დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 360 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023571 |
|
ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“. |
მუხლი 2 |
სურსათის (სასურსათო) დანამატები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ
|
მუხლი 1
1. „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“ (შემდეგში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს სურსათის (სასურსათო) დანამატებს, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია და წარდგენილია სასურსათო პროდუქტების სახით და რომლებიც საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება მხოლოდ წინასწარ დაფასოებული ფორმით. 2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილ სამკურნალო საშუალებებზე (ფარმაცევტულ პროდუქტებზე). მუხლი 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სურსათის (სასურსათო) დანამატი – სასურსათო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით, ბაზარზე განთავსებულია დოზირებული ფორმით, კერძოდ, კაფსულების, პასტილის, დრაჟეების, ტაბლეტების, აბებისა და სხვა მსგავსი ფორმებით, მცირე ზომის პაკეტებში დაფასოებული ფხვნილის, ამპულების, წვეთის დოზირების მქონე ფლაკონებისა და სითხეების და ფხვნილების სხვა მსგავსი ფორმებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, მოხდეს მათი მიღება გაზომილი, მცირე ერთეულების ოდენობით; ბ) საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) – ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები (მინერალები). მუხლი 3. დაუშვებელია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 4 1. სურსათის (სასურსათო) დანამატის წარმოებაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით („ვიტამინები და მინერალები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში“) განსაზღვრული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები (მინერალები), დანართი №2-ით („ვიტამინებისა და მინერალების ქიმიური ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში“) განსაზღვრულ ფორმებში. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით განსაზღვრული ნივთიერებების სისუფთავის კრიტერიუმები უნდა აკმაყოფილებდეს სურსათში გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სისუფთავის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით განსაზღვრული ნივთიერებების სისუფთავის კრიტერიუმები, რომლებიც არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ სისუფთავის კრიტერიუმებს. მუხლი 5 1. ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა, სადღეღამისო მოხმარების პორციაში, უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) ვიტამინებისა და მინერალების უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარი, რომელიც დადგენილია საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით; ბ) ვიტამინებისა და მინერალების მიღება სურსათის სხვა წყაროებიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სურსათის (სასურსათო) დანამატების შემადგენლობაში არსებული ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობისათვის ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების რეკომენდებული ნორმები. 3. სურსათის (სასურსათო) დანამატებში საკმარისი რაოდენობით ვიტამინებისა და მინერალების არსებობის უზრუნველსაყოფად, შესაბამის შემთხვევებში, დადგენილი უნდა იქნეს სადღეღამისო მოხმარების პორციაში ბიზნესოპერატორის მიერ რეკომენდებული ვიტამინებისა და მინერალების მინიმალური რაოდენობა. მუხლი 6 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს დასახელებით „სურსათის დანამატი“. 2. სურსათის (სასურსათო) დანამატის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა არ უნდა მიუთითებდეს ადამიანის დაავადებების პროფილაქტიკის, განკურნების ან სამკურნალო თვისებების შესახებ ან მიანიშნებდეს ასეთ თვისებებზე. 3. გარდა „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის (სასურსათო) დანამატის ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან ნივთიერებების კატეგორიების დასახელებები, რომლებიც ახასიათებს პროდუქტს ან მითითებას ამ საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების ბუნების/წარმოშობის შესახებ; ბ) პროდუქტის პორცია, რაოდენობა, რომელიც რეკომენდებულია სადღეღამისო მოხმარებისთვის; გ) გაფრთხილება, რომ მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას; დ) განაცხადი, რომ სურსათის (სასურსათო) დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი; ე) განაცხადი, რომ პროდუქტები ინახებოდეს ადრეული ასაკის ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. 4. სურსათის (სასურსათო) დანამატების ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ მინიშნებას, რომელიც ადასტურებს ან გულისხმობს, რომ ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება ზოგადად ვერ უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) სათანადო რაოდენობით მიღებას. მუხლი 7 1. საკვები ნივთიერებების ან კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებების რაოდენობა, რომელსაც შეიცავს პროდუქტი, ეტიკეტზე წარდგენილი უნდა იქნეს რიცხვითი ფორმით. ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობის მითითებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული ერთეულები. 2. საკვები ნივთიერებების ან სხვა ნივთიერებების რაოდენობა წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის თითოეულ პორციაში, ეტიკეტზე მითითებული რეკომენდებული სადღეღამისო მოხმარების მიხედვით. 3. ინფორმაცია ვიტამინებისა და მინერალების შესახებ გამოსახული უნდა იქნეს ასევე პროცენტულად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების ნორმების შესაბამისად. მუხლი 8 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით წარდგენილი საკვები ნივთიერებების ან სხვა ნივთიერებების რაოდენობები წარმოადგენს საშუალო სიდიდეებს, რომლებიც მიღებულია ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქტზე განხორციელებული ანალიზის საფუძველზე. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების პროცენტული მაჩვენებელი, დადგენილი ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების ნორმების მიხედვით, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს გრაფიკული ფორმით. მუხლი 9. სურსათის (სასურსათო) დანამატების მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისათვის ბიზნესოპერატორი, რომელიც ბაზარზე განათავსებს სურსათის (სასურსათო) დანამატს, ვალდებულია სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის დანამატის ბაზარზე განთავსების შესახებ სურსათის ეტიკეტის ნიმუშის წარდგენით
დანართი №1
ვიტამინები და მინერალები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში 1. ვიტამინები ვიტამინი A (მკგ RE) (მკგ, რეთინოლის ეკვივალენტი) ვიტამინი D (მკგ) ვიტამინი E (მგ a –TE) (მგ, ალფა-ტოკოფეროლის ეკვივალენტი) ვიტამინი K (მკგ) ვიტამინი B 1 (მგ) ვიტამინი B 2 (მგ) ნიაცინი (ვიტამინი PP)- (მგ NE) (მგ, ნიაცინის ეკვივალენტი) პანთოთენის მჟავა (მგ) ვიტამინი B 6 (მგ) ფოლიუმის მჟავა – ფოლატები (მკგ) – ყველა ფორმის ფოლიუმის მჟავა ვიტამინი B 12 (მკგ) ბიოტინი (მკგ) ვიტამინი C (მგ) 2. მინერალები კალციუმი (მგ) მაგნიუმი (მგ) რკინა (მგ) სპილენძი (მკგ) იოდი (მკგ) თუთია (მგ) მანგანუმი (მგ) ნატრიუმი (მგ) კალიუმი (მგ) სელენი (მკგ) ქრომი (მკგ) მოლიბდენი (მკგ) ფტორიდები (მგ) ქლორიდები (მგ) ფოსფორი (მგ) ბორი (მგ) სილიციუმი (მგ)
დანართი №2 ვიტამინებისა და მინერალების ქიმიური ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში
|
დოკუმენტის კომენტარები