,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 31/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
135
24/07/2009
სსმ, 95, 31/07/2009
000000000.00(0).000.000000
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება �135

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის �57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის �57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., �38, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.�.

2. დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში-ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გასაყვან/სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, მაშინ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ახალი ტრანშეების მოწყობის ან საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანის/მონტაჟის გზით.�.

3. დადგენილების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. თუ საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) გადის საავტომობილო გზების/ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე ამ საავტომობილო გზებისა და ქუჩების გადაკვეთაზე, ამ შემთხვევაში საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) უნდა იქნეს გაყვანილი გრუნტის/სავალი ნაწილის ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.�.

4. დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დაგეგმილია არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების გამოყენებით (ღარები, არხები, შახტები, გვირაბები, ხიდები, ანძები და ა.შ.), აღნიშნული უნდა შეთანხმდეს არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეებთან. ტრანშეის გათხრის ან/და საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების გაყვანის შემთხვევაში საჭიროა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, ხოლო საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში � ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა.

5. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს (გარდა ტრანშეის მოწყობისა), მაშინ მშენებლობის ნებართვა გაიცემა ასეთი შენობა-ნაგებობისათვის, ამ ნაგებობათა კლასის მოთხოვნების შესაბამისად.�.

5. დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1 მ-დე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);�.

6. დადგენილების 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებში, გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟის და 1 მ-დე ჩაღრმავების მქონე ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში � ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;

ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი შესრულებული ელექტრონულ ფორმატში;

გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.�.

7. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 მუხლი:

��� ��მუხლი 991. დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2009 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე�;

ბ) ,,კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანის/მონტაჟის წესის დამტკიცების შესახებ�.

მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დასამტკიცებელი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის� ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის �101 დადგენილება (სსმ III, 2007 წელი, �70, მუხლი 765).

��� მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური