უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.023632
419
09/08/2022
ვებგვერდი, 10/08/2022
430020000.10.003.023632
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
საქართველოს მთავრობა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება   419

2022 წლის 9 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს  შემდეგი სახით:

მუხლი 1
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2020 და 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა.

მუხლი 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების უფლების მქონე პირი
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება, მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს №175/ნ, 2020 წლის 11 აგვისტოს №91/ნ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის №50/ნ ბრძანებების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში − დებულება) მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.

3. 2015 – 2018 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ წლისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.


მუხლი 3. სტუდენტთა კატეგორიები
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გურიის რეგიონში; იმერეთის რეგიონში; კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; ქვემო ქართლის რეგიონში; შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ასევე სტუდენტებს, რომლებიც, თავიანთ ოჯახებთან ერთად 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში. აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:

ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;

ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;

ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ვ)  3 სტუდენტს, რომლებიც არიან:

ვ.ა) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ვ.ბ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

ზ) 2 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ჰქონდა რეპატრიანტის სტატუსი;

თ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);

ი) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

კ) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;

ნ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ო) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2020 და 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:

ა) 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ბ) 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.


მუხლი 4. რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები
სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ  ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 5. დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების შემთხვევაში
1. თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში – დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომ – ადგილი) რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;

ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.


მუხლი 6. დარჩენილი ადგილების გადანაწილება
თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე,  დაემატება ამავე ქვეპუნქტში შემავალ ქვეკატეგორიას.

მუხლი 7. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენტებზე და რომელიმე ქვეპუნქტში დარჩენილია დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ სტუდენტების დასაფინანსებლად.

2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; 

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც  2017 – 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

დ) სტუდენტები, რომლებიც არიან   საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები ან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები და რომლებიც 2017-2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ე) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ვ) სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა სამინისტროს  მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ზ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

თ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2015 – 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

კ) სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის,  სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

მ) ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) და რომლებიც 2017 – 2021 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ნ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ო) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

პ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ჟ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული კატეგორიის პირები.

3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №220 დადგენილების პირველი მუხლის 29-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.


მუხლი 8. განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-7 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად,  ვებგვერდზე – http://socreg.mes.gov.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა მიერ შემოტანილ განცხადებათა განხილვისა და ბენეფიციართა გამოვლენის შემდგომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება  ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციული გადანაწილება რეგიონების მიხედვით.

3. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი და ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროებიდან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია.

5. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 


მუხლი 9. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი