„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1715-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.020596
1715-IXმს-Xმპ
06/09/2022
ვებგვერდი, 16/09/2022
140070000.05.001.020596
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო სიტუაციის პრევენციას ეროვნული სისტემის სუბიექტები ახორციელებენ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, საგანგებო მართვის გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

3. მე-16 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამის დაწესებულებას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

6. 39-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ უწყებებში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;“.

8. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მეშვეობით, რომლის საქმიანობის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

„თავი VIII1

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

 

მუხლი 441. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებების პროექტების შემუშავების კოორდინაციასა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას, რომლებითაც განისაზღვრება:

ა) თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი;

ბ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულება;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმა;

დ) ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესი.

2. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის მოთხოვნებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალს და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს;

ბ) ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესს;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესს;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა;

ე) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესს;

ვ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესს;  

ზ) ტექნიკურ რეგლამენტს − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესს;

თ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს.“.

10. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, სამოქალაქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.“.

11. 46-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

12. 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირი, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;“.

13. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა

 მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების/თანამდებობაზე გადაყვანის საკითხი რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

14. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო;“.

15. 55-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“−„კ“ ქვეპუნქტები:

„თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.“.

16. 57-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურეთა მომზადება ან/და გადამზადება განახორციელოს ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

17. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ − აკადემია) სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფლებამონაცვლედ (გარდა ამ სამმართველოს გაუქმებამდე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურებისა, სხვა საქონლისა და მომსახურებისა)) ჩაითვალოს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო).

2. აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურე, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა ამ სამმართველოში და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2023 წლის 1 იანვრიდან მუშაობას გააგრძელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში და მას შეუნარჩუნდება აღნიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

  3. აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან აღნიშნული სააგენტოს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით.

4. სამინისტრომ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთვის გადასაცემი აქტივებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სააგენტოსთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

5. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3

1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-8 და მე-16 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-8 და მე-16 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

6 სექტემბერი 2022 წ.

N1715-IXმს-Xმპ