„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016639
114/04
31/08/2022
ვებგვერდი, 01/09/2022
220020000.18.011.016639
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №114/04

2022 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:           

„4. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია ESG საკითხებთან დაკავშირებით, რა მიზნითაც უნდა გამოიყენონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული №3 ანგარიშგების ფორმის უახლესი ვერსია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო, სასარგებლო, თავსებადი და შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნება. ბანკმა №3 ანგარიშგების ფორმის შევსებისას რეკომენდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებით. ბანკი ვალდებულია მაქსიმალურად დაბალანსებული და გასაგები შეფასება წარმოადგინოს ბანკის ბიზნეს მოდელის, პოლიტიკისა და სათანადო შეფასების (Due Diligence) პროცესების, შედეგების, ძირითადი რისკებისა და მენეჯმენტის და შესრულების ძირითადი ინდიკატორების შესახებ. ამასთან, ბანკი ვალდებულია №3 ანგარიშგების ფორმაში მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისას იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე