დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 09/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.16.009.016542 |
|
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:
ა) 68-ე მუხლის: ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები. 2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.“; ა.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა; ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 15 წუთში ერთხელ; დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელება; ვ) 0.4 კვ ძაბვაზე მრიცხველის პირდაპირი მიერთების შემთხვევაში ელექტრომომარაგების დისტანციურად შეწყვეტის, აგრეთვე სიმძლავრის (დატვირთვის) შეზღუდვის უნარი; ზ) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია; ი) ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი; კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში); ლ) ძაბვისა და სიმძლავრის (დატვირთვის) მნიშვნელობის გაზომვის უნარი; მ) ელექტროენერგიის წყვეტების რეგისტრაციის უნარი, კომისიასთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით.“; ა.დ) 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ, ხოლო თუ მომხმარებელი ფლობს/სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით – აგრეთვე გაცემისა და მიღების რეჟიმში აღრიცხული (ცალ-ცალკე) ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ; ბ) მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ; გ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით); დ) ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით); ე) ძაბვის მნიშვნელობების შესახებ (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში); ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, იყოს მარტივად აღქმადი (მათ შორის ვიზუალური დიაგრამების გამოყენებით) და იძლეოდეს სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობას.“. ბ) 68-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი: „მუხლი 681. დღეღამური (საათობრივი) დატვირთვის გრაფიკები გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული იმ მომხმარებლების მიმართ, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ აღირიცხება ჭკვიანი მრიცხველებით, საათობრივი აღრიცხვის მონაცემების გამოსათვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს დღეღამური (საათობრივი) დატვირთვის გრაფიკები (შემდგომში – დატვირთვის პროფილი). 2. სისტემის ოპერატორები შეიმუშავებენ დატვირთვის პროფილების შექმნის და პროფილების საშუალებით საათობრივი ხარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიას, რომელსაც ამტკიცებს კომისია. 3. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან უზრუნველყონ აღრიცხვის მონაცემების ერთიანი სისტემისა და დატვირთვის პროფილირების პლატფორმის შექმნა და მათ შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემის ამოქმედება.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. სისტემის ოპერატორებმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების 681 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული საათობრივი ხარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიის კომისიისათვის წარდგენა; ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დატვირთვის პროფილირების პლატფორმის შექმნა. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები