„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13-79
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017017
13-79
09/08/2022
ვებგვერდი, 10/08/2022
010260030.35.101.017017
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-79

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 34-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების”:

1.  მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) შენობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) დაპროექტება-მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობა/გაგრილების მოწყობილობა/დანადგარების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ამ მუხლისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მე-18 მუხლის  მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდეს შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული შენობა/ფართი არ იძლევა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით კონდიცირების მოწყობილობა/დანადგარების განთავსების შესაძლებლობას. მათი განთავსება შესაძლებელია ქუჩის მხარეს,  ნაკლებად აღქმად ადგილას,  დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) შემოსვა-შენიღბვის პირობით.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. გარე რეკლამის კერძო საკუთრებაში (ან მომიჯნავე კერძო საკუთრებებში) განთავსებისას, თუ ხდება მისი დეტალ(ებ)ის ნებისმიერი ფორმით/ზომით გაცდენა კერძო საკუთრებიდან, საჭიროა გარე რეკლამის განთავსების ნებართვ(ებ)ის მფლობელის თანხმობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელებულ იქნას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, 2021 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვების გაცემის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.

4.  35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე, გარდა ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე/გაზონზე სარეკლამო ბილბორდებისა და სატრანსპორტო საშუალების დასამუხტი მოწყობილობების განთავსებისა, კანონმდებლობის შესაბამისად.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე