„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023522
313
13/06/2022
ვებგვერდი, 15/06/2022
470230000.10.003.023522
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2022 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ       №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ითა და დანართ №1.12-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ითა და დანართ №1.12-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;“;

ბ) 54 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55 მუხლი:

მუხლი 55. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 1 მაისამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის ვალდებულებასთან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ით, №1.3-ითა და №1.4-ით განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი, ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15  პუნქტების შესაბამისად, არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა (საპენსიო ასაკი) და დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

ა.ბ) 38 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39 და 310 პუნქტები:

„39. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.11 დანართის მოსარგებლეები არიან გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა.

310. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.12 დანართის მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგროც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტაციონარულ დაწესებულებასა და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული აღნიშნული დაწესებულების ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის მიერ ფორმა №3 რეცეპტისა და პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემით წარმოებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-20 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ 2022 წლის 1 მარტიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის, ხოლო 2022 წლის 11 აპრილიდან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების რეცეპტის (ფორმა №2) გამოწერა ელექტრონული რეცეპტების ერთიან სახელმწიფო სისტემაში, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდულ/გასაცემ ფარმაცევტულ პროდუქტზე.“;

დ) 21-ე მუხლის:

დ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 39 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.11 დანართის შესაბამისად;

ი) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 310 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.12 დანართის შესაბამისად.“;

დ.ბ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 15 პუნქტი:

„15. ამ პროგრამის მიზნებისათვის, იმ პირების შემოსავალი, რომლებიც დოკუმენტურად დაადასტურებენ განმახორციელებლის წინაშე, რომ წლიურ შემოსავალში გათვალისწინებულია ერთჯერადად, მათ შორის, საქველმოქმედო მიზნით, გაცემული დახმარება/კომპენსაცია, წლიური და ერთი თვის შემოსავალი განესაზღვრებათ შესაბამისი თანხის გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე.“;

ე) 22-ე მუხლის 45 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 და 47 პუნქტები:

„46. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.11 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

47. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.12 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

ვ) 23-ე მუხლის 326 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 327 პუნქტი:

„327. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობასთან დაკავშირებით  „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებები დასრულდეს იმავე („რეფერალური მომსახურების“) პროგრამის ფარგლებში.“;

ზ) №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის:

ზ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას);“;

ზ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) №1.4 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის:

თ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას);“;

თ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) №1.8 დანართის („პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია /ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები“) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2022 წლის ბიუჯეტი შეადგენს 7,000.0 ათას ლარს.“;

კ) №1.10 დანართის („შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა“) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2022 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს.“;

ლ) №1.10 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №1.11 დანართი („გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა“) და №1.12 დანართი („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“):

 

 

დანართი №1.11

 

გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 39 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღირებულებისა:

ა) ქირურგია:

კატეგორია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

სისხლძარღვოვანი რგოლის კორექცია

ღია არტერიული სადინრის დახურვა

ხელოვნური რითმის წამყვანის ბატარეის გამოცვლა

სიმპატექტომია

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, > 1 თვეზე

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის/ღია ოვალური ხვრელის პირველადი დახურვა ან დახურვა ჩანართით

აორტოპექსია

ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალიური დრენაჟის კორექცია

დიდი ზომის მარჯვენა წინაგულის პლასტიკა

მარცხენა პარკუჭის დივერტიკულუმის კორექცია

მკერდის ძვლის პლასტიკა (არაინფექციური)

აორტის შეფუთვა

 

7 331

II

პირველადი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია, მიექტომიის გარეშე იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის

სიმსივნე

სიმიტარის (თურქული ხმლის) ანომალიის კორექცია

სარქველზედა მიტრალური რგოლის ან სამწინაგულიანი გულის კორექცია

კორონარული არტერიის გვირაბის გახსნა

იზოლირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

ატრიოვენტრიკულური არხის გარდამავალი ფორმის კორექცია

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ეპიკარდიული ელექტროდების მიკერებით

მარჯვენა პარკუჭის ტრაბეკულების გადაკვეთა ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექციისათვის

ფილტვის არტერიის სარქვლის გამოცვლა

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, < 1 თვეზე

აორტოპულმონარული ფანჯრის კორექცია

ფილტვის არტერიის შევიწროება მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს

მარცხენა პარკუჭის გასავლის კორექცია ან გადიდება

იზოლირებული სამკარედა სარქვლის პლასტიკა

იზოლირებული ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი)

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის ვალვულოპლასტიკა

სენინგის/მასტარდის ოპერაცია მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის დროს

ფალოს ტეტრადის კორექცია −

არატრანსანულარული ჩანართი

დაღმავალი აორტის ანევრიზმის პლასტიკა

სისტემური ვენების ანომალიების კორექცია ან პლასტიკა

 

11 797

III

აღმავალი აორტის პროთეზირება

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა

+ პროცედურა მარჯვენა პარკუჭის გასავალზე

კონდუიტის რეოპერაცია

ფალოს ტეტრადის კორექცია − ფილტვის არტერიის არარსებობის სინდრომი

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის გამოცვლა

იზოლირებული ფონტენის ოპერაცია

კოარქტაციის კორექცია, ლავიწქვეშა არტერიის ნაწილით ან ჩანართით

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია

+ მიექტომიით იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

ძირითადი აორტოპულმნარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობების გარეშე

ფილტვის არტერიის ვალვოტომია

კონოს პროცედურა

მარცხენა კორონარული არტერიის ანომალიური გამოსვლის კორექცია

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა +

არამარჯვენაპარკუჭოვანი გასავლის პროცედურა

ოპერაცია იზოლირებულად აორტის თაღზე, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში

სარქველზედა აორტის სტენოზის კორექცია

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკის გარეშე

ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი)

+ დამატებითი პროცედურა, არაწინგულპარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ენდოკარდიული ელექტროდებით

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების ჰიბრიდული დახურვა

 

17 637

IV

ფონტენის ოპერაცია + დამატებითი პროცედურა, არაწინგულპარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

ფალოს ტეტრადის კორექცია − ტრანსანულარული ჩანართი

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + ფილტვის არტერიის შემავიწროვებელი თასმის მოხსნა/პლასტიკა

აორტის ბოლქვის გამოცვლა

იზოლირებული წინაგულოვანი სეპტექტომია

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია პარკუჭშიდა გვირაბის შექმნით

ებშტეინის ანომალიის კორექცია

ფილტვის ვენების ანომალიური დრენაჟის კორექცია, > 1 კვირაზე

განცალკევებული (იზოლირებული) ფილტვის არტერიის ტოტის რეიმპლანტაცია

სრული ატრიოვენტრიკულური არხის + ფალოს ტეტრადის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების დახურვა

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა

+ მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტის გამოცვლა

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს

მიტრალური ან წინაგულპარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, > 5 წელზე

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია + მარჯვენა პარკუჭის გასავლის პლასტიკა

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს

ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

ფალოს ტეტრადის კორექცია + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტი + ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება)

მიტრალური ან წინგულპარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკა

ფონტენის რევიზია

 

23 348

V

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

+ წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

 + აორტის კოარქტაციის კორექცია

ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის/ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების პალიატიური ოპერაცია

ფონტენის ოპერაცია + წინაგულპარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

მოდიფიცირებული ბლელოკ-ტაუსიგის შუნტი

როსის პროცედურა

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, არატრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

სამკარედა სარქვლის გამოცვლა

ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის კორექცია მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტით

არტერიული გადართვის პროცედურა

+ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

ვილიამსის სინდრომის კორექცია

როსს-კონოს პროცედურა

ფილტვის არტერიის შევიწროვება,

არამაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს

დამუს-კაე-სტანსელის პროცედურა

მარცხენა პარკუჭის რეაბილიტაცია (მომზადება)

არტერიული გადართვის პროცედურა

+ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

+ აორტის კოაქტაციის კორექცია

რასტელი/სენინგის პროცედურები მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს

ნიკაიდოს პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის/ფილტვის არტერიის სტენოზის დროს

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია

ორპარკუჭოვანი კორექცია

ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) ბლელოკ-ტაუსიგის შუნტით სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში

ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟის კორექცია, < 1 კვირაზე

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა, ერთი პარკუჭით

ფილტვის ვენების სტენოზის კორექცია

 ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექცია

+ აორტოპულმონარული შუნტი + ღია არტერიული სადინრის დახურვა

 

30 558

VI

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია

+ ფალოს ტეტრადის კორექცია, არატრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

მიტრალური ან წინაგულპარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, < 5 წელზე

ნორვუდის პროცედურა

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია + აორტის თაღის წყვეტის კორექცია

ფილტვის არტერიის ჰიბრიდული შევიწროვება

ნორვუდის პროცედურა, მიტრალური სტენოზი/ აორტის ატრეზია

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს და ფილტვის არტერიის შევიწროების მოხსნა/პლასტიკა

გულის ტრანსპლანტაცია, > 1 წელზე;

 

47 720

 

        ბ) კათეტერიზაცია:

კატეგორია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

გულის ბიოფსია ტრანსპლანტაციის შემდეგ

2 265

II

გულის ბიოფსია და დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია

გულის ბიოფსია და კორონაროგრაფია

დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია (ტრანსსეპტალური პუნქციის ჩათვლით)

 

2 400

III

ღია არტერიული სადინრის დახურვა

წინაგულთაშუა ძგიდის სტენტირება, დილატაცია ან სეპტოსპომია

ღია არტერიული სადინრის სტენტირება

აორტის დილატაცია და/ან სტენტი (ერთი ინტერვენცია)

აორტის სტენტის რედილატაცია

პულმონური ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტი (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტის გარეშე) (ერთი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ერთი ინტერვენცია)

 

5 038

IV

სისტემური ვენების დილატაცია ან სტენტირება

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა

აორტული ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია)

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით/ოკლუდერით (ერთი ინტერვენცია)

სისტემური > პულმონური შუნტის დილატაცია ან სტენტირება

ფენესტრაციის ოკლუდერით დახურვა (იზოლირებული ინტერვენცია)

კორონარული ფისტულის დახურვა

სისტემური არტერიის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (აორტის გარდა)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (ორი ინტერვენცია)

ფონტენის ოპერაციის ჩანართის დილატაცია

 

10 406

V

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების გარეშე) (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

ფილტვის რომელიმე ვენის დილატაცია ან სტენტირება

აორტული ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ორი ინტერვენცია)

აორტის დილატირება და/ან სტენტი (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

პულმონური ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

სისტემური ვენური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით

მიტრალური ვალვულოტომია

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

სისტემურ-პულმონური კოლატერალის დილატაცია ან სტენტირება

 

10 406

VI

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (სამი ინტერვენცია)

ფენესტრირებული ოკლუდერის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (ოთხი ან მეტი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა ან სტენტი (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (ოთხი ან მეტი ინტერვენცია)

 

10 406

VII

ფილტვის არტერიის სარქვლის ენდოვასკულური იმპლანტაცია

10 406

 

2. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კატეგორიის შესაბამისი ღირებულებისა. ამასთან:

ა) თანაგადახდას არ ექვემდებარება გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ასევე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა 18 წლამდე ასაკის პირებისა) იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

 

 

დანართი №1.12

 

სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 310 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს №1.12.1 დანართში მოცემული დაავადებების სტაციონარულ მკურნალობას.

2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ტარიფისა (დანართი №1.12.1).

3. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

 

 

დანართი №1.12.1

 

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები

 

 

ნოზოლოგია

ICD კოდი

ტარიფი

(ლარი)

სტაციონარული სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით

 

 1 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

464

 

 2 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

573

 

 3 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

687

 

 4 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

758

 

 5 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

859

 

 6 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

909

 

 7 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

961

 

 8 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1006

 

 9 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1101

 

 10 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1281

 

 11 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1325

 

 12 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1374

 

 13 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1418

 

 14 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1466

 

 15 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1511

 

 16 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი

K02.0
K02.1.  
K02.3
K02.8

1559

        ყბა-სახის ქირურგია ზოგადი ანესთეზიით

 

ერთი კბილის ექსტრაქცია

 

520

 

ერთზე მეტი კბილის ექსტრაქცია

 

    550.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი