დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 196 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017598 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 381 მუხლის:
1. პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლების (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში - დავალიანება) „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“. ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც არის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის წარმოების საფუძველი. 2. „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს ერიცხება ხანდაზმული დავალიანება და ბოლო სამი კალენდარული წლის და შემდგომ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, პირადი აღრიცხვის ბარათზე, მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება დარიცხვა; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დოკუმენტურად უნდა დასტურდებოდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება; ბ) გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; გ) პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალება (საბანკო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში); დ) დავალიანების მქონე პირის ან/და მესამე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ არის მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი (სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა მტკიცებულებები), ან მესამე პირისათვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას; ე) მარეგისტრირებელი ორგანოებიდან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) ან/და დავალიანების მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამ პირს არ გააჩნია ქონება, ხოლო ქონების არსებობის შემთხვევაში, ექსპერტის, აუდიტორის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დასკვნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ან ქონების სავარაუდო ღირებულება სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას.“. 2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ერთოდეს (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის შესწავლის ან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაციების შესახებ.“. 3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოაცხადოს ძალადაკარგულად, თუ: ა) გაუქმდა დავალიანება; ბ) საგადასახადო ორგანოში გამოვლინდა/დაფიქსირდა ინფორმაცია პირის მიერ ქონების შესაძლო ფლობის შესახებ.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები