„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023618
407
01/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
340170000.10.003.023618
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2022 წლის 1 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ საბურავებზე.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სამინისტროს  მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის  (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. მწარმოებელს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს საბურავების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი.

22. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქონლის იმპორტისას. მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მგვ-ის შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი