„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.023590
379
20/07/2022
ვებგვერდი, 21/07/2022
240140000.10.003.023590
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2022 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:

1. 125 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტს უარი უთხრას ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუკი იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ასევე სააგენტო უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტს უარი უთხრას ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუკი იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რეგისტრირებულია სააგენტოს დებიტორად და მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა.“.

2. 1228 მუხლში:

ა) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე კონკრეტული სესხისათვის/სალიზინგო პროექტისათვის განკუთვნილი თანადაფინანსებისა და გრანტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ დარჩენის შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ თანხის ამავე სესხზე/სალიზინგო პროექტზე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად შემდგომი ათვისების შესაძლებლობა, სააგენტო უფლებამოსილია, აღნიშნულ თანხას მიანიჭოს „თავისუფალი“ სტატუსი, შემდგომში მისი იმავე საპილოტე რეგიონის ფარგლებში სხვა სესხ(ებ)ზე/სალიზინგო პროექტ(ებ)ზე თანადაფინანსებისა და საგრანტო კომპონენტის დაფინანსების მიზნით, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული თარიღის შემდგომი სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის სრულად ან ნაწილობრივ დარჩენის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე კონკრეტული ბენეფიციარისათვის განკუთვნილი თანხა არ იქნება საკმარისი მისთვის თანადაფინანსების ან/და საგრანტო დახმარების სრულად უზრუნველსაყოფად, სააგენტო თანადაფინანსების ან/და საგრანტო დახმარების უზრუნველყოფას მოახდენს სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოზიდული დაფინანსების ფარგლებში, პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საპილოტე რეგიონებისათვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა, რეგიონებს შორის გამოყოფილი დაფინანსების განაწილება, დაფინანსების ამოწურვიდან გამომდინარე პროგრამის შეწყვეტის პირობები და, ამასთანავე, ამ მუხლის მე-7 პუნქტში დასახელებული ან/და პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი/მოზიდული დაფინანსების წყარო(ები)ს პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გამოყენების/მართვის, ასევე პროგრამით რამდენიმეჯერ სარგებლობის წესი დადგენილია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. 1229 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის/ლიზინგის საგნების ღირებულების მინიმალური მოცულობაა    50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობაა 10 მლნ ლარი. სესხ(ებ)ის/სალიზინგო პროექტების მაქსიმალური მოცულობის ათვისების შესაძლებლობა აქვს პროგრამის საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განმახორციელებელ მეწარმე სუბიექტსაც. ამ შემთხვევაში, სესხის/სალიზინგო პროექტის მაქსიმალური ოდენობის დათვლისას გაითვალისწინება საპილოტე რეგიონში ბიზნესის განხორციელებისათვის ბენეფიციარის მიერ უკვე აღებული სესხის/სალიზინგო პროექტის მოცულობა.“.

4. 1232 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტით/სალიზინგო პროექტით შეუძლებელია, დაფინანსდეს:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რემონტი, გარდა:

ბ.ა) პროგრამის 1229 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდუსტრიებისა. ამასთანავე, დასახელებულ ინდუსტრიებში დასაშვებია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა/რემონტი, რომელთა მართვა/რომლითაც გადაადგილებაც კი დამოუკიდებლად ატარებს ტურისტული ატრაქციის ხასიათს, მათ შორის, საჰაერო ან/და მცურავი საშუალება;

ბ.ბ) სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;

ბ.გ) ქვემოთ მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სატრანსპორტო საშუალებების (გარდა  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილისა) შეძენის/რემონტის ღირებულება შეადგენს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 30%-ს:

 

ობიექტის კოდი

დასახელება

 
 

H

49.42.0

გადაზიდვის მომსახურება

 

H

52.21.0

სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება

 

H

52.22.0

წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება

 

H

52.23.0

საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება

 

H

52.24.0

ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა

 

H

53.10.0

საფოსტო საქმიანობები საყოველთაო მომსახურების ვალდებულებით

 

H

53.20.0

სხვა საფოსტო და საკურიერო მომსახურება

 

 

გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.“.

5. 1233 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მხოლოდ სესხის კომპონენტის ფარგლებში: სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მხოლოდ ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში: სალიზინგო პროექტის სრული ათვისება სააგენტოს მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული სალიზინგო პროექტის ფარგლებში არ დაიშვება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამასთან, პირველი მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები.“.

6. 1235 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სხვა კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი.“.

7. 1236 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 1237 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გაცემული სალიზინგო პროექტის სხვა ან იმავე ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, გამოიყენოს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მომენტისათვის დადგენილი რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური განაკვეთები.“.

9. 1239 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის საგარანტიო მიმართულების რეგულირებისათვის გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემა“ (შემდგომში − საგარანტიო სქემა), ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრედიტო სქემის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ სადეპოზიტო ანგარიშებზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა და ამავე მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის ოდენობა დაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებული ლიმიტების გათვალისწინებით.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. თუ ბენეფიციარი ერთ სესხთან მიმართებით სარგებლობს როგორც სესხის კომპონენტით, ასევე საგარანტიო მიმართულებით, ამგვარი სესხის მიმართ არ გამოიყენება საგარანტიო სქემის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადასტურების სააგენტოსთვის განსაზღვრული ვადა. კომერციული ბანკის მიერ ამგვარი სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან.“.

10. 1240 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ან 11 პუნქტით დადგენილი საგრანტო მიმართულების გამოყენების მსურველი ბენეფიციარი საგრანტო განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ახდენს გრანტის ბენეფიციარისათვის ჩარიცხვას მის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სესხის კომპონენტის ბენეფიციარს საგრანტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან მოხდება ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის არანაკლებ 50%-ის ათვისება და აღნიშნული სესხის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი აუდირებული დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენა (რომელშიც დეტალურად უნდა მიეთითოს სესხის ხარჯვის განხორციელებისას კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის კოდი). ამასთან, ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სააგენტოში არაუგვიანეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის სააგენტოს მხრიდან ანაზღაურების შემდეგ დარჩენილი გრანტის ანაზღაურების შესაძლებლობა პროგრამის ბენეფიციარს აქვს ნებისმიერ დროს (არაუგვიანეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 3 წლის ვადაში) მეორე/საბოლოო აუდირებული დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, რა დროსაც დამატებით ასანაზღაურებელი გრანტის მოცულობა არის აუდირებული დასკვნით დადასტურებული ათვისებული სესხის თანხის პროპორციული.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიზინგის კომპონენტის ბენეფიციარს საგრანტო მიმართულების გამოყენების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადაში.“.

11. დანართ №11-ში:

ა) მოცემული კოდები: 55.10.1 და 55.10.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„I

55.10.1

(იხ. სავალდებულო კრიტერიუმები, დანართი №3 და №4)

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით

 I

55.10.2

(იხ. სავალდებულო კრიტერიუმები, დანართი №3 და №4)

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე.“;

 

ბ) ამოღებულ იქნეს შემდეგი საქმიანობის კოდები:

 

„H

      49.10.0

რკინიგზის სამგზავრო ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო

H

      49.20.0

რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი

H

      49.31.0

საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი

H

      50.30.0

შიდა წყლების სამგზავრო ტრანსპორტი

H

      50.40.0

შიდა წყლების სატვირთო ტრანსპორტი

H

      51.10.0

საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი

H

51.21.0

საჰაერო სატვირთო ტრანსპორტი

H

51.22.0

კოსმოსური ტრანსპორტი

R

      92.00.0

აზარტული თამაშების საქმიანობები.“.


12. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

სასტუმროს (NACE კოდები: 55.10.1;  55.10.2) მინიმალური კრიტერიუმები და სასტუმრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული სერვისები

 

1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები

ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 5 ნომერი ან არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №3 დანართის შესაბამისად.

● სასტუმროს ნომერი:

სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები:

ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი;

– არანაკლებ 18 კვ.მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4 კვ.მ-ისა;

ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+-ადგილიანი;

– თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ. მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ. მ-ისა.

● ბავშვის დამატებითი ლოგინი/EXTRA BED:

ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.

● ლიფტი – თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია:

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტიანია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):

ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;

ბ) შენობა-ნაგებობა განთავსებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;

გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.

● სანიტარიული კეთილმოწყობა და ელექტრომომარაგება:

ა) გარე განათება;

ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი;

დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

● ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით);

ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა).

● უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე;

ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.

● პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.

● სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

● კვების ობიექტი:

− სასადილო ან რესტორანი.

2. სასტუმრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული სერვისები (აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობები შესაძლოა, განხორციელდეს ასევე სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღების მიზნობრიობით სესხით/ სალიზინგო პროექტით სარგებლობის შემთხვევაშიც)

 

I

55.2

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები

I

55.9

სხვა განთავსების საშუალებები

I

56.10.0

რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები

J

59.14.0

კინოფილმების ჩვენება

R

90.0

შემოქმედებითი, სახელოვნებო და გასართობი საქმიანობები

R

91.0

ბიბლიოთეკების, არქივების, მუზეუმებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების საქმიანობები

R

93

საქმიანობები სპორტის, გართობისა და დასვენების სფეროში

S

96.01

ტექსტილისა და ბეწვეულის პროდუქციის რეცხვა და ქიმწმენდა

S

96.02

საპარიკმახეროებისა და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება

S

96.04

გამაჯანსაღებელი საქმიანობები

S

96.09

სხვა პერსონალური მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი.“.

 

13. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

 

სასტუმროს (NACE კოდები: 55.10.1; 55.10.2) მინიმალური კრიტერიუმები, სასტუმროსთან დაკავშირებული სერვისები და გეოგრაფიული არეალი ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის ფარგლებში

1. სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები ბალნეოლოგიური ინდუსტრიის ფარგლებში

ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 5 ნომერი ან არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №4 დანართის შესაბამისად.

● სასტუმროს ნომერი:

სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები:

ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი;

– არანაკლებ 18 კვ.მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ        4 კვ. მ-ისა;

ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+-ადგილიანი;

– თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ. მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ. მ-ისა.

● ბავშვის დამატებითი ლოგინი/EXTRA BED:

ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.

ლიფტი – თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია:

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტიანია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):

ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;

ბ) შენობა-ნაგებობა განთავსებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;

გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.

● სანიტარიული კეთილმოწყობა და ელექტრომომარაგება:

ა) გარე განათება;

ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი;

დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

● ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით);

ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა).

● უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე;

ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.

● პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.

● სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

● კვების ობიექტი:

−  სასადილო ან რესტორანი.

2. სასტუმროსთან დაკავშირებული სერვისები ბალნეოლოგიური ინდუსტრიის ფარგლებში (აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობები შესაძლოა, განხორციელდეს ასევე სასტუმროს გაფართოების/ გადაიარაღების მიზნობრიობით სესხით/სალიზინგო პროექტით სარგებლობის შემთხვევაშიც)

 

I

55.2

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები

I

55.9

სხვა განთავსების საშუალებები

I

56.10.0

რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები

J

59.14.0

კინოფილმების ჩვენება

R

90.0

შემოქმედებითი, სახელოვნებო და გასართობი საქმიანობები

R

91.0

ბიბლიოთეკების, არქივების, მუზეუმებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების საქმიანობები

R

93

საქმიანობები სპორტის, გართობისა და დასვენების სფეროში

S

96.01

ტექსტილისა და ბეწვეულის პროდუქციის რეცხვა და ქიმწმენდა

S

96.02

საპარიკმახეროებისა და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება

S

96.04

გამაჯანსაღებელი საქმიანობები

S

96.09

სხვა პერსონალური მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

 

3. ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის გეოგრაფიული არეალი

გეოგრაფიული არეალები, რომლებიც, „საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილების თანახმად კურორტის ტიპისა და პროფილის გათვალისწინებით, მიჩნეულია ბალნეოლოგიურად, კლიმატო-ბალნეოლოგიურად ან/და ტალახით სამკურნალოდ.

 

კურორტის დასახელება

მუნიციპალიტეტი

 

კურორტის ტიპი

ასპინძა

ასპინძა

ბალნეოლოგიური

ვარძია

ასპინძა

ბალნეო-კლიმატური

ზეკარი

ბაღდათი

ბალნეო-კლიმატური

თორღვას აბანო

ახმეტა

ბალნეო-კლიმატური

ლაშიჭალა

ცაგერი

ბალნეო-კლიმატური

ლებარდე

მარტვილი

კლიმატო-ბალნეოლოგიური

მენჯი

სენაკი

ბალნეოლოგიური

მუაში

ლენტეხი

ბალნეო-კლიმატური

ნასაკირალი

ოზურგეთი

ბალნეოლოგიური

ნუნისი

ხარაგაული

ბალნეოლოგიური

სულორი

ვანი

ბალნეოლოგიური

სქური

წალენჯიხა

ბალნეოლოგიური

უწერა

ონი

ბალნეო-კლიმატური

უჯარმა

საგარეჯო

ბალნეო-კლიმატური

ფასანაური

დუშეთი

კლიმატო-ბალნეოლოგიური

შოვი

ონი

კლიმატო-ბალნეოლოგიური

ცაიში

სენაკი

ბალნეოლოგიური

წყალტუბო

წყალტუბო

ბალნეოლოგიური

აბასთუმანი

ადიგენი

კლიმატო-ბალნეოლოგიური

ახტალა

გურჯაანი

ტალახით სამკურნალო.“.

 

14. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №5

 

ტურისტული სერვისების ინდუსტრიის (თემატური პარკები და სათავგადასავლო ტურიზმი) მინიმალური კრიტერიუმები და მათთან დაკავშირებული სერვისები

 

1. ტურისტული სერვისების ინდუსტრიის (თემატური პარკები და სათავგადასავლო ტურიზმი) მინიმალური კრიტერიუმები

ზემოთ აღნიშნული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურული ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ობიექტი უნდა უზრუნველყოფდეს:

– ობიექტზე მე-3 პირის (სტუმრის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას;

– ჯგუფური ტურისტული აქტივობების შემთხვევაში, ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) არანაკლებ 20 ადამიანის მომსახურებას;

– ინდივიდუალური ტურისტული აქტივობების შემთხვევაში,  ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) არანაკლებ 5 ადამიანის მომსახურებას;

ბ) თემატური პარკების ეთნო/ეთნოგრაფიული პარკების მიმართულებით ობიექტი უნდა უზრუნველყოფდეს:

– ძველი დროის პერიოდის სიმულაციას, რომელიც გამოხატავს ძველი ტრადიციებისა და კულტურის, ბუნებრივი და ისტორიული გარემოს იმიტაციას.  

ამ დანართის როგორც „ა“, ასევე „ბ“ ნაწილის მიზნებისათვის სავალდებულოა:

● ლიფტი − თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია:

− გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტიანია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):

− შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;

− შენობა-ნაგებობა განთავსებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;

− არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

− თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.

● სანიტარიული კეთილმოწყობა და ელექტრომომარაგება:

− ობიექტზე გარე განათება;

− შენობის შიდა ფართობის განათება;

− სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში (ხელსაბანი, უნიტაზი, ასევე საჭიროების შემთხვევაში (Wake Park) − საშხაპე);

− ოთახ(ებ)ის, პავილიონ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

● ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

− ობიექტის კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა), საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

− დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა).

● უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა:

− ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე;

− საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.

● პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

− ობიექტზე ეტლით მისასვლელი პანდუსი;

− ობიექტის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

− შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ობიექტზე ლიფტით, ეტლით გადაადგილება.

● კვების ობიექტი:

− სასადილო ან რესტორანი.

2. ტურისტული სერვისების ინდუსტრიასთან დაკავშირებული სერვისები

(აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობები შესაძლოა, განხორციელდეს ასევე ტურისტული სერვისის გაფართოების/გადაიარაღების მიზნობრიობით სესხით/სალიზინგო პროექტით სარგებლობის შემთხვევაშიც)

R

93.11

სპორტული ობიექტების საქმიანობები

R

93.12

სპორტული კლუბების საქმიანობები

R

93.13

ფიტნესის ობიექტები

R

93.19

სხვა სპორტული საქმიანობები

R

93.21

გასართობი პარკებისა და თემატური პარკების საქმიანობები

R

93.29

გართობისა და დასვენების სხვა საქმიანობები

R

90

შემოქმედებითი, სახელოვნებო და გართობის საქმიანობები

R

91.02

მუზეუმების საქმიანობა

R

91.03

ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების და მსგავსი კულტურის ძეგლების ექსპლუატაცია.“.


15.  დანართი №6 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი