„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.016633
41
27/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
010250040.35.123.016633
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2022 წლის 27 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოდადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, №010250040.35.123.016211), კერძოდ:

1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში – საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.“.

2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;“.

„გ) საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება; კომისიების შემადგენლობების ცნობად მიღება; კომისიების დებულებების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;“.

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

3. შეიცვალოს დადგენილების დანართის ა) მე-7 მუხლის 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საკრებულო, საკრებულოს კომისიები, საკრებულოს ფრაქციები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები, საკრებულოს სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი), საკრებულოს კომისიებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოები უფლებამოსილნი არიან სხვადასხვა ვითარების გამო, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის არსებობისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაატარონ სხდომები დისტანციურ რეჟიმში.“.

4. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე.“.

5. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“.

6. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-13 მუხლის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა“.

7. დადგენილების დანართის მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები.

8. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იყოს (გარდა საკრებულოს თავჯდომარისა) საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც, იგი იმავდროულად შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ დადგენილების დანართის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს საკრებულოს კომისიის/კომისიების წევრი, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“.

9. დადგენილების დანართს დაემატოს თავი II1 შემდეგი რედაქციით:

თავი II1

საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია

მუხლი 161. საკრებულოს უმრავლესობისა და საკრებულოს ოპოზიციის წევრთა რეგისტრაციის წესი

1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“

10. დადგენილების დანართს დაემატოს თავი II2 შემდეგი რედაქციით:

თავი II2

საკრებულოს თანამდებობის პირები

მუხლი 162. საკრებულოს თანამდებობის პირები

საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე;

ვ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“

11. შეიცვალოს დადგენილების დანართის III თავის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები“.

12. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, საკრებულოს აპარატის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკრებულოს აპარატში კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი, ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად ქმნის შესაბამის საკონკურსო კომისიას და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნიშნავს ამ კომისიის თავმჯდომარეს;“.

13. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-18 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის, პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები:

ა) ახორციელებენ საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის გაწევაში, საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში, საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულების კონტროლის საქმეში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხელშეწყობას;

ბ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, საკრებულოსათვის ხელშეწყობას;

გ) ხელს უწყობენ საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს აპარატში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პრინციპების დაცვაში;

დ) ახორციელებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიცემულ სხვა დავალებებს.

7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ფუნქციებს განსაზღვრავს და ანაწილებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე.

8. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

9. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

14. შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-19 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით, იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმისა და მის საფუძველზე, საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და წინადადებებს;

ზ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

თ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

15. შეიცვალოს დადგენილების დანართის 22-ე მუხლის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა“.

16. შეიცვალოს დადგენილების დანართის 23-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. საკრებულოს კომისიების შექმნისა და კომისიების შემადგენლობების განსაზღვრის წესი

1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე და 25-ე მუხლებით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილების ან/და დამატების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.

5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

6. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ, საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში, ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

8. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია (ახალარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე, სამანდატო დროებითი კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

9. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“.

17. შეიცვალოს დადგენილების დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს საკრებულო ირჩევს საკრებულოს კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

18. დადგენილების დანართის 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში;

ბ) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.“

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ, ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები.

19. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“

20. დადგენილების დანართის 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.“

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება.“

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარესა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.“

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე – სამანდატო დროებითი კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.“

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო იღებს ცნობად.“.

21. შეიცვალოს დადგენილების დანართის 36-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები

1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ;

დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი ან გასათავისუფლებელი კანდიდატურის თაობაზე;

ნ) საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის მოხსენება;

ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის ვებ გვერდზე;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

3. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

4. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლო­ბის ახალ კვოტებს.

5. საკრებულოს ფრაქციებისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში, საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

6. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში.“.

22. შეიცვალოს დადგენილების დანართის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის, გადარჩევის, უფლებამოსილებისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციის წესდებით.“.

23. დადგენილების დანართის 391 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 391. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკრებულო ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო).“.

24. დადგენილების დანართის 392 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 392. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები“.

25. დადგენილების დანართის 393 მუხლის სათაური, 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 393. საბჭოს თავმჯდომარე“.

„1. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.“

„2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილის, მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან.“

„3. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება 28 წევრით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.

26. დადგენილების დანართის VII თავში, ამ თავის მუხლებსა და პუნქტებში, ყველგან, სიტყვები: „ახლად არჩეული“, შეიცვალოს სიტყვით: „ახალარჩეული“.

27. დადგენილების დანართის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში, იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

28. დადგენილების დანართის 41-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.

29. დადგენილების დანართის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; განსაზღვრავს საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, ამოწმებს ფრაქციის მიერ საკრებულოს კომისიებში წევრთა წარდგენის სისწორეს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს სხდომას.“

„3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ იურიდიულ საკითხთა კომისიის ფორმირებამდე.“.

30. დადგენილების დანართიდან ამოღებულ იქნეს 45-ე მუხლი.

31. შეიცვალოს დადგენილების დანართის 46-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის დღის წესრიგი

1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;

ვ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

ზ) საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება;

თ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობების ცნობად მიღება;

ი) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით.“.

32. დადგენილების დანართის 51-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში პასუხის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია, რომ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება.“

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

33. დადგენილების დანართის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მისი დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.“.

34. დადგენილების დანართის 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები

საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე თუ იგი შეტანილია შესაბამისი სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები და განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვადასხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი. მიმართვები და განცხადებები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე, საკრებულოს სხდომის დასაწყისში.“.

35. შეიცვალოს დადგენილების დანართის 93-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

2. იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

36. შეიცვალოს დადგენილების დანართის 102-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს ისინი შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.“

„3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და საკრებულოს ფრაქციას.“.

37. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართიდან 104-ე მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია