„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1791-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.020618
1791-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
080090020.05.001.020618
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“;

ბ) „ჰ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:

„ჰ5) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ ქვეპუნქტი:

„ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა;“.

3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.

4. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა

1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის  ინიციატორის მიერ ან მისი დავალებით/თანხმობით, ციფრული საშუალებით მიმღებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ინიციატორი და მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან ინიციატორსა და მიმღებს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უწევდეს.

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და მიღებას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები ინფორმაცია.

3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების პროვაიდერმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა სრულად არ შეიცავს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემის ინიციატორის/მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.

8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.

9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე ბანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.“.

მუხლი 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა რეგისტრაციის გავლამდე დაამყარა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1791-IXმს-Xმპ