„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017274
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
88
07/09/2022
ვებგვერდი, 08/09/2022
140130000.22.034.017274
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/09/2022 - 04/11/2022)

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №88

2022 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 211 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მძღოლობის კანდიდატის მიერ დაჯავშნილ დროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება ამ წესის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით, ხოლო მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება (თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს) არაუადრეს წინა რიგის დაჯავშნის დღის მე-7 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს.“.

2. 23- მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარდგენიდან არ არის გასული 400 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

ბ) „AM“, „T“, „S“, „ტრამვაის“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარდგენიდან არ არის გასული 400 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;“;

ა.ბ) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) დაინტერესებული პირი მართვის მოწმობის ამ წესის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადით გაცემის წინააღმდეგია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარდგენიდან არ არის გასული 400 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება შესაცვლელად ან აღსადგენად მოთხოვნილი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ პირის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, პირი აკმაყოფილებს „C“, „D“, „CE“, „DE“ ან ტრამვაის კატეგორიის/„C1“, „D1“, „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა აგრეთვე მიიჩნევა პირის „AM“, „A“, „B“, „BE“, „S“, „T“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ექიმ-სპეციალისტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან/და თუ პირი სატრანსპორტო საშუალების სამართავად შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ რაიმე მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში).“.

3. 24- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „A“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს.

3. „B“, „C“, „D“, „BE“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს პრაქტიკული გამოცდის პირველ და მეორე ეტაპებს.“.

4. 242 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დენა იწყება მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების დღიდან, ხოლო თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“.

5. 25-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებით სააგენტოსა და მძღოლობის კანდიდატს შორის კომუნიკაცია (სააგენტოს მიერ შეტყობინებების/გადაწყვეტილებების გაგზავნა, ხოლო მძღოლობის კანდიდატის მიერ სააგენტოსათვის მოსაზრებების/განმარტებების წარდგენა) დასაშვებია  განხორციელდეს სააგენტოს ელექტრონული ფოსტისა და მძღოლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის (ასეთის მითითების შემთხვევაში) მეშვეობით (სააგენტოს მიერ, სააგენტოს ელექტრონული ფოსტიდან მძღოლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მძღოლობის კანდიდატის მიერ, საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტიდან სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით). ამასთან, საპრეტენზიო განაცხადში მძღოლობის კანდიდატის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით, საპრეტენზიო კომისიის წევრ(ებ)თან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის გზით მძღოლობის კანდიდატის მიერ სააგენტოსათვის მოსაზრებების/განმარტებების წარდგენა დაიშვება, თუ იგი აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციისას გამოთქვამს თანხმობას საუბრის ჩაწერის თაობაზე.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101.  მძღოლობის კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპის შედეგებზე საპრეტენზიო კომისიაში პრეტენზიის წარდგენის (გასაჩივრება) შემთხვევაში, იგი იმავე  გამოცდაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არ დაიშვება.“.

6. 32- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის (პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი) მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უნარ-ჩვევების გამოვლენა და საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება.

2. „B“, „C“, „D“, „BE“ კატეგორიების/„C1“, „D1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლობის კანდიდატის თეორიული ცოდნის გამოყენების საწყისი უნარ-ჩვევების შემოწმება, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის დაშვების შესაძლებლობის განსაზღვრა.“.

7. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა − საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით (ავტომობილისა და მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლების (თავისებურებების) გათვალისწინებით) შესრულდეს შემდეგი მოქმედებები:

ი.ა)  მისაბმელის ჩახსნა:

ი.ა.ა) მისაბმელის ჩახსნამდე ავტომობილი გაჩერებულ იქნეს მისაბმელთან მიმართებით ერთ ხაზზე;

ი.ა.ბ) ჩაირთოს ავტომობილის სადგომი მუხრუჭი და გამოირთოს ძრავა;

ი.ა.გ) ჩაირთოს მისაბმელის სადგომი მუხრუჭი (არსებობისას);

ი.ა.დ) არსებობისას, ჩამოწეულ იქნეს მისაბმელის ან მისაბმელის საბუქსირე მოწყობილობის საყრდენი (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად) და დაფიქსირდეს  საყრდენი ან საყრდენის ამწევის სახელური (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად);

ი.ა.ე) დაიკეტოს საჰაერო სარქველები (არსებობისას);

ი.ა.ვ) გამოირთოს საჰაერო/ჰიდრავლიკური/ელექტრო შეერთებები (არსებობისას) და განთავსდეს შესაბამის ადგილას;

ი.ა.ზ) ჩაიხსნას მისაბმელი ავტომობილიდან;

ი.ა.თ) ავტომობილი ნელი სვლით დაყენდეს მისაბმელის გვერდზე (გამომცდელის მიერ მითითებული მხრიდან);

ი.ბ) ავტომობილის  მისაბმელზე გადაბმა:

ი.ბ.ა) შემოწმდეს ჩართულია თუ არა მისაბმელის სადგომი მუხრუჭი (არსებობისას);

ი.ბ.ბ) შემოწმდეს ემთხვევა თუ არა მისაბმელისა და ავტომობილის გადაბმის მოწყობილობების სიმაღლე და მდგომარეობა ერთმანეთს და, საჭიროების შემთხვევაში, დარეგულირდეს მისაბმელის მდგომარეობა;

ი.ბ.გ) გაიღოს ავტომობილის გადაბმის მოწყობილობის საკეტი (ავტომობილის კონსტრუქციული მახასიათებლიდან გამომდინარე, საკეტის მექანიკურად გახსნის საჭიროების შემთხვევაში);

ი.ბ.დ) ავტომობილი ნელი სვლით მიუახლოვდეს მისაბმელს (დაიშვება ვითარების შესამოწმებლად  მძღოლობის კანდიდატის ავტომობილიდან ერთხელ გადმოსვლა) და ავტომობილი გადაებას მისაბმელს (ავტომობილის და მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად); 

ი.ბ.ე) ჩაირთოს ავტომობილის სადგომი მუხრუჭი და გამოირთოს ავტომობილის ძრავა;

ი.ბ.ვ) შეერთდეს საჰაერო, ჰიდრავლიკური და ელექტრო შეერთებები (არსებობისას);

ი.ბ.ზ) გაიღოს საჰაერო სარქველები (არსებობისას);

ი.ბ.თ) დაიკეტოს, დაფიქსირდეს და შემოწმდეს გადაბმის მოწყობილობის საკეტი ან დამცავი ჯაჭვი (გვარლი) (არსებობისას);

ი.ბ.ი) აიწიოს მისაბმელის ან მისაბმელის საბუქსირე მოწყობილობის საყრდენი (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად) და დაფიქსირდეს საყრდენი ან საყრდენის ამწევის სახელური (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად);

ი.ბ.კ) გამოირთოს მისაბმელის სადგომი მუხრუჭი.

შენიშვნა: გამომცდელის გადაწყვეტილებით, „მისაბმელის გადაბმის და ჩახსნის“ საგამოცდო ელემენტი შესაძლებელია შესრულდეს ჯერ მისაბმელის ჩახსნით და შემდეგ გადაბმით, ან პირიქით – ჯერ მისაბმელის გადაბმით და შემდეგ ჩახსნით, შესაბამისი მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 21,  22 და 23 პუნქტები:

„21. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატმა შესაბამისი საგამოცდო ელემენტი (გარდა „მისაბმელის გადაბმის და ჩახსნის“ საგამოცდო ელემენტისა) დადგენილი წესით უნდა შეასრულოს არაუმეტეს:

ა) 2 წუთის განმავლობაში, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში;

ბ) 4 წუთის განმავლობაში, „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში;

გ) 7 წუთის განმავლობაში, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„CIE“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში.

22. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატმა „მისაბმელის გადაბმის და ჩახსნის“ საგამოცდო ელემენტი დადგენილი წესით უნდა შეასრულოს არაუმეტეს 10 წუთის განმავლობაში.

23. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული დროის ათვლის დაწყება მძღოლობის  კანდიდატს ეცნობება შესაბამისი ხმოვანი სიგნალით ან გამომცდელის მიერ, თითოეული საგამოცდო ელემენტის შესრულების დაწყებამდე.“.

8. 37მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 371 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 372  მუხლი:

„მუხლი 372. „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი და მისი შეფასების წესი

1. „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეასრულოს შემდეგი საგამოცდო ელემენტები:

ა.ა) „უკუსვლით პარკირება“;

ა.ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

ა.გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“;

ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოავლინოს იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები.

2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას, მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:

ა) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი თითოეული საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე;

ბ) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე.“.

10. 38- მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38. „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა და მისი შეფასების წესი“;

) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:“;

ბ.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“), (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“.

11. 381 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა და მანძილი ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ შესაძლებელი იყოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული მოქმედებების, ასევე სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შეფასება. „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საგამოცდო ავტომობილის უშუალოდ საგზაო მოძრაობაში მართვისათვის განკუთვნილი დრო (საგამოცდო მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 წუთს, ხოლო „C“, „D“, კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე – არანაკლებ 45 წუთს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატის აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ან რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 72 საათზე ნაკლებ დროში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლაზე უარის გაცხადების შემთხვევაში (გარდა ამ წესის 382  მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გამომცდელის მიერ ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების საფასური) უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50 %) კანონით დადგენილი წესით.“.

12. 38მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში გამოცდის არდაწყების ან დაწყებული გამოცდის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამომცდელი (მძღოლობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლის არსებობისას ამ მუხლის 71 და 72 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით). შეწყვეტილი/არდაწყებული გამოცდა ხელახლა ტარდება შეწყვეტის/არდაწყების საფუძვლის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რიგის დაჯავშნისა და მომსახურების საფასურის დამატებით გადახდის გარეშე.  გამოცდის შეწყვეტიდან/არდაწყებიდან გამოცდის ხელახლა ჩატარებამდე არსებული პერიოდი არ გაითვალისწინება ამ წესის 242 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გამოთვლისას.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მძღოლობის კანდიდატის მოთხოვნით პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არდაწყების ან დაწყებული გამოცდის შეწყვეტის შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება გაწეულად. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვების საფასურის დაბრუნება შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში.

72. თუ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამომცდელს წარმოეშვა გონივრული ეჭვი მძღოლობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნულის თაობაზე კითხვით მიმართავს მძღოლობის კანდიდატს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატის მიერ გამომცდელის კითხვაზე პასუხის არგაცემის ან აღნიშნული გარემოების დადასტურების  შემთხვევაში, გამოცდა არ დაიწყება, დაწყებული გამოცდა შეწყდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვების საფასურის დაბრუნება შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში.“.

13. 383 მუხლის „ბ.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.კ“ ქვეპუნქტი:

„ბ.კ) სატრანსპორტო საშუალების აჩქარებისას, შენელებისას და აღმართზე და დაღმართზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების ისე მართვა, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას და საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შემცირებას, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემების შერჩევის გზით (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში).“.

14. 384 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მსუბუქ შეცდომას წარმოადგენს მძღოლობის კანდიდატის ქმედება, რომელიც გამოხატავს მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარ-ჩვევების არასაკმარისად მაღალ ხარისხს, მაგრამ თავისთავად ან კონკრეტულ სიტუაციაში არ წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ან ხელს არ უშლის საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას, ანუ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) შეიძლება წარმოადგენდეს/წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის ნებისმიერი მონაწილისათვის, ან შეიძლება ხელი შეუშალოს/ხელს უშლის საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხო მართვას (შემდგომ − პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაცია);“.

15. 385 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „..ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ი.დ) „ა.ი“, „ა.ი1“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მარჯვნივ მოხვევის შემდეგ გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს სამჯერ;“;

ა.ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული მსუბუქი შეცდომა, რომელიც უწყვეტად ხორციელდება, ფიქსირდება ყოველი გზაჯვარედინიდან გზაჯვარედინამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, როგორც ხელახლა დაშვებული შეცდომა, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

16. 386 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები საგამოცდო ოქმში შესაძლებელია:

ა) შეტანისას ასევე აღნიშნულ იქნეს (მიეთითოს) ამ წესის შესაბამისი მუხლისა და პუნქტის ნუმერაციისას გამოყენებული ციფრებით და ქვეპუნქტის თანმიმდევრობის აღმნიშვნელი  ქართული ანბანის ასოებით (პრიმა მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის აღმნიშვნელი დამატებითი ციფრი შეიტანება ფრჩხილებში), მაგალითად, ამ წესით გათვალისწინებული 388 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი შეიტანება შემდეგი სახით: 38(8)/4/ა.ბ;

ბ) შეტანილ იქნეს სრულად ან ნაწილობრივ კოდირებული სახით, რომელთა მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია თავსდება სააგენტოს ვებგვერდზე.“.

17. 387 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ.ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში, ორჯერ დააჭიროს ფეხი გადაბმულობის სატერფულს (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ) „დ.გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ.გ) მდგარი/გაჩერებული „B“, „BE“ კატეგორიების ავტომობილების დაძვრისას, გადაცემათა გადართვა პირველიდან მეორე გადაცემაში უნდა განახორციელოს მალევე, რათა არ მოხდეს ავტომობილის ძრავის გადატვირთვა (რეკომენდებულია გადაცემის გადართვა მოხდეს როგორც კი ავტომობილი გაივლის ერთი ავტომობილის სიგრძის მანძილს). ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც ავტომობილის დაძვრიდან (მაგ.: ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში) მალე უნდა მოხდეს გაჩერება, ასევე აღმართზე ადგილიდან დაძვრისას, დაბალი სიჩქარით მანევრირებისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც ამას გზაზე არსებული სიტუაცია მოითხოვს;“;

გ) „დ.გ.დ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ.დ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას მოითხოვს, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“, „BE“ კატეგორიების ავტომობილებით, თანაბრად:“;

დ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას არ მოითხოვს, საგამოცდო ავტომობილის ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირემ წუთში არ უნდა გადააჭარბოს 3000 ბრუნს (მხოლოდ „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“.

18. 388 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ი) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის დაბალი სიჩქარით მოძრაობისას არასათანადოდ მართავს საგამოცდო ავტომობილის გადაბმულობის სატერფულს (მხოლოდ „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას გადაცემა­თა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით (მხოლოდ „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);

ა.გ) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილით თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას მძღოლობის კანდიდატს ჩართული აქვს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შეუსაბამო (უფრო დაბალი) გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას მოითხოვს (მხოლოდ „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ.ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ1“, „ა.თ2“ და „ა.თ3“ ქვეპუნქტები:

„ა.თ1) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის გადაცემების ჩართვას ახორციელებს დიდი ხმაურით (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);

ა.თ2) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის გადაცემის გადართვისას, პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაცემის იმავე გადართვას ვერ ახორციელებს ვერც მეორე ჯერზე (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების  სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);

ა.თ3) მძღოლობის კანდიდატი საწვავის და გამონაბოლქვი აირების რაოდენობის შესამცირებლად არასათანადოდ იყენებს საგამოცდო ავტომობილის გადაცემებს (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

გ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მძღოლობის კანდიდატმა აუცილებლობის გარეშე მკვეთრად გაზარდა საგამოცდო ავტომობილის სიჩქარე - ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირემ წუთში შეადგინა 3000 ან მეტი ბრუნი (მხოლოდ „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

დ) მე-11 პუნქტის:

დ.ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა დაიკავა განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლი საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე (მხოლოდ „B“, „D“, „BE“ კატეგორიების/„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

დ.ბ) „ა.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი1“ ქვეპუნქტი:

„ა.ი1) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილით მარჯვნივ მოხვევის დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი ნაწილით საჭიროების გარეშე გადადის საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს (მხოლოდ „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

დ.გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) მძღოლობის კანდიდატს საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე უკავია განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლი (მხოლოდ „C“ კატეგორიის/„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ე) მე-13 პუნქტის:

ე.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) მძღოლობის კანდიდატმა გადააჭარბა საგამოცდო მარშრუტის გზის მონაკვეთზე ნებადართულ (დადგენილ) სიჩქარეს, მაგრამ არაუმეტეს 15 კმ/სთ-სა, თუმცა არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;“;

ე.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის „ა.დ1“ ქვეპუნქტი:

„ა.დ1) მძღოლობის კანდიდატმა გადააჭარბა საგამოცდო მარშრუტის გზის მონაკვეთზე ნებადართულ (დადგენილ) სიჩქარეს 15 კმ/სთ-ზე მეტით, რაც გაგრძელდა არაუმეტეს 100 მეტრისა;“;

ე.გ) ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) მძღოლობის კანდიდატმა გადააჭარბა საგამოცდო მარშრუტის გზის მონაკვეთზე ნებადართულ (დადგენილ) სიჩქარეს, მაგრამ არაუმეტეს 15 კმ/სთ-სა, რაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;“.

19. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატმა ვერ უზრუნველყო ამ წესის 35-ე მუხლის 21 ან/და 22 პუნქტით განსაზღვრული  მოთხოვნის შესრულება;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამომცდელი ამ წესის 386 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნით სიტყვიერად ან ფიზიკურად ჩაერია საგამოცდო ავტომობილის მართვაში;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მძღოლობის კანდიდატი უარს აცხადებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლაზე;“;

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) მძღოლობის კანდიდატი მოითხოვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შეწყვეტას;“.

20. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ მართვის მოწმობის დამზადება და გაცემა არ განხორციელდება.“.

21. 46-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეჩერებული „B“ ან/და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღსადგენად, ამავე კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა  შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე, ასევე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით, ამ წესის 382 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.“.

22. 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) შესაცვლელი მართვის მოწმობა ან/და დაინტერესებული პირისათვის უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების კატეგორია/ქვეკატეგორია არ შეესაბამება როგორც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციისა და „მართვის მოწმობების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის 2006/126/EC დირექტივის მოთხოვნებს;“.

23. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) შესაცვლელი მართვის მოწმობა ან/და დაინტერესებული პირისათვის უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების კატეგორია/ქვეკატეგორია არ შეესაბამება როგორც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციისა და „მართვის მოწმობების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის 2006/126/EC დირექტივის მოთხოვნებს;“.

24. 54-ე მუხლის 29-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:

„30. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც „C“, „D“ კატეგორიების/„C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებულ იქნა 2022 წლის 7 ნოემბრამდე და რომელიც, ამ წესის 242 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2022 წლის 7 ნოემბრამდე არსებული წესით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-13 პუნქტის, მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-17 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტების, მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 5 დეკემბრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-6 პუნქტი, მე-9 პუნქტი, მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები, მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტი, მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-17 პუნქტი, მე-18 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტები და 24-ე პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 7 ნოემბრიდან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური