„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016640
121/04
13/09/2022
ვებგვერდი, 14/09/2022
220020000.18.011.016640
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №121/04

2022 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018, ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებული წესის:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეს წესი არ ვრცელდება „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით გათვალისწინებული პლატფორმის საქმიანობაზე.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:“;

ბ) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც  ბიუროს გადასცემენ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაციას და სხვა რელევანტურ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;“;

გ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ინტერნეტბანკინგი – საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან;

პ) მობაილბანკინგი – დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი ანგარიშები (საბანკო, ელექტრონული ფული), ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები.“;

დ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ – „ტ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) სამუშაო დღე – დღე შაბათ-კვირის და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა;

რ) არასანქცირებული ვალდებულება – სესხის გამცემი ორგანიზაციის თანხმობის/ნებართვის გარეშე მონაცემთა სუბიექტის ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი;

ს) ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავალი − უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილის სახით მიღებული შემოსავალი;

ტ) სესხის/კრედიტის ვადის უპირობო გახანგრძლივების უფლება – „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1-ის შენიშვნა 2-ში მოცემული შემთხვევა.“.

3. მე-3 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს სესხის გამცემი ორგანიზაციის ან/და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-7– მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს უნდა მიაწოდონ მის ხელთ არსებული, ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად იმ მონაცემთა სუბიექტის ყველა სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ, რომლის მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი გაცემისას მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად არ აღემატება 10,000,000 (ათი მილიონი) ლარს (ტრანშების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველი ტრანშის გაცემისას არსებული კურსი. რევოლვირებადი პროდუქტების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დამტკიცების მომენტში არსებული კურსი).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისათვის სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი აღემატება 10,000,000 (ათი მილიონი) ლარს. იმ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში, რომლებზეც შეწყვეტილია ინფორმაციის მიწოდება ბიუროსთვის, სესხის გამცემ ორგანიზაციას უფლება აქვს ვალდებულების დაფარვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია იმ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), რომლებზეც შეწყდა სესხის გამცემი ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის მიღება, ბიუროს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტის თარიღისათვის არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული მიზნებისათვის სესხს/კრედიტს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (გარანტია, აკრედიტივი და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი – „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბიუროში ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“ სტატუსის მინიჭებიდან ბიურომ ინფორმაცია უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სათითაოდ. ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ ბიურომ უნდა შეინახოს ფულადი გზავნილის განაღდებიდან 5 (ხუთი) წლის მანძილზე.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის 100 (ასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ჩათვლით ოდენობის (ვალდებულების საწყისი თანხის) არასანქცირებული ვალდებულების შესახებ.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რათა თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ამ წესის 71 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ასახოს საკრედიტო ან სხვა ტიპის ანგარიშისაგან დამოუკიდებელ ანგარიშგებაში, რომელზეც წვდომა ექნებათ მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  თუ მსესხებელს/თანამსესხებელს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს  ამ პირის (მსესხებელი/თანამსესხებლის) საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში მონაცემთა სუბიექტის დამატებითი თანხმობის გარეშე, მონაცემთა სუბიექტის არსებული ვალდებულების მონიტორინგის ან/და ახალი საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულების გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.“;

ბ) მე-681 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მომხმარებლის მიერ ფიქსირდება პრეტენზია, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიმართვისთანავე, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მიაწოდოს ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია და იმოქმედოს ბიუროსა და სესხის გამცემ ორგანიზაციას შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ვერ განახორციელა პრეტენზიის სრულყოფილად შესწავლა, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიაწოდოს მიმდინარე დეტალების შესახებ ინფორმაცია და უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, გამოიყენოს დამატებით არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე პრეტენზიასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და განხილვის დასასრულებლად.

7.  სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის შესახებ საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროში გაგზავნის თაობაზე (დანართი №6 და დანართი №8). მტკიცების ტვირთი, რომ მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი ინფორმირებული იყო, ეკისრება სესხის გამცემ ორგანიზაციას.

8. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე ამ წესის დანართი №5-ის ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად. ამ წესის დანართი №5.1-ის მიხედვით, თანხმობის აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის რეგისტრირებული მომხმარებელი და თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის საშუალებით და თანხმობის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მითითებულია თვალსაჩინო ადგილას და, ასევე, მონაცემთა სუბიექტისთვის/მომხმარებლისთვის გასაგებად არის ფორმულირებული. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი – იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის დანართი №5.1-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომლებიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა/მომხმარებელმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №5, დანართი №5.1 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება.

81. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის ან  საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია ბიუროს ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა ამ წესის დანართი №5-ის ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, სისტემური ე.წ. ლოგფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტპროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. ელექტრონული ლოგფაილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; ონლაინრეგისტრაციის/იდენტიფიკაციის თარიღი და დრო; მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაციის თარიღი და დრო (გარდა ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის); რა ფორმით განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაცია; თანხმობის ტექსტი (სრულად), რომელსაც დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი; როდის და რა ფორმით დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი აღნიშნულ ტექსტს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია თანხმობის მოდიფიცირებული ტექსტით აღება/მოპოვება, თუ თანხმობის შინაარსი სრულად არის გადმოცემული და მოდიფიცირებული ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან.“;

გ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. თანხმობის დისტანციურად აღებისას, პირის ავთენტიფიკაციის განხორციელებისათვის,  სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მიზანშეწონილია დაიცვას „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის II თავის მოთხოვნები.“.

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ამ წესის №5, №5.1., №7 და №9 დანართების შესაბამისად აღებული თანხმობების შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 (ერთი) წლის ვადით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიაწოდოს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია ამ წესის 71 მუხლის შესაბამისად.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-7მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ მონაცემების ბიუროსათვის მიწოდების მომენტში უნდა  არსებობდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (დანართი №6.1).

8. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი – იურიდიული პირების შემთხვევაში. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომლებიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №5 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება.

9. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია წარადგინოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, ლოგფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტპროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. ელექტრონული ლოგფაილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; ონლაინრეგისტრაციის/იდენტიფიკაციის თარიღი და დრო; მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაციის თარიღი და დრო (გარდა ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის); რა ფორმით განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაცია; თანხმობის ტექსტი (სრულად), რომელსაც დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი; როდის და რა ფორმით დაეთანხმა მომხმარებელი აღნიშნულ ტექსტს; მონაცემთა სუბიექტმა/მომხმარებელმა როდის და რა ფორმით განაცხადა თანხმობა ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ წესის №5 და №6.1 დანართების შესაბამისად აღებული თანხმობები შენახული უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

8. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება

1. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ანგარიშგებაში ასახოს მასთან განაღდებული ფულადი გზავნილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;

ბ) გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);

გ) განაღდების თარიღი;

დ) მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);

ე) მიმღების მოქალაქეობა;

ვ) თანხის ოდენობა;

ზ) ვალუტა.

2. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბიუროს მიაწოდოს ყოველდღიურად, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის ბიუროში გადამოწმებაზე, ამ წესის დანართი №7-ის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №7 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში (დანართი №7) გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროსთვის მიწოდების თაობაზე (დანართი №8). თუ მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი ინფორმირების მომენტში არ იქნება თანახმა ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე, სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს აღნიშნულის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უარი (დანართი №9).

5. მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიუროს მონაცემთა ბაზაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

6. ბიურო ვალდებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ბიუროს მიაწვდის ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას, თუმცა თავად არ გამოითხოვს მსგავსი ტიპის ინფორმაციას, აუნაზღაუროს გონივრული ღირებულება, რაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აღნიშნული სერვისის გამართულად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.“.

9. მე-8 მუხლის:

ა) მე-2მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხმარებელს უფლება აქვს, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია, მათ შორის, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მის შესახებ არსებულ ჩანაწერებთან, ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვის დროსთან, მონაცემთა სიზუსტესთან, ინფორმაციის კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავებასთან მიმართებაში, დააფიქსიროს უშუალოდ ბიუროში და/ან საქართველოს ეროვნულ ბანკში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში და მოითხოვოს მონაცემთა შესაბამისი ცვლილება/დაბლოკვა/წაშლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

3. ბიუროს საქმიანობის, ასევე ბიუროს მონაცემთა ბაზებში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვისა და მონაცემთა სიზუსტის შესახებ მომხმარებლის პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და ეროვნული ბანკი. მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ან სესხის გამცემი ორგანიზაციის  მხრიდან ინფორმირების წესის (დანართი №6) დარღვევის, ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის, მიწოდება) კანონიერი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დამუშავების შესახებ პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის ფორმდება შესაბამისი მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარების ხელშეწყობის მიზნით, ბიურო ვალდებულია მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებით.“.

10. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბიურო ვალდებულია პრეტენზიის მიღებისას, გარდა ზეპირი ფორმით დაფიქსირების შემთხვევებისა, პრეტენზიის წარმდგენს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს/აცნობოს პრეტენზიის მიღება არაუგვიანეს მიმართვიდან 1 (ერთი) სამუშაო დღისა.

5. ბიურო ვალდებულია განიხილოს მომხმარებლის პრეტენზია, მათ შორის, სადაც საჭიროა, სესხის გამცემ ორგანიზაციასთან, ასევე ინფორმაციის შესაბამის მიმღებთან/მიმწოდებელთან კონსულტაციით და პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიმართვიდან და იდენტიფიკაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღისა, პრეტენზიის წარმდგენს, გარდა ზეპირი ფორმით დაფიქსირების შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს მას საკითხის შესწავლის შედეგები და, შესაძლებლობის არსებობისას შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები. თუ პრეტენზიის შესწავლა არ არის დასრულებული ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ბიუროსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბიურო ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა აცნობოს მომხმარებელს საკითხის შესახებ მიმდინარე, მის მიერ მოკვლეული ინფორმაცია და საკითხის განხილვის დასრულების სავარაუდო ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეს. ბიურო ვალდებულია საკითხის განხილვის დასრულებისთანავე მომხმარებელს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საკითხის შესწავლის შედეგების შესახებ, წერილობით ან ელექტრონულად.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ბიუროზე იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია და ბიუროს მიერ დგინდება, რომ დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს ადგილი არ აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“.

11. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) ამ წესითა ან/და „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით დადგენილი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ შემთხვევაში;“.

12. №1, №5, №5.1 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

13. დაემატოს №6.1, №7, №8 და №9  დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებული არიან დააკმაყოფილონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. 

2. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებლები ვალდებული არიან დააკმაყოფილონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის მე-7 მუხლის მე-7-მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში.

3.  სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის 71 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ინფორმირება დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე. სესხის გამცემი ორგანიზაციები, გარდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, ვალდებული არიან 2023 წლის 1 მარტიდან დააკმაყოფილონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის 71 მუხლის მოთხოვნები.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა დააკმაყოფილონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის 71 მუხლის მოთხოვნები.

5. სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებული არიან 2022 წლის 1 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესის დანართი №1.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე