დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 88/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016630 |
88/04
15/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
220010010.18.011.016630
„კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/01/2019; ს/კ: 220010010.18.011.016371) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები:
„მუხლი 11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები. მუხლი 12 კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 სექტემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები