დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14-85 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.101.017021 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და დადგენილების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ლ2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს“; ბ) მე-2 მუხლს, პირველი პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი: „11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს.“; გ) მე-2 მუხლის 3 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“, „კ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით, 11 პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „ბ.ე“, „გ“, „ე“, „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ1“, „ლ2“, „ლ3“, „ნ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა, ხოლო ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით სარგებლობისას მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების (გარდა ვადიანი სამგზავრო ბარათისა) გამოყენების შემთხვევაში კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები