ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48
14/09/2022
ვებგვერდი, 14/09/2022
010250050.35.137.016593
ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/09/2022 - 07/02/2023)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2022 წლის 14 სექტემბერი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების  ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი 1-ის შესაბამისად. 
მუხლი 2
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების   ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი 2-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი  სტუდენტების პირველ კურსელების პირველი სემესტრის დახმარების გაცემის წესი დანართი 3 -ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი 1

ადიგენის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების დახმარების გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების  ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ადიგენის  სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების  გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე.

4. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“  პროგრამის (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში და  ჭიდაობაში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

მუხლი 3. გუნდურ სახეობებში საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენის/გუნდის ფინანსური დახმარება

1. ფეხბურთი – მოყვარულთა ფეხბურთი რეგიონის ჩემპიონატი (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

2. ფეხბურთი – რეგიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

მუხლი 4. ჭადრაკის ტურნირების საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასული და თანრიგის მქონე პირების  ფინანსური დახმარება

1. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“. უფროსი ასაკის ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სპორტის სახეობაში ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთი ან მეტი პირველი / საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების ოდენობის 20 %.

მუხლი 5. მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება

1. მწვრთნელებს, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.

3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 6. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში -საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 7. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ახლაგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების   სამსახური.

2. სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


დანართი 2

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების და მათი პედაგოგების ფინანსური დახმარების გაცემის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, მუსიკისა და ხელოვნების დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების ( გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) და მათი პედაგოგების წახალისება და ხელშეწყობა ფინანსური დახმარების გაცემის გზით.  

3. დაფინანსება   ხორციელდება   ადიგენის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამა „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“-ის  (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 2. მუსიკალური გუნდების, ცეკვის ანსამბლების და ინდივიდუალური (სოლო) შემსრულებლების ფინანსური დახმარება

უმცროსი ასაკის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ მუსიკალურ გუნდებს, ცეკვის ანსამბლებს, ასევე ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებლებს, რომლებმაც სახელმწიფო უწყებების (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ან სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსებზე დაიკავეს საპრიზო ადგილი,  ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეთ შემდეგი ოდენობით:

ა) მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა.ა)  გრან-პრი 800 ლარი;

ა.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 700 ლარი;

ა.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი;

ა.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

ბ) ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებელს (სიმღერა, ცეკვა), რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ბ.ა)  გრან-პრი  400 ლარი;

ბ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ბ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

ბ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

 

მუხლი 3. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური დახმარება

1. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

 

მუხლი 4. ხელოვნებისა და მუსიკის დარგში მოღვაწე პედაგოგების ფინანსური დახმარება

1.პედაგოგს/ქორეოგრაფს, რომლის მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება  მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80%  ოდენობით.

2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ პედაგოგებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში და რომელთა მიერ მომზადებულმა ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა დაიკავეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.

3. პედაგოგს/ქორეოგრაფს რომლის მოსწავლემაც ერთსა და იმავე ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა ერთზე მეტი საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების  20%.

 

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 5. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგების წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის/პედაგოგის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის/პედაგოგის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ახლაგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების   სამსახური.

2. განათლების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების და მათი პედაგოგების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

 


დანართი 3

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში სოციალურად დაუცველი  სტუდენტების  ფინანსური დახმარების გაცემის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში სოციალურად დაუცველი სტუდენტების  ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე  ფინანსური დახმარების გაცემის წესს.

2. წესის მიზანია სოციალურად დაუცველი ყოველი პირველკურსელი  სტუდენტების დაფინანსდება პირველი სემემსტრი. სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამა „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“-ის  (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი - უნივერსიტეტი/ სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.

 

 

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

 

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტების  ფინანსური დახმარება

1. ფინანსური დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალურად დაუცველ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის პირველ კურსელი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. ფინანსური დახმარება ერთ სოციალურად დაუცველ  სტუდენტზე პირველ კურსის პირველ  სემესტრში, რომლის სარეიტინგო ქულაა 0-65000-ის ჩათვლით, შეადგენს არაუმეტეს 1200 (ერთათას ორასი) ლარს.

 

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

მუხლი 4. სოციალურად დაუცველი  სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ფინანსური დახმარების მისაღებად სოციალურად დაუცელი სტსტუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ). ამონაწერი სოციალური სამსახურიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) ამონაწერი ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირველკუსელის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზ)  ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების   – საბანკო რეკვიზიტები. 

 

მუხლი 5. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სტუდენტთა დაფინანსება ერთი სემესტრის განმავლობაში დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ  არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

2.პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ახლაგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების   სამსახური.

3. სოციალურად დაუცველი  სტუდენტების  ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

 


9. 29/02/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 01/03/2024 8. 13/02/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 13/02/2024 7. 15/01/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 16/01/2024 6. 30/08/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 57 - ვებგვერდი, 04/09/2023 5. 08/08/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 09/08/2023 4. 16/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 38 - ვებგვერდი, 19/06/2023 3. 06/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 07/06/2023 2. 07/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 09/03/2023 1. 07/02/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 08/02/2023