ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.023548
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
337
24/06/2022
ვებგვერდი, 27/06/2022
430040000.10.003.023548
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/06/2022 - 10/02/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2022 წლის 24 ივნისი

   ქ. თბილისი

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

 

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში − დაწესებულება) პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (შემდგომში − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა) წარმოების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, ინფორმაციის შეტანის, შენახვის, შეცვლის, გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის ასახვაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ ვებაპლიკაციას, რომელშიც მხოლოდ ამ ვებაპლიკაციის ავტორიზებული მომხმარებლების მიერ აისახება ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება, ვალდებულია, 2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

4. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

5. მართვის სისტემა უფლებამოსილია, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირების/დადგენის და გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტები/ მომხმარებლები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ აღნიშნული სისტემის სუბიექტებს/მომხმარებლებს.

2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტები არიან:

ა) მართვის სისტემა;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები;

გ) დაწესებულება;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს დაწესებულებებს (შემდგომში − გაერთიანება);

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში − ცენტრი);

ვ) სამინისტრო.

3. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა მოიცავს ინფორმაციაზე/ მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:

ა) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ბ) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება და ასახვა/რედაქტირება.

4. ინფორმაციის/მონაცემის ხედვის, ამოღებისა და დამუშავების უფლება გულისხმობს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების დათვალიერების, ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას.

5. ინფორმაციის/მონაცემების ხედვის, ამოღების, დამუშავებისა და ასახვის/რედაქტირების უფლება გულისხმობს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების დათვალიერების,  ამოღების, დამუშავების, ასახვის, შეცვლისა და წაშლის შესაძლებლობას.

6. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შემდეგ მომხმარებლებს გააჩნიათ ინფორმაციაზე/მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებები:

ა) მართვის სისტემას − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება და დამუშავება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებების შესახებ;

გ) დაწესებულებას − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება;

დ) გაერთიანებას − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება მის მართვაში არსებული დაწესებულებების შესახებ;

ე) ცენტრს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ვ) სამინისტროს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება და დამუშავება.

მუხლი 3. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაცია

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაზე წვდომისათვის უნდა გაიარონ მომხმარებლის რეგისტრაცია.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია ხორციელდება უშუალოდ სუბიექტის მიერ.

3. მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა თავდაპირველად უნდა მონიშნოს ველი: დაწესებულებაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირია თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი) თუ გაერთიანება და ამის შემდეგ უნდა შეავსოს საიდენტიფიკაციო კოდის ველი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო კოდის ასახვის შემდეგ, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა უნდა დააჭიროს გადამოწმების ღილაკს, რის შემდეგაც სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

ა) იურიდიული დასახელება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) ხელმძღვანელის პირადი ნომერი;

ე) ხელმძღვანელის სახელი და გვარი;

ვ) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა.

5. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების ხელმძღვანელის მობილურის ნომერი;

ბ) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

დ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ე) პაროლი;

ვ) პაროლის გამეორება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო კოდის ასახვის შემდეგ, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა უნდა დააჭიროს გადამოწმების ღილაკს, რის შემდეგაც სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

ა) იურიდიული დასახელება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) ხელმძღვანელის პირადი ნომერი;

ე) ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

7. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების ხელმძღვანელის მობილურის ნომერი;

ბ) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

დ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ე) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

ვ) პაროლი;

ზ) პაროლის გამეორება.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.

9. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში აღინიშნება ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.

10. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − მის მიერ ასახულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს აქტივაციის კოდს, რომელიც უნდა ასახოს შესაბამის ველში და დაასრულოს რეგისტრაცია.

11. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლა სუბიექტისთვის მხოლოდ ერთხელ არის საჭირო. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ყოველი შემდგომი შესვლის მიზნით, იგი გაივლის მხოლოდ ავტორიზაციას.

12. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, წერილობით უნდა მიმართონ მართვის სისტემას.

13. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს, გარდა  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია,  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში მითითებული ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტა.

მუხლი 4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაცია

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა, ავტორიზაციის მიზნით, მომხმარებლის ველში უნდა შეიყვანოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

მუხლი 5. დაწესებულების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ასახვა

1. გაერთიანების მართვაში შემავალ ყველა დაწესებულებას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არეგისტრირებს/ასახავს გაერთიანება, ხოლო ის დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას/ასახვას ახორციელებს თავად.

2.  დაწესებულების შესახებ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უნდა შეივსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების დასახელება;

ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის პირადი ნომერი;

გ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი, გვარი;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი;

ე) დაწესებულების ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა;

ვ) დაწესებულების საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

ზ) დაწესებულების საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

თ) დაწესებულების საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ი) დაწესებულების საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტა;

კ) მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს დაწესებულება;

ლ) საქმიანობის განხორციელების მისამართი;

მ) პერსონალის საერთო რაოდენობა;

ნ) აღსაზრდელების საერთო რაოდენობა;

ო) ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.

4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში აღინიშნება ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.

5. დაწესებულებამ ან გაერთიანებამ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსების შემდეგ, უნდა დააჭიროს „შენახვა-წარდგენის“ ღილაკს, რის შემდეგაც განხორციელდება დაწესებულების რეგისტრაცია/ასახვა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს რეგისტრირებული/ასახული მონაცემების ცვლილება შესაძლებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

7. ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების მიზნით დაწესებულების რეგისტრაციად განიხილება, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულების შესახებ მონაცემების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

მუხლი 6. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვის ვადა

1. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემს.

2. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნიათ:

ა) რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებს, რომელთაც, საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;

ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში.

4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია ინახება 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება.

მუხლი 7. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის უსაფრთხოება

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ვებაპლიკაცია განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემისა და მონაცემთა ბაზების რეზერვირება ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლებისა და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.

3. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში, განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება რეგისტრაციის ელექტრონული სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავება.

მუხლი 8. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ე. წ. აუდიტლოგირების საშუალებებით. მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციებისა და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.

3. ავტორიზებული მომხმარებლის ქმედების ლოგირება:

ა) ქმედების ტიპი – CRUD;

ბ) ქმედების ობიექტი;

გ) ქმედების დრო;

დ) მომხმარებლის სახელი;

ე) IP მისამართი.

4. შეცდომის ლოგირება:

ა) შეცდომის ტიპი;

ბ) შეცდომის დაშვების დრო;

გ) ქმედების ობიექტი;

დ) IP მისამართი.