„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1790-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018034
1790-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
220010000.04.001.018034
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“−„ჰ14“ ქვეპუნქტები:

„ჰ11) ვირტუალური აქტივი − ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას; 

12) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა;

13) ვირტუალური აქტივის მომსახურება ­− კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის  ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;

14) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი − პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. ვირტუალური აქტივი

1. ვირტუალური აქტივი არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას.

2. აკრძალულია ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული იმ შემთხვევებისა, რომლებიც საჭიროა ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად.“. 

3. 48-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;

ბ) 41−43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას ლიცენზია;

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;

დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს;

ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია.

42. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

43. ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 525 მუხლი:

„მუხლი 525. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებასა და რეგულირებას, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული  აქტით.

3. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივების სახეების მიხედვით), აგრეთვე, სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას.  

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს და პროვაიდერის ადმინისტრატორს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.“.

მუხლი 2

1. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გამოცემა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტისა.

2. 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრის წესის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებას, ვალდებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. პირი უფლებამოსილია გააგრძელოს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1790-IXმს-Xმპ