ­ტი მის მიერ სტატისტიკურ მონაცემთა შესაძლო გაყალბების დასად­გენად და აღმოსაფხვრელად.

2.  შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მეწარმის საქმიანობის შემოწმების ბრძანე­ბის საფუძველზე.

3. შემოწმების დაწყებამდე შემმოწმებელი (ჯგუფის უფროსი) შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელ პირს წარუდგენს: მოსამართლის ბრძანებას სუბიექტის საქ­მიანობის შემოწმებაზე და შემმოწმებლ(ებ)ის პირა­დო­ბის დამადასტურებელ სამსახუ­რებრივ მოწმობას(ებს).

4. შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებელი ვალდებულია დაიცვას სამე­წარ­მეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული მოთხოვნები, მაქსი­მა­ლურად შეეცადოს, რომ შესამოწმებელ პირს ხელი არ შეეშალოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

5. შემმოწმებელი მოქმედებს მისთვის შემოწმების ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

6. შემმოწმებლების ჯგუფის შემთხვევაში შემოწმებას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია ჯგუფის უფროსი, დანარჩენი შემმოწმებლები კი ექვემ­დე­ბა­რე­ბიან მას.

7. შემმოწმებელი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს სუბიექტისაგან შემოწმების ჩასატარებლად საჭირო დოკუმენ­ტა­ცია იმ სა­კითხ­­თან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება;

ბ) მოითხოვოს სუბიექტისაგან შემოწმების ჩასატარებლად საჭირო ზეპირი ახსნა-განმარტება მე-7 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

8. შემმოწმებელი ვალდებულია შემოწმების აქტში ასახვის მიზნით დაად­გი­ნოს:

ა) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან აქვს თუ არა ადგილი სტატისტიკის შე­სახებ კანონმდებლობის დარღვევას;

ბ) შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვინაობა, რომ­ლ(ებ)ის მოქმედება ან უმოქმედობა პირდაპირ უკავშირდება ამ პუნქტის (ა) ქვ­ე­­­პუნქ­ტში მითითებულ შემთხვევას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზო­მა ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის არსებობისას.

9. შემოწმების ჩატარებისას შესამოწმებელი სუბიექტი ვალდებულია შეასრ­უ­ლოს შემმოწმებლის კანო­ნი­ერი მოთხოვნა იმ სა­კითხ­­თან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსა­მარ­თლის ბრძანება.

10. ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შემმოწმებლ(ებ)ის საქმიანობის ხელშეწყობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

11. შემმოწმებლ(ებ)ისათვის შემოწმების განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში შესამოწმებელ სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

12. შემოწმების შედეგები ფორმდება და ამომწურავი სახით თავს იყრის შე­მოწ­მების აქტში, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) შემოწმების აქტის შედგენის თარიღი;

ბ) შემოწმების საფუძველი (შემოწმების ბრძანების თარიღი და ნომერი);

გ) შემოწმების მიზანი;

დ) შემმოწმებელთა სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღები;

ვ) შესამოწმებელი სუბიექტის იურიდიული მისამართი და სრული დასახელე­ბა; შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი და თანამდებობა; საკონტაქტო კოორდინატები;

ზ) შემოწმების შედეგები;

თ) შემოწმების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების დასახელება (თარიღის, ნომრის და გვერდების რაოდენობის მითითებით), რომლებითაც დასტურდება შემოწმე­ბის შედეგად გამოვლენილი, შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტები ან/და დარღვევები. თითოეული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს შემოწმების აქტის დანართის სახით; დანართები უნდა იყოს დანომრილი რიგითობის მიხედვით, ხოლო შემოწმების აქტზე თანდართული ყველა დანართის თითოეული გვერდი მთლიანად უნდა იყოს დანომრილი თანმიმდევრულად, უწყვეტი ნუმერაციით.

13. შემოწმების აქტზე დასართავად გადაღებულ უნდა იქნეს დედნის (დუბლიკატის) ქსეროასლი, რომლის დედანთან შესაბამისაბოსაც თითოეულ გვერდზე ხელ­მოწერითა და ბეჭდით ადასტურებს შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პი­რ­ი.

14. შემოწმების აქტს ხელს აწერს შემმოწმებელი და შესამოწმებელი სუბიექ­ტის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

15. იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემოწმების შედეგებს, მას უფლება აქვს შემოწმების აქტზევე წერილობით მიუთითოს ამის შესახებ და ხელმოწერით დაადასტუროს მისი პოზიცია. ამასთან, შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პი­რი ვალდებულია იქვე მიუთითოს ან შემოწმების აქტზე დასართავად შემმოწმებელს წერილობით წარუდგინოს ხელმოწერით დადასტურებული ახსნა-განმარტება;

ა) იმ საკით(ებ)თან დაკავშირებით, რომელსაც იგი არ ეთანხმება;

ბ) არგუმენტ(ებ)ის, კონკრეტული ნორმატიული აქტის (მუხლის, პუნქტის), მითითებით, რომელსაც ეყრდნობა თავისი პოზიცია.

16. თუ შესამოწმებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირი შემოწმების აქტს ხელს არ მოაწერს და არც იმას აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტს გარკვეული მო­საზ­რების გამო არ ეთანხმება, ასეთ შემთხვევაში შემმოწმებელი, მოწმე(ებ)ის თან­დას­წრებით შემოწმების აქტზე აკეთებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ შესამოწ­მე­ბელი სუბიექტის პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ამ აქტის ხელმოწერაზე და ამ ჩანაწერს ხელმოწერით დაადასტურებ(ენ)ს მოწმე(ები).

17. თუ შემმოწმებელი შემოწმების პროცესში დააგენს, რომ ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შემოწმების აქტის შედგენასთან ერ­თად ადგენს ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; შემოწმების აქტში კი აფიქსირებს კონკრეტულად, თუ რა ადმინისტრაციულ გადაცდომაზე იქნა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმი.

18. შემოწმების დასრულების შემდეგ 3 დღის ვადაში, შემმოწმებელი (ჯგუფის უფროსი) წარუდგინოს ორგანოს შემოწმების მასა­ლე­ბს მოხსენებითი ბარათით.

    მუხლი 4. აშკარა სამართალდარღვევა

1.  ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრუ­ლი აშ­კარა სამართალდარღვევის შემთხვევაში, მისი გამომვლენი ორგანოს თანამ­შრო­მელი (ან ხელმძღვანელი) უფლებამოსილია საქმე განსახილველად მოამზადოს შემოწმების ჩატარების გარეშეც და წარუდგინოს იგი ორგანოს (ზემდგომ ორგანოს) სარეკომენდაციო ბარათით.

2.  აშკარა დარღვევის შემთხვევაში განსახილველად წარდგენილ საქმეს თან უნდა დაერთოს ან/და მიეთითოს ყველა ის დოკუმენტი/სამართლის ნორმა, რომელიც ადასტურებს აშკარა დარღვევის ფაქტს და რომელთა საფუძველზედაც უნდა მოხდეს განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.

    მუხლი 5. საქმის განხილვა

1.  საქმის განხილვაზე საქმის მასალებს წარმოადგენს საქმის მომხსენებელი.

2.  საქმის მასალებს ორგანო (ზემდგომი ორგანო) განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.