„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.023582
372
18/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
010140010.10.003.023582
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2022 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის № 314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, №134, 19/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.“; 

ბ) 11 და 12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1​​1. საკონსულტაციო სტატუსით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს.

მუხლი 12. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 4​მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისიის ამოცანებია:

ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მიგრაციის სფეროში (ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, თავშესაფრის სისტემა, მიგრანტთა რეინტეგრაცია და ინტეგრაცია, და ა. შ.) საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

გ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მისი დღის წესრიგისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების მდგრადობის უზრუნველყოფისა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების, აგრეთვე მიგრაციის საკითხებზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი სათანამშრომლო ფორმატის განვითარების ხელშეწყობა;

დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 რეზოლუციის – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ – მიგრაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების მხარდაჭერა.“;

ბ)  მე-3 მუხლის:

ბ.ა)3“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა3) სხვა ქვეყნის ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გააფორმოს შეთანხმებები მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშო­რისო ხელშეკრულებას;“;

ბ.ბ) „ა6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა7“ და „ა8“ ქვეპუნქტები:

„ა7) დაამტკიცოს/მოიწონოს კომისიის ფარგლებში მიგრაციის საკითხებზე შემუშავებული დოკუმენტები;

8) ითანამშრომლოს ევროკომისიის მიგრაციის ევროპულ ქსელთან კომისიის ანალიტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და მიგრაციის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის;“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო)  წარდგი­ნებით;“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნვე­ლ­ყოფს სამდივნო.“;

გ.გ) მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის სამდივნოს თანამშრომელი.“;

დ)  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ანალიტიკურ  მხარდაჭერას ახორციელებს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კომისიის დავალებათა შესრულებისა და კონტროლის მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალ საჯარო დაწესებულებებს, ასევე საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის/საქმიანობის კოორდინაციის მხარდაჭერას;

ბ) მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;

გ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას/ორგანიზებას/გამართვას;

დ) მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის უფლებამოსილებების შესრულებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ორგანიზაციები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე სარგებლობდნენ საკონსულტაციო სტატუსით, ინარჩუნებენ ამ სტატუსს ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 41 მუხლის შესაბამისად მის შეწყვეტამდე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი