„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 28/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016624
62/04
13/06/2022
ვებგვერდი, 14/06/2022
220090000.18.011.016624
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №62/04

2022 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, თუ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის თანხა:

ა) აღემატება 100 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, გადარიცხვა სრულდება მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ან/და ოპერაცია დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციასთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ დანართი №2-ით განსაზღვრულ ოფშორულ ზონასთან;

ბ) აღემატება 150 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და გადარიცხვა სრულდება საშუალო რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ფულადი სახსრების უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია თავად განსაზღვროს თანხობრივი ლიმიტები, რომელიც გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენს. ლიმიტები უნდა განისაზღვროს ოპერაციის დანიშნულებისა და ოპერაციის რისკის გათვალისწინებით.

32. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის 22-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე, ამ მუხლის მე-2-32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე.

5. ამ მუხლის მე-3-32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი