ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016628
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
27/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
010250020.35.123.016628
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2022 - 26/10/2022)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2022 წლის 27 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.

(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №160 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24.02.2017, №010250020.35.123.016370) „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია



დანართი №1

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;

გ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;

დ) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 130 000 და მეტია;

ე) პირებზე, რომლებიც ნასამართლევი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (ასევე, ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ნარკოტიკული დანაშაული);

ვ) პირებზე, რომლებმაც საცხოვრებელი ფართი დაკარგეს/გაასხვისეს განზრახ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით;

ზ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართი მიღებული აქვთ სახელმწიფოსაგან უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.


მუხლი 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია

1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომ – კომისია).

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სპეციალისტები.

3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.

4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.

6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

7. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მასზე მოახდინოს რამე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

10. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

11. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

12. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

13. კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

14. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

15. კომისიის სხდომებს ესწრებიან კომისიის წევრები, კომისიის აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და ბენეფიციართა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომ  ხელშეკრულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის (შემდგომ  მონიტორინგის ჯგუფი) ხელმძღვანელები.

16. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3 .

17. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

18. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

19. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

20. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობა, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

21. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.

22. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

23. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

24. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).


მუხლი 3. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით.

2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები.

3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.

4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რამე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.

6. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში, დაკარგეს საცხოვრებელი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.

7. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;

ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

8. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას.


მუხლი 4. შეფასების პროცედურები
1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე.

2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65001-ზე ნაკლები – 3 ქულა;

ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-ზე ნაკლები – 2 ქულა;

ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100001-ზე ნაკლები – 1 ქულა;

ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100001-ზე მეტი – 0 ქულა.

ბ) შშმ პირი:

ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 3 ქულა;

ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 2 ქულა;

ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  1 ქულა.

გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:

გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 2 ქულა;

გ.ბ) 3-ზე მეტ პირზე – 3 ქულა.

დ) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 1 ქულა;

ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ობოლი ან/და მარჩენალდაკარგული პირი – 3 ქულა.

3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით.

4. მინიჭებული ქულა წარმოადგენს კომისიისათვის სარეკომენდაციო სახეს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია მსჯელობის შედეგად.

5. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით.

6. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე.

8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად.


მუხლი 5. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები
1. საცხოვრისით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც იღებს მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, პირობების შესრულებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა).

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 6 თვეში ერთხელ შესაბამის ანგარიშს უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას.

3. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას.

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს, 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს, 200 (ორასი) ლარით.

5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.

6. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები.

7. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.


მუხლი 6. სახელშეკრულებო ვადა და პირობები
1. საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და მოქალაქეს შორის ფორმდება ხელშეკრულება სოციალური საცხოვრისის ფართის დროებით სარგებლობის შესახებ.

3. ხელშეკრულების პერიოდი განისაზღვრება 2 წლის ვადით.

4. ხელშეკრულება შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს:

ა) ბენეფიციართა პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კომისიის სხდომაზე კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.


მუხლი 7. საგამონაკლისო წესი
ფორსმაჟორულ ვითარებაში ჭერის არმქონე, მიუსაფარი მოქალაქეებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის შუამდგომლობით, სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია თავშესაფრის გამოყოფა დროებით, საცხოვრისში არსებულ თავისუფალ ფართში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე.

მუხლი 8. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა

 

საცხოვრებლის მაძიებლის პირადი მონაცემები

სახელი

 

გვარი

 

პირადი ნომერი

 

ID ნომერი

 

რეგისტრაციის მისამართი

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი

 

მუნიციპალიტეტი

 

ტელეფონის ნომერი

 

ელექტრონული ფოსტა

(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

საცხოვრებლის მაძიებლის ოჯახური მდგომარეობა

ოჯახური მდგომარეობა

 

 

 

 

(მონიშნეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი)

დაოჯახებული: ქორწინება რეგისტრირებულია სახელმწიფოს მიერ

დაოჯახებული: ქორწინება არ არის რეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ

დასაოჯახებელი, არასდროს ვყოფილვარ ქორწინებაში

განქორწინებული/დაშორებული (ოფიციალური განქორწინების გარეშე)

განქორწინებული/დაშორებული (ოფიციალური განქორწინება)

ქვრივი

ოჯახის წევრები

(მიუთითეთ ოჯახის წევრები: ბებია-ბაბუა, მშობლები, და-ძმა, მეუღლე, შვილები, გერი)

ოჯახის წევრის ახელი და გვარი

ოჯახის წევრის პირადი ნომერი

ნათესაური კავშირი

დაბადების თარიღი

იცხოვრებს თუ არა სოციალურ საცხოვრისში

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

 

 

 

 

კი

არა

ნაწილობრივ

აქვს თუ არა რომელიმე ოჯახის წევრს შშმ პირის სტატუსი

კი

არა

თუკი, მიუთითეთ ვის და ტიპი

შშმ პირი

რა ტიპის შეზღუდვა გააჩნია

 

 

 

განათლება და სამუშაო გამოცდილება

 

მონიშნეთ მხოლოდ ერთი

დამატებით ინფორმაცია   შენიშვნა

განათლება

სკოლამდელი განათლება

საშუალო განათლება

ბაკალავრის ხარისხი

მაგისტრის ხარისხი

დოქტორის ხარისხი

პროფესიული განათლება

 

სამუშაო გამოცდილება: სამუშაო სტაჟი

(მიუთითეთ წლების რაოდენობა)

 

 

ხართ თუ არა დასაქმებული დღეის მდგომარეობით

(დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ დამსაქმებელი)

კი

არა

 

 

ოჯახის საერთო შემოსავალი

(მიუთითეთ ჯამური რაოდენობა, სოციალური დახმარებისა და სხვა შემოსავლების ჩათვლით ლარებში)

 

 

 

დამატებითი პერსონალური ინფორმაცია

ხართ თუ არა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში

(დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ ქულა)

კი

არა

ოჯახის წევრების რაოდენობა

 

 

 

ხართ თუ არა ნასამართლევი

დანაშაულის ტიპი

დანაშაულის ჩადენის დრო

სასჯელის ფორმა და ვადა

კი

არა

 

 

 

(დადებითი პასუხის შემთხვევაში  მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია)

საცხოვრებელი ფართის დაკარგვის მიზეზი

(გთხოვთ აღნიშნოთ მოკლედ მიზეზი, რის გამო დაკარგეთ საცხოვრებელი ფართი)

 

გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული სახელმწიფოსაგან საცხოვრებე­ლი ფართი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში

კი

არა

დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ გადმოცემის წელი და დეტალები

 

ქვემოთ მოცემულ დებულებებში მიუთითეთ შესაბამისი პასუხი

გაგაჩნიათ თუ არა სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ქალაქ ქუთაისში ან მის საზღვრებს გარეთ?

კი

არა

სად?

 

თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გააჩნია თუ არა საცხოვრებელი ფართი ქალაქ ქუთაისში ან მის საზღვრებს გარეთ

კი

არა

სად?

 

ყოფილა თუ არა გამოწერილი სამართალდამცავების მიერ შემაკავებელი ორდერი თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის წინააღმდეგ მესამე პირის მიმართ?

კი

არა

მიზეზი?

 

გაქვთ თუ არა სახელმწიფოს მიერ მონიჭებული რაიმე ტიპის სტატუსი?

(მარტოხელა მშობელი, შშმ პირი, დაზარალებული, ძალადობის მსხვერპლი და სხვა)

კი

არა

რა სტატუსი?

 

ყოფილხართ თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე?

კი

არა

 

ქვემოთ ხელის მოწერით:

1. ვადასტურებ, რომ კითხვარი შევსებულია ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციით.

2. ვადასტურებ, რომ კითხვარში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

3. გააზრებული მაქვს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისა და კომისიის წევრებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის ჩემი განაცხადი დროებითი საცხოვრისით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აღარ იქნება განხილული.

4. ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რომ კითხვარის შევსება არ ნიშნავს გარანტირებულად საცხოვრისით უზრუნველყოფას და კითხვარის შევსების მიზანია, განხილულ იქნეს ჩემი განცხადება.

 

მაძიებლის სახელი და გვარი

შევსების თარიღი

ხელმოწერა

 

 

 

 

მე ____________________________________________ გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მათ მიერ აღიარებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს დაამუშაონ ჩემი პერსონალური მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოითხოვონ სხვა ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან, რომელიც მოემსახურება ჩემს ჭეშმარიტ ინტერესებს.

ხელმოწერა _____________________

კითხვარის შევსების ზედამხედველი მერიის წარმომადგენელის სახელი გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა

__________________________.            ______________________________.             _____________________