„წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023510
303
08/06/2022
ვებგვერდი, 09/06/2022
240110000.10.003.023510
„წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2022 წლის 8 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2013, 240110000.10.003.017316) შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დადგენილების 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

მუხლი 32

1. სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის შესახებ“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი N1

 

ტექნიკური რეგლამენტი

წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის შესახებ

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო     

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება წნევის ქვეშ  მყოფ მარტივ ჭურჭელზე (შემდგომში – ჭურჭელი).

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ჭურჭელი არის:

ა) შედუღებული ჭურჭელი, რომელიც 0,5 ბარზე მეტი შიდა მანომეტრული წნევის მატარებელია და განკუთვნილია ჰაერით ან აზოტით შესავსებად და არ არის გამიზნული აალებისათვის;

ბ) კვანძები და დეტალები, რომლებიც ემსახურება  წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის სიმტკიცეს და დამზადებულია ხარისხიანი არაშენადნობი ხარისხის მქონე ფოლადისაგან ან ალუმინის შენადნობის ან თერმოგამამტკიცებელი დამუშავების გარეშე მიღებული ალუმინის შენადნობებისაგან;

გ) ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტისაგან:

გ.ა) წრიული განივი კვეთის ცილინდრული ნაწილით, რომელიც დახურულია გარეთ მიმართული ამოზნექილი ან/და ბრტყელი დაბოლოებებით, რომელთაც აქვთ ცილინდრულ ნაწილთან ერთი და იგივე ღერძი; ან

გ.ბ) ერთი და იმავე ღერძის გარშემო შემოგარსული ორი ხუფისებრი დაბოლოება;

დ) ჭურჭელი, რომლის მაქსიმალური დასაშვები სამუშაო წნევა არ აღემატება 30 ბარს და  წნევისა და ჭურჭლის მოცულობის ნამრავლი (PS x V) არ აღემატება 10 000 ბარი×ლიტრს;

ე) ჭურჭელი, რომლის მუშაობის მინიმალური დასაშვები ტემპერატურა არ არის - 50°C-ზე დაბალი და მაქსიმალური ტემპერატურა ფოლადისათვის 300°C-ზე, ხოლო ალუმინის ან არაშენადნობი ალუმინის  ჭურჭლისათვის 100°C-ზე მეტი.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ჭურჭელზე, რომელიც შექმნილია ბირთვული გამოყენებისათვის, რომელთა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს რადიოაქტიური გამოსხივების ემისია;

ბ) ჭურჭელზე, რომელიც განკუთვნილია საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე დასამონტაჟებლად ან მათი გადაადგილებისათვის;

გ) ცეცხლმაქრ მოწყობილობებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, ან აპროექტებინებს ან აწარმოებინებს ჭურჭელს და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას;

ბ) ავტორიზებული წარმომადგენელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც წერილობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მწარმოებლის მიერ მის ნაცვლად განახორციელოს განსაზღვრული ფუნქციები;

გ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ ჭურჭელს;

დ) დისტრიბუტორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა, რომელიც უზრუნველყოფს ჭურჭლის ბაზარზე ხელმისაწვდომობას;

ე) ეკონომიკური ოპერატორი – მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;

ვ) ტექნიკური სპეციფიკაცია – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ჭურჭელი;

ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ჭურჭლის ნებისმიერი მიწოდება დისტრიბუციის ან გამოყენებისთვის კომერციული აქტივობის ფარგლებში, სასყიდლით ან უსასყიდლოთ;

თ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ჭურჭლის პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ექსპლუატაციაში გაშვება

ჭურჭელი შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ბაზარზე და ექსპლუატაციაში გაეშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ დამონტაჟების, შენახვისა და გამოყენებისას აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

მუხლი 4. ძირითადი მოთხოვნები

1. ჭურჭელი, რომლის PS x V მაჩვენებელი აჭარბებს 50 ბარი×ლიტრს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მოცემულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

2. ჭურჭელი, რომლის PS x V მაჩვენებელი  არის 50 ბარი×ლიტრი  ან უფრო ნაკლები, დაპროექტებული და წარმოებული უნდა  იყოს  სათანადო საინჟინრო-ტექნიკური პრაქტიკის შესაბამისად (პრაქტიკულად გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე).

მუხლი 5. მწარმოებლის ვალდებულებები

1. იმ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ჭურჭელი დაპროექტებული და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო იმ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი  არის 50 ბარი×ლიტრი  ან უფრო ნაკლები, ბაზარზე განთავსებამდე, მწარმოებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ჭურჭელი დაპროექტებული და წარმოებულია სათანადო საინჟინრო-ტექნიკური პრაქტიკის შესაბამისად (პრაქტიკულად გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე).

2. იმ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, ბაზარზე განთავსებამდე, მწარმოებელმა უნდა შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ან განახორციელებინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. როდესაც აღნიშნული პროცედურით დასტურდება იმ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი  აღემატება 50 ბარი×ლიტრს, შესაბამისობა, მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და დაიტანოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული წარწერები. ჭურჭლის, რომლის მიმართ PS x V მაჩვენებელი  არის 50 ბარი×ლიტრი  ან უფრო ნაკლები, მწარმოებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ჭურჭელზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული წარწერები.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია ჭურჭლის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა ჭურჭელი აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს ჭურჭლის  ფორმის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა მიმართებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია. საჭიროების შემთხვევაში, ჭურჭლის რისკებთან მიმართებით, მწარმოებელი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ჭურჭლის ნიმუშების კვლევა, გამოიძიოს და აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული ჭურჭლის რეესტრი. ამგვარი მონიტორინგის შესახებ უნდა ეცნობოთ დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია, ჭურჭლის იდენტიფიცირების მიზნით, უზრუნველყოს მასზე შესაბამისი ტიპის, სერიული ნომრის ან პარტიის შესახებ ინფორმაციის დატანა.

6. მწარმოებელი ვალდებულია ჭურჭელზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზედაც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

7. მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ჭურჭელს თან ერთოდეს შესაბამისი ინსტრუქციები და ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული უსაფრთხოების ინფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული ინსტრუქციები და ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა სახის ნიშანდება, უნდა იყოს ცხადი, მკაფიო, გარჩევადი და გასაგები. 

8. თუ მწარმოებელი თვლის, ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ჭურჭელი არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამო პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღონ ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭელი შეიცავს რისკს, მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალები, მათ შორის, ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

9. მწარმოებელი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 6. ავტორიზებული წარმომადგენლების ვალდებულებები

1. მწარმოებელს შეუძლია წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებები და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი.

2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას განახორციელოს არანაკლებ შემდეგი ფუნქციები:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული ჭურჭლისგან გამოწვეული რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში.

მუხლი 7. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი ჭურჭელი.

2. იმ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, ბაზარზე განთავსებამდე იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, ჭურჭელზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული წარწერები და ჭურჭელს თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია. იმპორტიორი ვალდებულია ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, შესაბამისობაში მოყვანამდე არ განათავსოს პროდუქტი ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ ჭურჭელი, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. ხოლო ჭურჭლის, რომლის მიმართ PS x V მაჩვენებელი  არის 50 ბარი×ლიტრი  ან უფრო ნაკლები, იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ პროდუქტი დაპროექტებული და წარმოებულია სათანადო საინჟინრო-ტექნიკური პრაქტიკის შესაბამისად (პრაქტიკულად გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე), მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები და ჭურჭელზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარწერები.

3. იმპორტიორი ვალდებულია ჭურჭელზე იმპორტის შემდეგ, მათი ბაზარზე განთავსებამდე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზედაც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ჭურჭლის თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

4. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჭურჭელს თან ახლდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია ქართულ ენაზე.

5. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

6. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ჭურჭლის ნიმუშების შემოწმება, გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული ჭურჭლების რეესტრი და ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.

7. თუ იმპორტიორი თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ჭურჭელი არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული ჭურჭლ(ებ)ის შესაბამისობაში მოსაყვანად, ბაზრიდან ამოსაღებად ან გამოსათხოვად. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭლ(ებ)ი შეიცავს რისკს, იმპორტიორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შეუსაბამობებისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

8. იმპორტიორი ვალდებულია ჭურჭლ(ებ)ის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და უზრუნველყოს, რომ სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიეწოდოს ამ ორგანოს.

9. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით,  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ჭურჭლ(ებ)ის შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ზემოთ აღნიშნულ ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 8. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. ჭურჭლ(ებ)ის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დისტრიბუტორი ვალდებულია იმოქმედოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით.

2. ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დისტრიბუტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა და იმპორტიორმა დააკმაყოფილეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ჭურჭელზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული წარწერები, პროდუქტს თან ახლავს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ინფორმაცია და ინსტრუქციები ქართულ ენაზე. თუ დისტრიბუტორი თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ ჭურჭელი, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე არ განათავსოს პროდუქტი ბაზარზე. თუ პროდუქტი შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. ხოლო ჭურჭლის, რომლის მიმართ PS x V მაჩვენებელი  არის 50 ბარი×ლიტრი  ან უფრო ნაკლები, ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა და იმპორტიორმა დააკმაყოფილეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ჭურჭელზე დატანილია III დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარწერები და პროდუქტს თან ახლავს III დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ინფორმაცია და ინსტრუქციები ქართულ ენაზე.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ჭურჭლის, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს,  შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ უქმნიდეს პროდუქტის შესაბამისობას I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ჭურჭელი არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო მაკორექტირებელი ზომა ჭურჭლ(ებ)ის შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ჭურჭლ(ებ)ის შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ზემოთ აღნიშნულ ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 9. მწარმოებელთა ვალდებულებების გავრცელება იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებზე

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის იმპორტიორი ან დისტრიბუტორი მიჩნეული უნდა იქნეს მწარმოებლად და მათზე უნდა გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ჭურჭელს ბაზარზე ათავსებენ საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან ახდენენ ბაზარზე უკვე განთავსებული ჭურჭლის იმგვარ გადაკეთებას, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 10. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო ჭურჭლის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია იმ ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა ჭურჭელი;

ბ) ინფორმაცია იმ ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა ჭურჭელი.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უფლებამოსილი პირისთვის წარსადგენად შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია 10 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან მის მიერ იქნა მიწოდებული ჭურჭელი.

მუხლი 11. ჭურჭლის, რომლის  PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, შესაბამისობის პრეზუმფცია

ჭურჭელი, რომლის  PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს და რომელიც  შესაბამისობაშია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები.

მუხლი 12. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. ჭურჭელი, რომლის PS x V მაჩვენებელი აღემატება 50 ბარი×ლიტრს, წარმოებამდე ექვემდებარება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პროდუქტის ტიპის გამოცდას (მოდული B) შემდეგნაირად:

ა) ჭურჭლები, რომლებიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებული სტანდარტების შესაბამისად მწარმოებლის სურვილისამებრ შემდეგი ორი მეთოდიდან ერთ-ერთის მიხედვით:

ა.ა) ჭურჭლის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შეფასება ტექნიკური დოკუმენტაციისა და დამხმარე მტკიცებულების შემოწმების გზით, ნიმუშის შემოწმების გარეშე (მოდული B – პროექტის ტიპი);

ა.ბ) ჭურჭლის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შეფასება ტექნიკური დოკუმენტაციისა და დამხმარე მტკიცებულების შემოწმების გზით, ასევე პროტოტიპის შემოწმებითა და დასრულებული ჭურჭლის წარმოების წარმომადგენლის გამოკვლევით (მოდული B – წარმოების ტიპი);

ბ) ჭურჭლებისთვის, რომლებიც არ არის წარმოებული ან წარმოებულია მხოლოდ ნაწილობრივ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებული სტანდარტების შესაბამისად, მწარმოებელმა პროტოტიპის შემოწმებისათვის უნდა წარმოადგინოს დასრულებული ჭურჭლის წარმოების წარმომადგენელი და ტექნიკური დოკუმენტაცია და დამხმარე მტკიცებულება ჭურჭლის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შესაფასებლად (მოდული B – წარმოების ტიპი).

2. ბაზარზე განთავსებამდე ჭურჭლები ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილ პროცედურებს:

ა) როდესაც პროდუქტის PS x V მაჩვენებელი აღემატება 3 000 ბარი×ლიტრს, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლში მითითებულ შიდა საწარმოო კონტროლი და ჭურჭლის ზედამხედველობით შემოწმებაზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობას (მოდული C1);

ბ) როდესაც პროდუქტის PS x V მაჩვენებელი არ აღემატება 3 000 ბარი×ლიტრს, მაგრამ აღემატება 200 ბარიxლიტრს, მწარმოებლის სურვილისამებრ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

ბ.ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლში მოცემულ შიდა საწარმოო კონტროლი და ჭურჭლის ზედამხედველობით შემოწმებაზე დაფუძნებულ პროდუქტის ტიპთან შესაბამისობას (მოდული C1);

ბ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 მუხლში მოცემულ პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე შემთხვევითი ინტერვალებით ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებულ პროდუქტის გამოცდასთან ერთად (მოდული C2);

გ) როდესაც პროდუქტის PS x V მაჩვენებელი არ აღემატება 200 ბარი×ლიტრს, მაგრამ აღემატება 50 ბარიxლიტრს, მწარმოებლის სურვილისამებრ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

გ.ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლში მოცემულ შიდა საწარმოო კონტროლი და ჭურჭლის ზედამხედველობით შემოწმებაზე დაფუძნებულ პროდუქტის ტიპთან შესაბამისობას (მოდული C1);

გ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 მუხლში მოცემულ პროდუქტის ტიპთან შესაბამისობას შიდა საწარმოო კონტროლის საფუძველზე (მოდული C).

მუხლი 13. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნა.

2. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იქნეს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ენაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული სტრუქტურის შესაბამისა და უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისი მოდულებით გათვალისწინებულ ელემენტებსა და ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელს ფარავს ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტი, შედგენილი უნდა იქნეს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მათ შორის უნდა მიეთითოს ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ.

4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჭურჭელი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 14. ინფორმაციის დატანის წესი და პირობები

1. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია ჭურჭელზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად.

2. ჭურჭელზე დატანილი უნდა იქნეს წარმოების კონტროლის ფაზაში მონაწილე შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემები დატანილი უნდა იქნეს თავად შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად, მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

3. შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად პროდუქტზე შესაძლოა ასევე დატანილ იქნეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს ჭურჭლისათვის დამახასიათებელ სპეციალურ რისკს ან პროდუქტის გამოყენების თავისებურებას.

მუხლი 15. შესაბამისობის შემფასებელ პირებთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. შესაბამისობის შემფასებელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ჭურჭლის შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს.

3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული ჭურჭლის მწარმოებლისგან ან/და ორგანიზაციისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნეს ასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია ჭურჭლის დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ ჭურჭლის შესაბამისობის შეფასება, თუ დაამტკიცებს დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი, არ უნდა იყოს იმ ჭურჭლის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან რომელიმე ამ პირის ავტორიზებული წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული ჭურჭლის შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. აღნიშნულ პირებს არა აქვთ უფლება უშუალოდ ან წარმომადგენლობითი სახით მონაწილეობდნენ პროექტირებაში, წარმოებაში, რეალიზაციაში ან ჭურჭლის მომსახურებასა და შეკეთებაში. ისინი არ უნდა იყვნენ ჩართულნი ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასებისას. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე.

5. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

6. შესაბამისობის შემფასებელი პირი და მისი პერსონალი ვალდებულია შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები განახორციელონ კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური ცოდნა სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ განსჯაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით.

7. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა და  II დანართით გათვალისწინებული იმ შესაბამისობის შეფასების ფუნქციების შესრულება, რომელთა განსახორციელებლადაც მოხდა მისთვის აკრედიტაციის მინიჭება. მათ შორის მაშინაც, როდესაც შესაბამისობის შეფასების პროცედურა ხორციელდება ამ პირის სახელით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

8. შესაბამისობის შეფასების პროცედურის განხორციელებისას, მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი ყოველი ჭურჭლისათვის შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ნებისმიერ დროს გააჩნდეს:

ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის;

ბ) პროცედურების აღწერა, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად;

გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებს დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს.

9. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ფუნქციების სათანადოდ განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები და ხელი მიუწვდებოდეს ყველა აუცილებელ  აღჭურვილობასა და საშუალებებზე.

10. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს:

ა) გააჩნდეს მაღალი დონის ტექნიკური და პროფესიული მომზადება შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად;

გ) ჰქონდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოებს ძირითადი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა;

დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებს შეფასების განხორციელებას.

11. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

12. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის დაზღვევა.

13. შესაბამისობის შემფასებელი პირის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა და II დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დაცვა.

მუხლი 16. შესაბამისობის შემფასებელი პირის შვილობილი კომპანიები და ქვეკონტრაქტორები

1. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს.

2. შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხს აგებს მისი ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და II დანართის ფარგლებში.

მუხლი 17. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, პროდუქტის ტექნოლოგიური სირთულისა და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.

3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს სერტიფიკატი.

4. თუ სერტიფიკატის გამოცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ ჭურჭელი აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.

მუხლი 18. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატის გაცემაზე უარის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;

ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე;

გ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 19. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული პროცედურები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული ჭურჭელი ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია, ან საფრთხეს უქმნის შინაურ ცხოველებს ან ქონებას, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამის შესახებ აცნობოს შესაბამის აკრედიტაციის ორგანოს.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მაკორექტირებელი ზომები განხორციელებულია ყველა შესაბამისი ჭურჭლის მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე.

მუხლი 20. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ სახეზეა შემდგომ დოკუმენტურ დარღვევათაგან რომელიმე:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის დარღვევით;

ბ) შესაბამისი ინფორმაცია არ იქნა დატანილი;

გ) წარმოების კონტროლის ფაზაში ჩართული შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის დარღვევით ან არ იქნა დატანილი;

დ) III დანართის პირველ მუხლში მითითებული წარწერები არ იქნა დატანილი ან დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის ან III დანართის პირველი მუხლის დარღვევით;

ე) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი;

ვ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა შედგენილი;

ზ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია;

თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ არის მითითებული, ყალბია ან არასრულია;

ი) გარდა ამ მუხლში დასახელებული მოთხოვნებისა, ამ  ტექნიკური რეგლამენტის მე-5 და მე-7 მუხლებში მითითებული სხვა ადმინისტრაციული მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ამგვარი პროდუქტის ბაზარზე განთავსება, ხოლო უკვე განთავსებული პროდუქტები გამოთხოვილ ან/და ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.

I დანართი

უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

მუხლი 1. მასალები

1. მასალები უნდა შეირჩეს ჭურჭლის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაბამისად. ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი ნაწილების მასალებს, რომელთა გამოყენებაც ხდება ჭურჭლის ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი ნაწილების დამზადებისათვის:

ა) უნდა ჰქონდეს შედუღების უნარი;

ბ) უნდა ჰქონდეთ ისეთი დრეკადობა და სიმტკიცე, რომ მინიმალურ სამუშაო ტემპერატურაზე გაჩენილმა ბზარმა არ გამოიწვიოს რღვევა ან მყიფე გატეხვა;

გ) არ უნდა განიცდიდეს დაძველებით გამოწვეულ არახელსაყრელ ზემოქმედებას.

2. ფოლადისგან დამზადებული ჭურჭლის მასალები, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, ხოლო ალუმინისა და არაშენადნობი ალუმინისაგან დამზადებული ჭურჭელი – ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მასალებს თან უნდა ახლდეს მასალების მწარმოებლის მიერ შედგენილი გამოკვლევის დოკუმენტი, როგორც ეს აღწერილია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში.

4. არაშენადნობი ფოლადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს არამდუღარე და მიწოდებული უნდა იქნეს ნორმალიზების შემდგომ ან ეკვივალენტურ მდგომარეობამდე მიყვანის შემდგომ;

ბ) ნახშირბადის შემცველობა თითოეულ პროდუქტში უნდა იყოს 0,25%-ზე ნაკლები, ხოლო გოგირდისა და ფოსფორის - ცალ-ცალკე 0,05%-ზე ნაკლები;

გ) უნდა გააჩნდეს შემდეგი მექანიკური თვისებები თითოეულ პროდუქტზე:

გ.ა) სიმტკიცის მაქსიმალური ზღვარი გაჭიმვისას Rm/max უნდა იყოს 580 ნ/მმ2 -ზე  ნაკლები;

გ.ბ) ფარდობითი  წაგრძელება წყვეტის შემდეგ უნდა იყოს:

გ.ბ.ა) თუ საცდელი ნიმუში აღებულია გლინვის მიმართულების პარალელურად:

სისქე≥ 3 მმ:

A

≥ 22%,

სისქე < 3 მმ:

A80mm

≥ 17%,

გ.ბ.ბ) თუ საცდელი ნიმუში აღებულია გლინვის მიმართულების პერპენდიკულარულად:

სისქე≥ 3 მმ: 

A

≥ 20%,

სისქე < 3 მმ:

A80mm

≥ 15%,

გ.გ) რღვევის საშუალო ენერგია დარტყმისას KCV გრძივი ტესტის სამი საცდელი ნიმუშისათვის მინიმალურ სამუშაო ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 35 ჯ/სმ2-ზე ნაკლები. სამი მაჩვენებლიდან არაუმეტეს ერთი შეიძლება იყოს 35 ჯ/სმ2-ზე ნაკლები, მინიმალური 25 ჯ/სმ2-ის მაჩვენებლით. ჭურჭლის წარმოებისას ისეთი ფოლადის გამოყენების შემთხვევაში, რომლის მინიმალური  სამუშაო ტემპერატურული რეჟიმი - 10 °C–ზე დაბალია და კედლების სისქე აღემატება 5 მმ-ს, ეს მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს.

5. არაშენადნობ ალუმინში ალუმინის შემადგენლობა უნდა იყოს არანაკლებ 99,5% და ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულმა შენადნობებმა უნდა გამოავლინონ  შესაბამისი მედეგობა კრისტალთშორისი კოროზიის მიმართ მაქსიმალურ  სამუშაო ტემპერატურულ რეჟიმზე. აღნიშნული მასალები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მათი მიწოდება უნდა მოხდეს თერმულად მოშვებულ მდგომარეობაში;

ბ) მათ უნდა გააჩნდეს შემდეგი მექანიკური თვისებები თითოეულ პროდუქტზე:

ბ.ა) სიმტკიცის მაქსიმალური ზღვარი გაჭიმვისას Rm,max არ უნდა აღემატებოდეს 580 ნ/მმ2-ს;

ბ.ბ) ფარდობითი წაგრძელება წყვეტის შემდეგ უნდა იყოს:

ბ.ბ.ა) A ≥ 16 %, თუ საცდელი ნიმუში აღებულია გლინვის მიმართულების პარალელურად;

ბ.ბ.ბ) A≥ 14 %, თუ საცდელი ნიმუში აღებულია გლინვის მიმართულების პერპენდიკულარულად.

6. შედუღების მასალები, რომელთა გამოყენებაც ხდება წნევის ქვეშ მყოფ მარტივ ჭურჭელზე შედუღების ან უშუალოდ ამ მოწყობილობების შედუღების წარმოებისათვის, უნდა იყოს თავსებადი და შესაბამისი იმ მასალებთან, რომელთა შედუღებაც უნდა განხორციელდეს.

7. ჭურჭლის სიმტკიცის ხელშემწყობი კომპონენტები (მაგალითად,  ჭანჭიკები და ქანჩები) დამზადებული უნდა იყოს  ამ მუხლის პირველ  – მე-5 პუნქტებში მოცემული მასალისაგან ან სხვა სახის ფოლადის, ალუმინის ან არაშენადნობი ალუმინისაგან, რომელიც თავსებადი იქნება ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი ნაწილების წარმოებისათვის გამოყენებად მასალებთან. ზემოხსენებულ მასალებს მინიმალურ სამუშაო ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფარდობითი წაგრძელება წყვეტის შემდეგ და სიმტკიცე.

8. შედუღებული ჭურჭლის ნაწილები, რომლებიც არ იმყოფება წნევის ქვეშ, დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომელიც თავსებადი იქნება იმ კომპონენტებთან, რომლებზეც მოხდება მათი შედუღება.

მუხლი 2. ჭურჭლის დაპროექტება

1. ჭურჭლის დაპროექტებისას მწარმოებელმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომელშიც ჭურჭელი იქნება გამოყენებული და შესაბამისად უნდა შეარჩიოს:

ა) მინიმალური სამუშაო ტემპერატურული რეჟიმი Tmin;

ბ) მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურული რეჟიმი Tmax;

გ) მაქსიმალური სამუშაო წნევა PS.

2. თუ შერჩეული მინიმალური სამუშაო ტემპერატურა აღემატება 10°C-ს, ამ დანართით  მასალებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს – 10 °C-ზე.

3. მწარმოებელმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი დებულებები:

ა) შესაძლებელი უნდა იყოს ჭურჭლის შიგნიდან შემოწმება;

ბ) შესაძლებელი უნდა იყოს ჭურჭლის სრული დაცლა;

გ) მექანიკური თვისებები შენარჩუნებული უნდა იქნეს ჭურჭლის დანიშნულებისამებრ მოხმარების მთელი პერიოდის განმავლობაში;

დ) ჭურჭელი მისი დადგენილი/განსაზღვრული გამოყენების გათვალისწინებით, შესაბამისად უნდა იყოს დაცული კოროზიისაგან.

4. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პროდუქტის გამოყენების პირობებში:

ა) ჭურჭელი არ უნდა იმყოფებოდეს ისეთი დაძაბულობის ქვეშ, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის უსაფრთხო გამოყენებას;

ბ) შიდა წნევა მუდმივად არ უნდა აჭარბებდეს სამუშაო წნევის მაქსიმუმს - PS. თუმცა, მას შეუძლია წნევის მომატება მყისიერად 10 %-მდე.

5. წრიული (რკალისებრი) და გრძივი შედუღების ნაკერი უნდა გაკეთდეს გამჭოლი შედუღების ნაკერით ან ეკვივალენტური ეფექტურობის მქონე შედუღებით. ამოზნექილ ბოლოებს, ნახევარსფეროსებრი ბოლოების გარდა, უნდა ჰქონდეს ცილინდრული ფორმის კიდეები.

6. თუ PS x V მაჩვენებელი არ აღემატება 3 000 ბარიXლიტრს, მწარმოებელმა ჭურჭლის კედლის სისქის განსაზღვრისათვის უნდა შეარჩიოს ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებში აღწერილი ერთ‑ერთი მეთოდი. თუ PS x V მაჩვენებელი აჭარბებს 3 000 ბარიXლიტრს ან მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურა აღემატება 100°C-ს, ასეთ შემთხვევაში კედლის სისქე უნდა განისაზღვროს ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებში მოცემული მეთოდის მიხედვით. ცილინდრული ნაწილის და ბოლოების კედლის ფაქტობრივი სისქე არ უნდა იყოს 2 მმ-ზე ნაკლები ფოლადის ჭურჭლის შემთხვევაში, ხოლო ალუმინისა და ალუმინის შენადნობის შემთხვევაში – 3 მმ-ზე ნაკლები.

7. ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი ნაწილების მინიმალური სისქე გაანგარიშებული უნდა იქნეს დაძაბულობის სიდიდისა და შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

ა) საანგარიშო წნევა არ უნდა იყოს შერჩეულ მაქსიმალურ სამუშაო წნევაზე - PS ნაკლები;

ბ) დასაშვები მემბრანული დაძაბულობის ქვედა მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 0.6 REt ან 0,3 Rm–ს. მწარმოებელმა უნდა გამოიყენოს მასალის მწარმოებლის მიერ გარანტირებული REt და Rm მინიმალური მაჩვენებელი, დასაშვები დაძაბულობის განსაზღვრისათვის.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭლის ცილინდრულ ნაწილს გააჩნია ერთი ან მეტი გრძივი შედუღების  ნაკერი შესრულებული არაავტომატური შედუღებით, სისქის გამოთვლა, როგორც ეს ამ მუხლის მე-7 პუნქტშია მოცემული, უნდა მოხდეს მისი გამრავლებით კოეფიციენტზე 1,15.

9. კედლის სისქე უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალება მისცეს ჭურჭელს ატმოსფერულ ტემპერატურაზე გაუძლოს მაქსიმალურ სამუშაო წნევაზე სულ ცოტა ხუთჯერ მეტ წნევას, მუდმივი პერიფერიული (წრიული) დეფორმაციის ფაქტორით არაუმეტეს 1%-ისა.

მუხლი 3. წარმოების პროცესი

1. ჭურჭლის დამზადდება და წარმოების შემოწმება, უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2-მე-4 მუხლებში მოცემული დაპროექტებისა და წარმოების ჩანაწერების შესაბამისად.

2. შემადგენელი ნაწილების მომზადებას (მაგალითად, დეტალების დამუშავება და შესადუღებელი წიბოების მომზადება) არ უნდა მოჰყვეს ზედაპირზე დეფექტების ან ბზარების ზრდა ან ცვლილებები მექანიკურ მახასიათებლებში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჭურჭლის უსაფრთხოებას.

3. შედუღების ნაკერისა და მიმდებარე ზონის მახასიათებლები უნდა იყოს შედუღებული მასალების მსგავსი და თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ზედაპირული და შიდა დეფექტებისაგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჭურჭლის უსაფრთხოებას. შედუღებები უნდა განხორციელდეს კვალიფიცირებულ შემდუღებელთა ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე ოპერატორთა მიერ, საყოველთაოდ მიღებული შედუღების წესების თანახმად და დაცვით. საკვალიფიკაციო გამოცდები ამ სფეროში უნდა ჩატარდეს შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ. მწარმოებელმა ჭურჭლის წარმოების პროცესში ასევე უნდა უზრუნველყოს შედუღების სათანადო ხარისხი, შესაბამისი გამოცდების ჩატარებისა და ადეკვატური პროცედურების გამოყენების გზით. აღნიშნული გამოცდების შემდგომ უნდა გამოიცეს ანგარიში.

მუხლი 4. ჭურჭლის ექსპლუატაციაში გაშვება

ჭურჭელს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად.

II დანართი

შესაბამისობის შეფასების პროცედურები

 

 

მუხლი 1. პროდუქტის ტიპის გამოცდა (მოდული B)

1. პროდუქტის ტიპის გამოცდა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს ჭურჭლის ტექნიკურ პროექტს, ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ტექნიკური პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. პროდუქტის ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გზით:

ა) ჭურჭლის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასებით, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დამადასტურებელი მტკიცებულების შემოწმების გზით, ამასთანავე, უნდა გამოიცადოს დასრულებული ჭურჭლის (წარმოების ტიპი) წარმოების ფარგლებში შერჩეული წარმომადგენლობითი პროტოტიპი;

ბ) ჭურჭლის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასებით, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დამადასტურებელი მტკიცებულების შემოწმების გზით, პროტოტიპი ჭურჭლის (პროექტის ტიპი) შემოწმების გარეშე.

3. მწარმოებელმა პროდუქტის ტიპის შესაბამისობის შეფასებისათვის განაცხადით უნდა მიმართოს თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ერთ-ერთ პირს. აღნიშნული პროდუქტის ტიპის გამოცდის განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ასევე, ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;

ბ) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ გაკეთებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;

გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს ჭურჭლის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და მოიცავდეს ადეკვატურ ანალიზსა და რისკ(ებ)ის შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მიუთითებდეს შესაბამის მოთხოვნებსა და რამდენადაც აუცილებელია შეფასებისათვის, უნდა მოიცავდეს ჭურჭლის დაპროექტებას, წარმოებასა და ფუნქციონირებისათვის. შესაბამის შემთხვევაში, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:

ა.ა) ჭურჭლის ზოგად აღწერას;

ა.ბ) კონცეპტუალური პროექტისა და წარმოების ნახაზებს, კომპონენტების სქემებსა და ა.შ.;

ა.გ) აღწერილობებსა და განმარტებებს, რომლებიც აუცილებელია ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნახაზებისა და სქემების და ასევე ჭურჭლის ფუნქციონირების გასაგებად;

ა.დ) მითითებას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებულ იმ სტანდარტებზე, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ იქნა გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, იმ გადაწყვეტილებების აღწერას, რომლებიც აუცილებელია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, გამოყენებული შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების სიას;

ა.ე) დაპროექტებისას შესრულებული გათვლების შედეგებს, ჩატარებულ გამოკვლევებსა და ა.შ.;

ა.ვ) შემოწმების ანგარიშებს;

ა.ზ) ინსტრუქციებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 მუხლში მითითებულ უსაფრთხოების ინფორმაციას;

ა.თ) დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია:

ა.თ.ა) შერჩეული მასალები;

ა.თ.ბ) შერჩეული შედუღების პროცესები;

ა.თ.გ) შერჩეული შემოწმებები;

ა.თ.დ) ჭურჭლის პროექტის ნებისმიერი აუცილებელი დეტალი;

ა.ი) საჭიროების შემთხვევაში, წარმოების ფარგლებში შერჩეული წარმომადგენლობითი ჭურჭლების პროტოტიპს. შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ჭურჭლის პროტოტიპი, თუ ეს საჭიროა შემოწმების პროგრამის განსახორციელებლად;

ა.კ) დამხმარე მტკიცებულებას ტექნიკური პროექტის გადაწყვეტის ადეკვატურობისთვის. ეს მტკიცებულება შესაძლოა იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისი სტანდარტები სრულად არ გამოყენებულა. დამხმარე მტკიცებულებები მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში, ტესტების შედეგებს, რომლებიც ჩატარებულია სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად, მწარმოებლის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ან სხვა ტესტირების ლაბორატორიის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისი პასუხისმგებლობით. ჭურჭლის პროტოტიპის გამოცდის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია ასევე უნდა მოიცავდეს:

ა.კ.ა) სერტიფიკატებს შედუღების ოპერაციებისა და შემდუღებლების ან შედუღების ოპერატორების კვალიფიკაციის შესახებ;

ა.კ.ბ) შემოწმების ფურცელს მასალებისათვის, რომლებიც გამოყენებულ იქნა ჭურჭლის სიმტკიცის განმსაზღვრელი ნაწილებისა და კომპონენტებისთვის;

ა.კ.გ) ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების ანგარიშს ან შემოთავაზებული გამოკვლევების აღწერას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია:

ა) ჭურჭლის გამოცდისას შეისწავლოს ტექნიკური დოკუმენტი და დამხმარე მტკიცებულებები ჭურჭლის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შესაფასებლად;

ბ) პროტოტიპი ჭურჭლის შემოწმებისას:

ბ.ა) დაადასტუროს, რომ პროტოტიპი ჭურჭელ(ებ)ი წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, რომ იგი შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული განსაზღვრულ სამუშაო პირობებში და განსაზღვროს ის ელემენტები, რომლებიც დაპროექტდა შესაბამისი სტანდარტების დებულებების თანახმად, ისევე როგორც ის ელემენტები, რომლებიც დაპროექტდა სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად;

ბ.ბ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო გამოკვლევები და შემოწმებები, რათა შეამოწმოს მწარმოებლის მიერ შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების სისწორე;

ბ.გ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს შესაბამისი გამოკვლევები და შემოწმებები, რათა იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებლის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება, მწარმოებლის მიერ მიღებული სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს;

ბ.დ) შეათანხმოს მწარმოებელთან გამოკველევებისა და შემოწმებების ჩატარების ადგილი.

5. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეადგინოს შეფასების ანგარიში, რომელშიც აღრიცხული იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ჩატარებული ღონისძიებები და მათი შედეგები. თავისი ვალდებულებების დარღვევის გარეშე შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გაავრცელოს აღნიშნული ანგარიშის შინაარსი სრულად ან ნაწილობრივ მწარმოებლის თანხმობის შემთხვევაში.

6. თუ პროდუქტის ტიპი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებლისათვის უნდა გასცეს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელსა და მისამართს, გამოკვლევების შედეგებს, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ნების­მიერ პირობასა და დამტკიცებული პროდუქტის ტიპის იდენტიფიცირე­ბი­სათვის სა­ჭი­რო ინფორმაციას. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა ასევე ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დანართი. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რათა შეფასდეს წარმოებული ჭურჭლის გამოცდილ პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა და ექსპლუატაცია. იგი ასევე უნდა მიუთითებდეს ნებისმირ პირობას, რომელსაც შესაძლოა დაეფუძნოს მისი გამოცემა და თან უნდა ახლდეს დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო აღწერილობები და ნახაზები. თუ ტიპი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი თქვას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ უნდა აცნობოს განმცხადებელს უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით.

7. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოდიფიკაციის შესახებ, რომლის შედეგადაც შესაძლოა პროდუქტის ტიპი აღარ შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განსაზღვროს, მოითხოვს თუ არა ასეთი მოდიფიკაცია შემდგომ გამოკვლევას. თუ ასეა, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მწარმოებელს.

8. მწარმოებელია ვალდებულია აცნობოს შესაბამის შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, დამტკიცებული ტიპის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ჭურჭლის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ან სერტიფიკატის ვალიდურობაზე. აღნიშნული ცვლილებები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამატების სახით.

9. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით და/ან მის მიერ გაცემული სერტიფიკატში შეტანილი დამატების ან უკან გახმობის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ასევე ვალდებულია პერიოდულად ან მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირისათვის ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული სერტიფიკატების სია ან/და პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ.

10. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირების ინფორმირება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის, პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ.

11. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სერტიფიკატის ვალიდურობის ვადის გასვლამდე შეინახოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, მისი დანართი და დამატებები, ასევე ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, მწარმოებლის მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.

12. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, მისი დანართი და დამატებები და, ასევე, ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად ჭურჭლის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

13. მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული განცხადება და შეასრულოს ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განსაზღვრულია მის უფლებამოსილებებში.

მუხლი 2. შიდასაწარმოო კონტროლი და ჭურჭლის ზედამხედველობით შემოწმებაზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა (მოდული C1)

1. შიდასაწარმოო კონტროლი და ჭურჭლის ზედამხედველობით შემოწმებაზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპის შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ მუხლის პუნქტებში მითითებულ მოვალეობებს და უზრუნველყოფს და აცხადებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რომ განსახილველი ჭურჭლები შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ  მათთვის შესაფერის მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული ჭურჭლის შესაბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. წარმოების დაწყებამდე მწარმოებელმა მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის:

ა) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს:

ა.ა) სერტიფიკატებს, რომლებიც ეხება შედუღების ოპერაციებისა და შემდუღებლების ან შედუღების ოპერატორების კვალიფიკაციას;

ა.ბ) შემოწმების ფურცელს მასალებისათვის, რომლებიც გამოყენებულ იქნა ჭურჭლის სიმტკიცის განმსაზღვრელი ნაწილებისა და კომპონენტებისთვის;

ა.გ) ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების ანგარიშს;

ბ) შემოწმების დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია სათანადო გამოკვლევები და შემოწმებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების დროს, მათთან დაკავშირებულ პროცედურებთან და მათი შესრულების სიხშირესთან ერთად;

გ) პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს.

3. თითოეული ინდივიდუალური წარმოებული ჭურჭლისათვის შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი გამოკვლევები და შემოწმებები, რათა დარწმუნდეს, რომ ჭურჭელი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ  მათთვის შესაფერის მოთხოვნებს ჩამოთვლილი მითითებების შესაბამისად:

ა) მწარმოებელმა თავისი ჭურჭლები უნდა წარმოადგინოს ერთიანი პარტიების სახით და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს წარმოებული პარტიის ერთგვაროვნება;

ბ) პარტიის გამოკვლევის დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჭურჭლები წარმოებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად და უნდა ჩაატაროს ჰიდროსტატიკური ტესტი ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე პნევმატური ტესტი პარტიის თითოეულ ჭურჭელზე წნევით (PH), რომელიც შეადგენს ჭურჭლის საპროექტო წნევის 1.5-ს, რათა შემოწმდეს მისი სიმტკიცე;

გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ასევე უნდა ჩაატაროს შემოწმებები ნიმუშებზე, რომლებიც აღებულია წარმოების წარმომადგენლობითი ნიმუშიდან ან ჭურჭლიდან, მწარმოებლის სურვილისამებრ, იმისათვის, რომ გამოიკვლიოს შედუღების სიმტკიცე. შემოწმება უნდა განხორციელდეს შედუღების გრძივ ნაკერზე. ხოლო როდესაც გრძივი და წრიული   შედუღებისთვის გამოიყენება  განსხვავებული ტექნოლოგია, შემოწმება ასევე უნდა განმეორდეს წრიული  შედუღების ხარისხის შესამოწმებლად;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული ჭურჭლისათვის, რომელიც ექვემდებარება ექსპერიმენტულ მეთოდს, ნიმუშის შემოწმებები უნდა ჩანაცვლდეს ჰიდროსტატიკური ტესტით თითოეული პარტიიდან ხუთ მოწყობილობაზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რათა შემოწმდეს მათი შესაბამისობა I დანართის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან;

ე) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა პარტიის შესაბამისობა შესაბამის მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა თითოეულ ჭურჭელზე უნდა დაიტანოს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი ან უზრუნველყოს აღნიშნული ნომრის დამაგრება და მოამზადოს ჩატარებულ ტესტებთან შესაბამისობის  სერტიფიკატი. პარტიაში არსებული ყველა ჭურჭელი შესაძლოა განთავსდეს ბაზარზე იმ ჭურჭლის გარდა, რომელთაც წარმატებით ვერ  გაიარეს შესაბამისი ჰიდროსტატიკური ან პნევმატური გამოცდა;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდა პარტიის შესაბამისობა შესაბამის მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აღნიშნული პარტია არ განთავსდეს ბაზარზე. პარტიების ხშირი უარყოფის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია შეაჩეროს სტატისტიკური შემოწმება;

ზ) მწარმოებელს უნდა შეეძლოს სათანადო ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ამ მუხლის ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში დასახელებული შესაბამისობის შემფასებელი პირის შესაბამისობის სერტიფიკატი.

4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს და სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მის მიერ გაცემული შემოწმების დასკვნის ასლი.

5. მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა დაიტანოს წარმოების პროცესში.

6. მწარმოებელმა თითოეული ჭურჭლის მოდელისათვის უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად შეინახოს ჭურჭლის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს, თუ რომელი ჭურჭლის მოდელისთვის მოხდა მისი შედგენა.

7. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში დასახელებული მწარმოებლის მოვალეობები შესაძლებელია შეასრულოს მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, თუ აღნიშნული განსაზღვრულია შესაბამისი მინდობილობით.

მუხლი 3. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე შემთხვევითი ინტერვალებით ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებულ პროდუქტის გამოცდასთან ერთად (მოდული C2)

1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე შემთხვევითი ინტერვალებით ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებულ პროდუქტის გამოცდასთან ერთად არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ მუხლის პუნქტებში დასახელებულ მოვალეობებს და, ასევე, უზრუნველყოფს და აცხადებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რომ განსახილველი ჭურჭლები შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული ჭურჭლის შესაბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. წარმოების დაწყებამდე მწარმოებელმა მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის:

ა) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს:

ა.ა) სერტიფიკატებს, რომლებიც ეხება შედუღების ოპერაციებისა და შემდუღებლების ან შედუღების ოპერატორების კვალიფიკაციას;

ა.ბ) შემოწმების ფურცელს მასალებისათვის, რომლებიც გამოყენებულ იქნა ჭურჭლის სიმტკიცის განმსაზღვრელი ნაწილებისა და კომპონენტების წარმოებისათვის;

ა.გ) ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების ანგარიშს;

ბ) პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს;

გ) დოკუმენტს, რომელიც აღწერს წარმოების პროცესებსა და ყველა წინასწარგანსაზღვრულ სისტემურ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება ჭურჭლების პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან შესაბამისობისათვის.

3. წარმოების დაწყების თარიღამდე შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული დოკუმენტები, რათა დარწმუნდეს მათი პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან შესაბამისობაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს:

ა) ჭურჭლების კონსტრუქციისათვის შესაბამის წარმოების პროცესისა და შემოწმების საშუალებების აღწერას;

ბ) გამოკვლევის დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია სათანადო გამოცდები და შემოწმებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების დროს, მათთან დაკავშირებულ პროცედურებთან და მათი შესრულების სიხშირესთან ერთად;

გ) ვალდებულების აღებას, რომ გამოცდები და შემოწმებები განხორციელდება გამოკვლევის დოკუმენტის შესაბამისად და ჩატარებულია ჰიდროსტატიკური ტესტი ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე პნევმატური ტესტი თითოეულ ჭურჭელზე იმ წნევით, რომელიც შეადგენს ჭურჭლის საპროექტო წნევის 1.5-ს. აღნიშნული გამოცდები და შემოწმებები უნდა აისახოს დასკვნაში და ჩატარდეს კვალიფიცირებული, პროდუქციის პერსონალისაგან დამოუკიდებელი კადრების პასუხისმგებლობის ქვეშ.

დ) წარმოებისა და დასაწყობების ადგილების მისამართებსა და წარმოების დაწყების თარიღს.

5. შესა­ბა­მისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეამოწმოს ან შეამოწმებინოს პირის მიერ განსაზღვრული შემთხვევით შერჩეული ჭურჭლის ნიმუში შემთხვევითი პერიოდულობით იმისათვის, რომ შემოწმდეს ჭურჭლის შიდა შემოწმებების ხარისხი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს, მათ შორის, ჭურჭლის ტექნოლოგიური სირთულე და წარმოების რაოდენობა. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ შერჩეულ  საბოლოო ჭურჭლის შესაბამის ნიმუშს გამოცდა და სათანადო შემოწმებები უნდა ჩაუტარდეს სტანდარტების შესაბამისი ნაწილების ან/და სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში განსაზღვრული ეკვივალენტური ტესტების მიხედვით. აღნიშნული გამოცდები უნდა ჩატარდეს, რათა შემოწმდეს ჭურჭლის შესაბამისობა ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

6. შესაბამისობის შემფასებელი პირი ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი რეალურად ამოწმებს სერიულად წარმოებულ ჭურჭლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. თუ ნიმუში არ შეესაბამება მისაღები ხარისხის დონეს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

8. ნიმუშების მიღების პროცედურა გამოყენებულ უნდა იქნეს ჭურჭლის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და იმის დასადგენად, სრულდება თუ არა ჭურჭლის წარმოების პროცესი მისაღებ საზღვრებში.

9. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს და სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მის მიერ გაცემული შემოწმების დასკვნის ასლი.

10. მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა დაიტანოს წარმოების პროცესში.

11. მწარმოებელმა თითოეული ჭურჭლის მოდელისათვის უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად შეინახოს ჭურჭლის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს, თუ რომელი ჭურჭლის მოდელისთვის მოხდა მისი შედგენა.

12. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებში დასახელებული მწარმოებლის მოვალეობები შესაძლებელია შეასრულოს მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, თუ აღნიშნული განსაზღვრულია შესაბამისი მინდობილობით.

მუხლი 4. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა შიდა საწარმოო კონოტროლის საფუძველზე (მოდული C)

1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა შიდა საწარმოო კონტროლის საფუძველზე წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ მუხლის პუნქტებში დასახელებულ მოვალეობებს და, ასევე, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ განსახილველი ჭურჭლები შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს.

2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული ჭურჭლის შესაბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებთან. წარმოების დაწყებამდე მწარმოებელმა მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის:

ა) სერტიფიკატები, რომლებიც ეხება შედუღების ოპერაციების და შემდუღებლების ან შედუღების ოპერატორების კვალიფიკაციას;

ბ) შემოწმების ფურცელი მასალებისათვის, რომლებიც გამოყენებულ იქნა ჭურჭლის სიმტკიცის განმსაზღვრელი ნაწილებისა და კომპონენტების წარმოებისათვის;

გ) ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების ანგარიში;

დ) დოკუმენტი, რომელიც აღწერს წარმოების პროცესებსა და ყველა წინასწარგანსაზღვრულ სისტემურ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება ჭურჭლების პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან შესაბამისობისათვის. აღნიშნული დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს:

დ.ა) ჭურჭლების კონსტრუქციისათვის შესაბამის წარმოების პროცესისა და შემოწმების საშუალებების აღწერას;

დ.ბ) გამოკვლევის დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია სათანადო გამოცდები და შემოწმებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების დროს, მათთან დაკავშირებულ პროცედურებთან და მათი შესრულების სიხშირესთან ერთად;

დ.გ) ვალდებულების აღებას, რომ გამოცდები და შემოწმებები განხორციელდება გამოკვლევის დოკუმენტის შესაბამისად და ჩატარებულია ჰიდროსტატიკური ტესტი ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე პნევმატური ტესტი თითოეულ ჭურჭელზე იმ წნევით, რომელიც შეადგენს ჭურჭლის საპროექტო წნევის 1.5-ს. აღნიშნული გამოცდები და შემოწმებები უნდა აისახოს დასკვნაში და ჩატარდეს კვალიფიცირებული, პროდუქციის პერსონალისაგან დამოუკიდებელი კადრების პასუხისმგებლობის ქვეშ.

დ.დ) წარმოებისა და დასაწყობების ადგილების მისამართებსა და წარმოების დაწყების თარიღს.

3. წარმოების დაწყების თარიღამდე შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული დოკუმენტები, რათა დარწმუნდეს მათი პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან შესაბამისობაში.

4. მწარმოებელმა თითოეული ჭურჭლის მოდელისათვის უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისი ორგანოებისთვის წარსადგენად შეინახოს ჭურჭლის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს, თუ რომელი ჭურჭლის მოდელისთვის მოხდა მისი შედგენა.

5. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისათვის.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში დასახელებული მწარმოებლის მოვალეობები შესაძლებელია შეასრულოს მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, თუ აღნიშნული განსაზღვრულია შესაბამისი მინდობილობით.

III დანართი

წარწერები, ინსტრუქციები, განმარტებები და სიმბოლოები

მუხლი 1. ნიშანდება და წარწერები

1. ჭურჭლის ეტიკეტზე ან უშუალოდ ჭურჭელზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მაქსიმალური სამუშაო წნევა PS (მაჩვენებელი წნევის ერთეულბარ-ში);

ბ) მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურა Tmax    (°C-ში);

გ) მინიმალური სამუშაო ტემპერატურა Tmin   (°C-ში);

დ) ჭურჭლის ტევადობა/მოცულობა (V L-ში);

ე) მწარმოებლის დასახელება, რეგისტრირებული სასაქონლო სახელი ან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი და მწარმოებლის მისამართი;

ვ) ჭურჭლის სახეობა და სერიული ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

2. ტექნიკურ მონაცემთა ეტიკეტი გამოყენების დროს, ეს უკანასკნელი ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ შეუძლებელი იყოს მისი ხელახალი გამოყენება და უნდა შეიცავდეს თავისუფალ ადგილს, საჭიროებისამებრ სხვა სახის ინფორმაციის დატანისათვის.

მუხლი 2.  ინსტრუქცია და უსაფრთხოების ინფორმაცია

1. ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ამ დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ დეტალებს, ჭურჭლის სერიული საიდენტიფიკაციო ნომრის გარდა;

ბ) ჭურჭლის დანიშნულებისამებრ გამოყენებას;

გ) ჭურჭლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისი შენახვისა და დამონტაჟების აუცილებელ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 3. განმარტებები და სიმბოლოები

1. გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საპროექტო წნევა „P“ არის მწარმოებლის მიერ შერჩეული და ჭურჭლის მანომეტრული წნევა და გამოიყენება წნევის ქვეშ მყოფი ნაწილების სისქის განსაზღვრისას;

ბ)  მაქსიმალური საექსპლუატაციო წნევა „PS“ არის მაქსიმალური მანომეტრული წნევა ჭურჭლის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში;

გ) სამუშაო ტემპერატურის დასაშვები მინიმუმი Tmin არის ყველაზე დაბალი სტაბილური ტემპერატურა, რომელსაც შესაძლოა მიაღწიოს ჭურჭლის კედლებმა  ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში;

დ) სამუშაო ტემპერატურის დასაშვები მაქსიმუმი Tmax არის ყველაზე მაღალი სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი, რომელსაც შესაძლოა მიაღწიოს ჭურჭლის კედლებმა ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში;

ე) დენადობის ზღვარი ReT  მაქსიმალურ საექსპლუატაციო ტემპერატურაზე Tmax არის:

ე.ა) დენადობის ზედა ზღვარი ReH  იმ მასალისათვის, რომელსაც გააჩნია დენადობის როგორც ზედა, ასევე ქვედა ზღვარიც;

ე.ბ) 0,2% დენადობის პირობითი ზღვარი Rp0,2;

ე.გ) 1.0% დენადობის პირობითი ზღვარი Rp1,0 არაშენადნობი ალუმინის შემთხვევაში;

ვ) ჭურჭელთა ჯგუფებს წარმოადგენს:

ვ.ა) ჭურჭლები ქმნიან ერთ ჯგუფს იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშისაგან განსხვავდებიან მხოლოდ დიამეტრით თუ დაცულია I დანართის მე-2 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები ან/და ცილინდრული ნაწილის სიგრძესთან, შემდეგ ზღვრებში:

ვ.ა.ა) როდესაც ნიმუშს ბოლოების გარდა დამატებით კიდევ აქვს ერთი ან მეტი   კორპუსის რგოლი, მოდიფიცირებულ ვარიანტებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე კორპუსის ერთი რგოლი;

ვ.ა.ბ) როდესაც ნიმუშს გააჩნია ელიფსოიდური (ამოზნექილი) ბოლოები, მოდიფიცირებულ ვარიანტებს არ უნდა გააჩნდეთ კორპუსის რგოლი.

ვ.ბ) ცვლილებები სიგრძეში, რომელიც იწვევს ღიობებისა და შეერთებების ცვლილებას, ნაჩვენები უნდა იყოს თითოეული ცალკეული ვარიანტის ნახაზში;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ჭურჭლის პარტია შედგება მაქსიმუმ 3 000 ერთი და იმავე სახეობის ჭურჭლისაგან;

თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სერიულ წარმოებად ითვლება წარმოება, თუ მოცემული დროის მანძილზე მიმდინარე უწყვეტი პროცესით დამზადებულია ერთზე მეტი ერთი და იმავე სახეობის ჭურჭელი, მსგავსი გარეგნული იერსახით და იმავე წარმოების პროცესების გამოყენებით;

ი) გამოკვლევის დოკუმენტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი ამოწმებს, რომ მიწოდებული პროდუქცია აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და რომელშიც ის ითვალისწინებს რუტინული ქარხნული შემოწმების ტესტის შედეგებს, კერძოდ, პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობას და ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა წარმოების პროცესიც განხორციელდა მიწოდების პროცესის მსგავსად და არააუცილებელად,  მიწოდებულ პროდუქტებზე.

2. გამოყენებულ სიმბოლოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

A

ფარდობითი წაგრძელება წყვეტის შემდგომ (L0 = 5,65 √ S°)

%

A 80 mm

ფარდობითი წაგრძელება წყვეტის შემდგომ (L0 = 80 mm)

%

KСV

წყვეტის ძალა

ჯ/სმ2

P

საპროექტო წნევა

ბარი

PS

საექსპლუატაციო წნევის დასაშვები მაქსიმუმი

ბარი

Ph

ჰიდროსტატიკური ან პნევმატური სატესტო წნევა

ბარი

Rp0,2

დენადობის პირობითი ზღვარი 0,2 %-ზე

ნ/მმ2

ReT

დენადობის დროებითი მაჩვენებელი, მაქსიმალურ საექსპლუატაციო ტემპერატურაზე

ნ/მმ2

ReH

დენადობის ზედა ზღვარი

ნ/მმ2

Rm

სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვისას

ნ/მმ2

Rm max

მაქსიმალური სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვისას

ნ/მმ2

Rp1,0

დენადობის პირობითი ზღვარი 1,0 %-ზე

ნ/მმ2

Tmax

მაქსიმალური საექსპლუატაციო ტემპერატურა

°C

Tmin 

მინიმალური საექსპლუატაციო ტემპერატურა

°C

V

ჭურჭლის ტევადობა/მოცულობა

L

 

IV დანართი

შესაბამისობის დეკლარაცია N …

1. ჭურჭელი/ჭურჭლის მოდელი (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):

2. მწარმოებლის ან როდესაც ეს შესაძლებელია მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი:

3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

4. დეკლარაციის საგანი (ჭურჭლის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობას, აუცილებლობის შემთხვევაში, ჭურჭლის იდენტიფიცირებისთვის შეიძლება თან დაერთოს ფერადი სურათი):

5. მითითება იმ ტექნიკურ რეგლამენტზე (რეგლამენტებზე), რომელთან შესაბამისობაშია დეკლარაციის საგანი.

6. მითითება გამოყენებულ სტანდარტებზე ან ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართ შესაბამისობა არის დეკლარირებული.

7. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო … (დასახელება, ნომერი) … განახორციელა… (ქმედების აღწერა) … და გასცა სერტიფიკატი:

8. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მწარმოებლის სახელით:

(შედგენის ადგილი და თარიღი)

(სახელი, თანამდებობა) (ხელმოწერა).