დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. გაუქმდეს 1993 წლის 30 მარტის საქართველოს რესპუბლიკის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ.б N35, მუხ. №73) „საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“.
3. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, მიღების, შესრულებისა და კონტროლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.
4. საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების 1997 წლის ბიუჯეტების პროექტების შედგენა განხორციელდეს სპეციალურად განსაზღვრული გრაფიკით, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი 1997 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1996 წლის 1 აგვისტომდე.
5. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ არის არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ბიუჯეტის შედგენის, განხილვისა და მიღების პროცესში წარმომადგენლობითი ორგანოებს ფუნქციები გადაეცათ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, რომელთაც ქმნის და მათ საბიუჯეტო უფლებამოსილებასა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებათა განსაზღვრისას გაითვალისწინოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულებიდან არჩეული დეპუტატების სრულუფლებიანი მონაწილეობა „დეპუტატის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით პარლამენტის წევრისათვის მინიჭებული კონტროლის უფლების გათვალისწინებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი კობახიძე
თბილისი,
1996 წლის 29 მაისი
დოკუმენტის კომენტარები