„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018205
97/ნ
24/08/2022
ვებგვერდი, 25/08/2022
430030000.22.022.018205
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №97/ნ

2022 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02.07.2021; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) დამტკიცებულ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ავსებს ანკეტა-კითხვარს ელექტრონულად.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის მდგომარეობით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად.“.

2. მე-6 მუხლის:

 ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით, შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.“;

 ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართვის სისტემა იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნით, აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.“.

 3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართვის სისტემა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის, აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი ტესტის ტიპის/ტიპების შესახებ;“.

4.   22-ე მუხლის:

 ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომლისთვისაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება,   არჩევის უფლება აქვს იმ აპლიკანტს, რომელსაც ჩარიცხვის წელს ჩაბარებული აქვს შესაბამისი პროგრამისთვის დადგენილი ტესტი.“;

 ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომლისთვისაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება,   აპლიკანტის რეიტინგული ქულა დგინდება ჩარიცხვის წლის ტესტირების შედეგის საფუძველზე. თუ დაწესებულებას დადგენილი აქვს შერჩევის დამატებითი ეტაპი, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ამ შერჩევის ორგანიზება.“.

 5. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „თავი VI. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა“.

6. 23-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ:

ა) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა განათლება აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

დ) თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი