დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19-88 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 11/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016694 |
|
შეთანხმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო (ერთობლივად წოდებულნი „მხარეებად“, ხოლო ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“), გამოთქვამენ რა სურვილს, განავითარონ და გააძლიერონ საერთო სარგებელზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები, დარწმუნებულნი არიან რა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებას, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1 მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები გაცვლიან მათ ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მათი ეროვნული კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მონაწილენიც არიან. მუხლი 2 მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, ვორქშოფებსა და ტრენინგებში, ასევე წაახალისებენ აკადემიური პერსონალის გაცვლასა და სტუდენტების მობილობას. მუხლი 3 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას და პირდაპირი კავშირების დამყარებას მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. მუხლი 4 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას აკადემიური კვალიფიკაციების აღიარებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ აკადემიურ პროგრამებზე დაშვების მიზნით. მუხლი 5
მუხლი 6
მუხლი 7
სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა ხორციელდება დიპლომატიური არხების საშუალებით: 2.1 ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, მიმღები მხარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას გამგზავნი მხარისათვის სკოლების, მოსწავლეების (კლასების მიხედვით), და მასწავლებლების რაოდენობის შესახებ, ასევე, სტატისტიკურ მონაცემებს მათი საერთო რაოდენობის თაობაზე; 2.2. წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგზავნი მხარე მოამზადებს განაწილების გეგმას და სთხოვს მიმღებ მხარეს წიგნებს მიანიჭოს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 (სამი) თვით ადრე; 2.3 მიმღები მხარე, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტვირთისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და სამუშაო რეჟიმში გამგზავნ მხარესთან შეათანხმებს მიღების თარიღს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე;
მუხლი 8 მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მუხლი 9 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აქტივობების დაფინანსება განპირობებული იქნება მხარეების არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. მუხლი 10 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11 შეთანხმებაში ნებისმიერი დამატებებისა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასეთი დამატებები და ცვლილებები შესრულდება ცალკეული ოქმების სახით, რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 12 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელიც დაადასტურებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად დარჩება ძალაში შემდგომი ხუთი (5) წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე, მინიმუმ ექვსი თვით ადრე. ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2022 წლის 21 თებერვალს, შედგენილია ორ დედნად ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები