დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016548 |
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.132.016230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.“. |
მუხლი 2 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016355) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო და საშტატო ნუსხა
.“. |
მუხლი 3 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016543) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება, თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით, ხოლო წერილობით შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში ზეპირად ინფორმირებული იქნება კომისიის/საკრებულოს თავმჯდომარე, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს წევრმა საკრებულოს აპარატში ყოველი თვის არაუადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა წერილობით უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“. |
მუხლი 4 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკენბრის №77 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016425) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 35 წევრისაგან. 4. საბჭოს შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.“. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები