მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
14/06/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
000000000.00(0).000.000000
მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 26.06.1997, №786)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების ცნება

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი ფორმირება, რომელიც იქმნება მისი წევრების ინტერესების, მიზნებისა და საქმიანობის საერთო პრინციპების საფუძველზე.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებია პროფესიული კავშირები, ქალთა, ინვალიდთა და ვეტერანთა ორგანიზაციები, ახალგაზრდათა და ბავშვთა ორგანიზაციები, შემოქმედებითი კავშირები, ფონდები, საზოგადოებრივი მოძრაობები, ასოციაციები, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, რელიგიური და საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე მოქალაქეთა სხვა გაერთიანებები.

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კოოპერაციულ და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც მხოლოდ კომერციულ მიზნებს ისახავს, აგრეთვე იმ ორგანიზაციებზე, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვრება.

მუხლი 2. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის საფუძვლები

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები თავიანთი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, წინამდებარე კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

მუხლი 3. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის მიზნები

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები იქმნება მოქალაქეთა შემოქმედებითი აქტიურობის განვითარების, საზოგადოებრივი საქმიანობის მართვაში მათი მონაწილეობის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების, პროფესიული ინტერესების დაცვის, საქველმოქმედო საქმიანობის, საერთაშორისო კავშირურთიერთობის გაფართოების მიზნით.

მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს უფლება აქვთ ეწეოდნენ სხვა საქმაინობას, რაც ნებარდართულია მოქმედი კანონმდებლობით.

დაუშვებელია მოქალაქეთა ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა და საქმიანობა, რომელთა მიზანია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივება, ომის, ძალადობისა და სისასტიკის პროპაგანდა, აგრეთვე სისლხის სამართლით დასჯადი ქმედობა.

მუხლი 4. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის პრინციპები

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები იქმნება და მოქმედებს ნებაყოფლობის, წევრთა თანასწორუფლებიანობის, თვითმმართველობის, კანონიერებისა და საჯაროობის საფუძველზე.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები კანონის წინაშე თანასწორნი არიან.

მუხლი 5. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერეთიანება და სახელმწიფო

სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

ახალგაზრდულ, ბავშვთა და სპორტულ ორგანიზაციებს სახელმწიფო უწევს ფინანსურ დახმარებას. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები მოქმედებენ შეუზღუდავად და დამოუკიდებლად. დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირთა ჩარევა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს კანონით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამართონ მიტინგები, დემონსტრაციებიდა მსვლელობები, წარმოადგინონ და დაიცვან თავიანთი წევრების კანონიერი უფლებები და ინტერესები სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში.

მუხლი 6. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების სახეობანი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება შეიქმნას მოქალაქეთა შემდეგი საზოგადოებრივი გაერთიანებები: საერთაშორისო, რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის), რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის.

საერთაშორისო საზოგადოებრივ გაერთიანებად ითვლება გაერთიანება, რომლის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის და ერთი ან რამდენიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო გაერთიანების რეგისტრაცია, თუ მისი ცენტრი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, უნდა მოხდეს ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილი წესით.

რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) საზოგადოებრივ გაერთიანებას მიეკუთვნება გაერთიანება, რომლის საქმიანობა ვრცელდება საქართელოს რესპუბლიკის (ავტონომიური რესპუბლიკის) მთელ ტერიტორიაზე.

რეგიონალურ-საზოგადოებრივ გაერთიანებას მიეკუთვნება ის გაერთიანება, რომლის საქმიანობა მოიცავს საქართველოს რესპუბლიკის ერთ ან რამდენიმე რაიონს (ქალაქს) რეგიონალური ნიშნის მიხედვით.

ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივ გაერთიანებას მიეკუთვნება ის გაერთიანება, რომლის საქმიანობა მოიცავს საქართველოს რესპუბლიკის ერთ რაიონს (ქალაქს) ან ერთ დასახელებულ პუნქტს.

მუხლი 7. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების კავშირები

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილი არიან თანასწორობის საწყისებზე გაერთიანდნენ კავშირებად.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების კავშირების შექმნის, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს განსაზღვრავს ეს კანონი.

მუხლი 8. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების სიმბოლოები

მოქალაქეთა სახოგადოებრივ გაერთიანებებს შეუძლიათ ჰქონდეთ სიმბოლოები: ალამი, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდე ნიშანი, რომელთაც ამტკიცებს მათი ხელმძღვანელი ორგანო და რეგისტრაციაში ტარდება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 9. იურიდიული პირის სტატუსი

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები ან მათი ორგანიზაციები (ორგანოები) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით მათი წესდების რეგისტრაციის მომენტიდან.

თავი II

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა და საქმიანობის შეწყვეტა

მუხლი 10. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესაქმნელად აუცილებელია სულ ცოტა ორმოცდაათი წევრი.

პროფესიული კავშირების დაფუძნება შეიძლება სულ ცოტა ასი კაცის ინიციატივით.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება (გარდა პროფესიული კავშირებისა) შეიძლება დააფუძნონ სხვა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა.

მუხლი 11. მოქალაქეთა საზოგადებრივი გაერთიანების წევრობა

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი, როგორც წესი, შეიძლება იყოს საქართველოს რესპუბლიკის სრულწლოვანი მოქალაქე. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს მასში უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წევრობა.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრს უფლება აქვს ოფიციალურ დოკუმენტებში არ აღნიშნოს ამა თუ იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობა, ასევე სამართალდამცავი ორგანოების გარდა არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მას ოფიციალურ დოკუმენტში ასეთი აღნიშვნის გაკეთება.

ახალგაზრდულ საზოგადოებრივ გაერთიანებებში მოქალაქის წევრად მიღების ასაკი განისაზღვრება გაერთიანების წესდებით.

მოქალაქეთა სახოგადოებრივ გაერთიანებაში, მისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება იყვნენ  კოლექტიური წევრები - საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, საწარმოთა შრომითი კოლექტივები და მოქალაქეთა გაერთიანებები.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მმართველობის აპარატის ყველა მუშაკზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაზღვევის წესები.

მუხლი 12. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდება

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფი გაერთიანების შექმნის მიზნით იწვევს დამფუძნებელ კრებას (ყრილობას, კონფერენციას), რომელზეც იღებენ ამ ორგანიზაციის წესდებას (დებულება) და ირჩევენ გაერთიანების ხელმძღვანელ ორგანოებს.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდება (დებულება) უნდა ითვალისწინებდეს:

1. ზოგად დებულებებს, რომლებშიც აისახება საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელწოდება, ადგილსამყოფელი და ტერიტორია, სადაც ვრცელდება მისი საქმიანობა;

2. ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს;

3. სტრუქტურას (უმაღლესი და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადები);

4. წევრად მიღებისა და გასვლის წესს, წევრთა უფლება-მოვალეობებს;

5. ორგანიზაციის ქონების შექმნის წყაროებსა და მათი გამოყენების წესს;

6. წესდებაში ცვლილების შეტანის პირობებს;

7. საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს.

წესდებაში შეიძლება გაითვალისწინონ სხვა დებულებებიც, რომლებიც მიეკუთვნება საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 13. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდების რეგისტრაციის წესი და პირობები

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას (საერთაშორისო, რესპუბლიკური, რეგიონული) დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლკის ტერიტორიაზე შექმნილ მოქალაქეთა საზოგადებრივ გაერთიანებას - ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივ გაერთიანებებს - ადგილობრივი მმართველობის ორგანო.

განცხადება მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კრების (ყრილობის, კონფერენციის) გამართვიდან ერთი თვის ვადაში ამ საზოგადოებრივი გაერთიანების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, მისამართის, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის მითითებით.

განცახდებას თან ერთვის დამფუძნებელი კრების (ყრილობის, კონფერენციის) სხდომის ოქმი და წესდება.

განცხადება რეგისტრაციის შესახებ განიხილება შეტანიდან ორი თვის ვადაში.

წესდებაში ცვლილებები და დამატებები რეგისტრაციაში უნდა გატარდეს იმავე წესითა და ისეთსავე ვადებში, როგორც რეგისტრაციისთვის არის გათვალისწინებული.

მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების განხილვის შედეგად ოღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს:

1. რეგისტრირებულ იქნეს;

2. განცხადება დარჩეს განუხილველად;

3. უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.

რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 14. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდების რეგისტრაცია

მოქალაქეთა საზოგადეობრივი გაერთიანების წესდების რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოსაკრებლის გადახდიდან ათი დღის ვადაში.

მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა სარეგისტრაციოდ საბუთების წარდგენისთანავე. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოსაკრებელი მთლიანად უბრუნდება გადამხდელს.

მუხლი 15. მოქალაქეთა საზოგადოებრივი  გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდება განუხილველად შეიძლება დარჩეს, თუ მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელი კრების (ყრილობის, კონფერენციის) მიერ არჩეული ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენელი მარეგისტრირებელ ორგანოში არ გამოცხადდება, ან სხვა შემთხვევაში.

მუხლი 16. მოქალაეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციაზე უარის თქმა და მისი გასაჩივრების წესი

მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას, ამ კანონის მე-3, მე-4 და მე-10 მუხლებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ან თუ ადრე რეგისტრირებულია იმავე სახელწოდებისა და მიზნების მქონე სხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წესდება.

წესდების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ათი დღის ვადაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს რეგისტრაციაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.

მოქალაქეთა საზოგადებრივ გაერთიანებას შეუძლია წესდების რესგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც ათი დღის ვადაში განიხილავს საქმეს განსაკუთრებული წარმოების წესით.

უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია განმეორებით წარადგინოს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ არა უადრეს ორი თვისა უარის თქმის დღიდან.

მუხლი 17. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა

მოქალაქეთა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ შეიძლება საქმიანობა შეწყვიტოს რეორგანიზაციის (შერწყმის, შეერთების, გაყოფის) ან ლიკვიდაციის შედეგად.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეორგანიზაცია ხდება საერთო კრების (ყრილობის, კონფერენციის) გადაწყვეტილებით. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევებში:

1. საერთო კრების (ყრილობის, კონფერენციის) გადაწყვეტილებით;

2. ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას, ან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო - სასამართლოს გადაწყვეტილებთ,პროკურატურის ან მარეგისტრირებული ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

ლიკვიდაციის შემდეგ დაერჩენილი ქონება ხმარდება წესდებით გათვალისწინებული მიზნებით შესრულებას ან შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში, თუ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი Ш

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საკუთრება და საფინანსო საქმიანობა

მუხლი 18. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საწარმოო-სამეურნეო საქმიანობა

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საწარმოო და სამეურნეო საქმიანობას, ქმნის იურიდიული პირის უფლებების მქონე საწარმოებსა და სამეურნეოანგარიშიან ორგანიზაციებს მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესრულების მიზნით.

საზოგადოებრივი გაერთიანების საწარმოო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არ შეიძლება განაწილდეს გაერთიანების წევრებს შორის. დასაშვებია მოგების გამოყენება საქველმოქმედო საქმიანობისათვის, თუნდაც იგი გათვალისწინებული არ იყოს გაერთიანების წესდებით.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების სამერუნეო საწარმოები და ორგანიზაციები იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 19. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საკუთრება

მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, საბინაო ფოდნი, მოწყობილობა, ინვენტარი, გამომცემლობები, სტამბები, ბეჭდვითი ორგანო, სატრანსპორტო საშუალებები, საწარმოები, რომლებიც მათი სახსრებით იქმნება, კულტურულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და გამაჯანსაღებელი დანიშნულების მქონე დაწესებულებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდებიდა სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

მოქალაქეთა საზოგადებრივი გაერთიანებების ფულადი სახსრები იქმნება შესასვლელი და საწევრო შენატანებით, ნებაყოფლობითი და შემოწირულობებით, ლექციების, გამოფენების, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობით, ლატარიების გათამაშებით მიღებული თანხით, საწარმოო-სამეურნეო,საგამომცემლო საქმიანობის შედეგად და სხვა კანონიერი შემოსავლით.

მოქალაქეთა საზოგადეობრივ გაერთიანებას უფლება აქვს საზღვარგარეთიდან მიიღოს ფულადი სახსრები და სხვა ქონება თავისი წესდებით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო და სამორნეო საქმიანობის კონტროლი და აღრიცხვა-ანგარიშება.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საკუთრება დაცულია საქართველოს რესლუბლიკის კანონმდებლობით.

მუხლი 20. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საშემოსავლო გადასახადები

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება თავისი შემოსავლიდან, გარდა საწევრო შენატანებისა და შემოწირულობებისა, კანონით დადგენილი მოცულობითა და წესით იხდის გადასახადებს. გადასახადების დაკავების წესს აკონტროლებენ საფინანსო ორგანოები.

მუხლი 21. დავის განხილვის წესი

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების დავა სხვა იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან განიხილება საქართველოს რესპბულიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

თავი IV

 მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების საერთაშორისო კავშირურთიერთობანი

მუხლი 22. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მონაწილეობა საერთაშორისო კავშირებში

მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას შეუძლია შევიდეს საერთაშორისო საზოგადოებრივ (არასამთვრობო) ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები, დადოს შესაბამისი შეთანხმებანი, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რესპუბლიკის საერთაშორისო ვალდებულებებს.

მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი უცხოეთის სახელმწიფოთა საზოგადოებრივი გაერთიანების განყოფილებათა საქმიანობა

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი უცხოეთის სახელმწიფოთა საზოგადოებრივი გაერთიანების განყოფილებათა (წარმომადგენლობები, ფილიალები, სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები) საქმიანობას აწესრიგებს ეს კანონი.

მუხლი 24. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ისეთი წესი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური                                              ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                             ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1994 წლის 14 ივნისი.

საქართველოს რესპუბლიკის