საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან

დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.022.018204
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
96/ნ
23/08/2022
ვებგვერდი, 24/08/2022
470230000.22.022.018204
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/08/2022 - 31/05/2023)

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №96/ნ

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან

,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი

დანართი

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დანართი განსაზღვრავს, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებულ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სრულდება „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში“ (კვალიფიკაციის კოდი ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით: 0712.3.1) უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით, ჩაითვალოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან პირდაპირ კავშირში მყოფ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის სფეროს ცვლილება (დამატება/ამოღება/დასახელებაში ცვლილება) ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) წინადადების საფუძველზე.

3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას შეიმუშავებს პროფესიის სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის, ასევე მასში/მათში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. სააგენტო ვალდებულია, პროფესიის სტანდარტში ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში შესაბამისი ცვლილების შეტანიდან (იმგვარი ცვლილების, რომელიც იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სწავლის სფეროში ცვლილებას (დამატებას/ამოღებას/დასახელებაში ცვლილებას)) 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) წინადადება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სწავლის სფეროში ცვლილების შეტანის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სწავლის სფეროს ცვლილებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომ – სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური) ინფორმირებას.

მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა

1. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მისანიჭებელი კვალიფიკაცია განსაზღვრულია ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის” მიხედვით და წარმოადგენს ,,პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების“ დეტალურ სფეროში (დეტალური სფეროს კოდი: 1022) შემავალ სწავლის სფეროს – ,,პროფესიული უსაფრთხოება“, წარმოადგენს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან და რომლის მისანიჭებელი კვალიფიკაცია განსაზღვრულია ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ ძალაში შესვლამდე მოქმედი ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, განისაზღვრება კომისიური წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომისიაში შედიან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

4. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორში“ შესაბამისი ცვლილების შეტანიდან (იმგვარი ცვლილების, რომელიც იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში ცვლილებას (სწავლის სფეროს დამატებას/ამოღებას/დასახელებაში ცვლილებას)) 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს  წინადადება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში ცვლილების შეტანის შესახებ.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეტალური სფეროს ცვლილებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმირებას.